ჩინური პოეზია

ონო-ნო კომატი (თარგმანი თამაზ ჩხენკელისა)

ტყე განიძარცვა, ხმა დაიღო შრიალა ყანამ,

ვარდები დაჭკნა,

გულში ჩაქრა ცეცხლი უშრეტი _

ვიდრე უქმი და ნებიერი ვიდოდი წყნარად

და უზრუნველი წუთისოფელს შორით ვუჭვრეტდი.

მე-16-მე-17 სს.-ის სიჯო

წვიმამ გადიღო და ერთი ფერით

განზავდა ტბა და ცის დასავალი.

ნავში მაქვს ღვინო და შეჭამანდი

და სათევზაოდ გზა მაქვს სავალი.

თოლიები კი თმობენ ლელიანს

და აღტაცებით შემომცქერიან.

ჩანჯოუს სასახლის ბაღნარი

ბო ძიუ-ი

ექვსი წლის შემდეგ

მე პირველად ვბრუნდები უკან.

წინ დიდი გზაა

მწუხარებით და სიმარტოვით.

მე ჩავუარე ამ შარაზე

უამრავ დუქანს

და თითქმის ვერსად ვეღარ ვნახე

ძველი პატრონი.

მთარგმნელი თამაზ ჩხენკელი