ესეები ანაზე

მალხაბ ხარბედია

ანას ხანა

ქართულ პოეზიაში სულ რამდენიმე სახელია, პოეტების რიცხვი, ვისაც მხოლოდ სახელით უხმობდნენ, მცირე იყო. ყველას გვახსოვს გალაკტიონის ფორმულაც, შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას რიგში საკუთარი თავიც რომ იგულისხმა, გვახსოვს სიისშევსების სხვა მცდელობებიც, წარმატებული და წარუმატებელი. ბესიკიც გვახსოვს, ტატოც, გოგლაც, სხვებიც. ყველა ეპოქას თავისი ჰყავდა, იყო ეპოქები, როცა რამდენიმე ეს “სახელი” ერთად ბობოქრობდა. თუმცა ჩვენს ხანას ერთი ჰყავდა ასეთი სახელი, ანა.

გალაკტიონმა 1907 წელს დიდი ეპოქის დასასრული უწოდა, ეპოქა დასრულდა 1959-შიც, თავად გალაკტიონის სიკვდილით და კიდევ ერთი 50 წლიანი ციკლის დასასრულ, 2008-ში უკანასკნელი ხანა დასრულდა (ვინ იცის, შესაძლოა მეტი ვეღარც ვერანაირხანას ვეღირსოთ, ანუ ყველანაირი “ეპოქები” წარსულს ჩაბარდა?!). სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ გვყავს ანა, რომ საბედნიეროდ ჯერ კიდევ მისი ხანა დგას და რომ ყველანი მის ხანაში ვცხოვრობთ (თუმცა რატომღაციშვიათად ვამბობდით ამას, ან ცალყბად აღვნიშნავდით, ან საერთოდ არაფერს ვიტყოდით რამეს). ახლა უკვე გვიანია, ახლა მხოლოდ უნდა გავიხსენოთ როგორი იყო ეს დროება, აღვიდგინოთ ის პერიოდი ჩვენი ცხოვრების, როცა ანა არსებობდა, ჩვენ კივერ ვხედავდით მის არსებობას, ვერ ვამჩნევდით მის დუმილს, აქტუალური არ იყო მისი სისუფთავე. პირველ რიგში საკუთარ თავს ვსაყვედურობ ამას. ეს მეც მეხება, ყველას გვეხება.

ქართულმა ტელევიზიებმა ერთმანეთზე უხერხული სიუჟეტები მიუძღვნეს ანა კალანდაძეს. ჟურნალისტებს მაგალითი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა 11 მარტის შუადღის გამოშვებებში (საღამოს საინფორმაციოებში ეს სიტყვები ამოჭრილი იყო). მან, სამძიმრის შემდეგ გალაკტიონის ლექსი წაიკითხა, როგორც ანა კალანდაძისა: “ატმის რტოო, დაღალულო რტოო...” და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა “თუთა”. რუსთავი 2-მა გამოაცხადა, რომ ანა კალანდაძე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხიდისთავშიდაიბადა. ტელეკომპანია “მზის” კულტურის მიმომხილველმა დანანებით აღნიშნა: “ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ცნობილი სახე გამოაკლდა”, თითქოს საუბარი ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერ რომელიმე ძველ “ინტელიგენტზე”, ექიმზე, ანუბრალოდ კაი ბიჭზე იყო.

ანა კალანდაძის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ორმა ფრაგმენტმა შემახსენა თავი, ამეკვიატა. ეს იყო არა ძველი, კლასიკური სტრიქონები, არამედ სიტყვები უკანასკნელი ლექსებიდან: “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “სიზმარში, სიზმარში გიხილე, ადგილსა მას ყვავილოვანსა”. ვიჯექი და ვიმეორებდი ჩუმად, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება” და მივდევდი ბოლო წლების მანძილზე ჩემთვის უკვე გაუცხოებულ ამ პოეტურნათელს, სტრიქონებს, რომელიც მომავალში ახლიდან უნდა ვიპოვო, ხელახლა წავიკითხო, სინანულით სავსე გაგებით გავიგო. ამ გაუცხოებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი განიცდის ახლა და სწორედ ეს უხერხულობა მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ანა კალანდაძეს ჩვენ კიდევ არაერთხელ აღმოვაჩენთ ახლიდან. რა ვიცი... მემგონი აღმოვაჩენთ.. 

ანდრო ბუაჩიძე

გამოთხოვება ანა კალანდაძესთან

ანა კალანდაძემ მართლაც სასწაულებრივი რამ შეძლო: მან სამშობლოს სიყვარული, საქართველოსადმი აღძრული გრძნობა ყველაზე ღრმად პიროვნულ, ყველაზე ფაქიზ, ინტიმურ გრძნობად აქცია. ეს ხომ მანამდეც უიშვიათესი იყო ქართულ პოეზიაში. მისისამშობლოზე დაწერილი ლექსები არც თემატური ნიშნით არის აღბეჭდილი და არც აპოლოგეტური პათეტიკით.

რთულია ისეთ თემაზე წერა, რომელიც უკვე ტრივიალურად არის ქცეული. ხშირად თვითონ თემა ირგებს ტრივიალურობის სამოსელს და აღარც უნდა მისგან განძარცვა. მაგრამ მოდის პოეტი და წერს ასეთ ლექსს:

შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,

შენ ისე ღრმა ხარ...

სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა:

ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა

და ვერცა სპარსმა...

შენი დიდების მომღერალია

ოშკი და ზარზმა,

ბებერი ტაო,

შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,

ქართულო ცაო...

თუ აქამდე სამშობლოზე დაწერილი ლექსები ხმამაღლა ითქმებოდა, ახლა არათუ ხმადაბლა, არამედ ჩურჩულით წარმოითქმის.

ეს მხოლოდ ლექსი არ არის, ლოცვაა, ფსალმუნია, რომელიც ცისკენ თავაღერილმა უნდა წარმოთქვა. ასეთ სათქმელს მოწამეობრივი მუზა კარნახობს ადამიანს.

ანა კალანდაძემ საქართველო - სიყვარულის საყოველთაო საგანი, თავის სისხლხორცეულ, პიროვნულ, თითქოს ჯერ ხელუხლებელ უინტიმურეს საგნად აქცია. ასეთი რამ კი მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა ნაუცბათევად, ბუნებრივითავისთავადობით იღვიძებს შემოქმედებაში. ხშირად სამშობლოზე ფიქრი სხვა გრძნობებთანაა შერწყმული. პოეტმა საქართველო მარადისობის ფონზე დაინახა და ამიტომაც ახლავს ამ ხატს ცის პეიზაჟი:

მათ გადაიარეს ცა პირამიდების,

ხეთა და მიდია...

ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,

კვლავ საით მიდიან?

რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,

კვლავ ფეხქვეშ რაოდენ

მწვერვალებს ითვლიან

ღრუბლები...

კვლავ საით მიდიან ღრუბლები?

რა ვიცი... მიდიან...

ამ ლექსში თითქოს სასხვათაშორისოდ არის ნახსენები "ქართული მინდვრები", არადა, უმთავრესი ხომ პოეტისათვის ქვეყნიერების ის წერტილია, საიდანაც უმზერს მარადისობას. ანა კალანდაძის მუზას საქართველოს ხნიერი ფესვების შეგრძნება ახალისებს, მის წარმოდგენაში სამშობლო მარადისობის თანამდევია. პოეტი გამუდმებით ეძებს ათასწლეულთა იმ ნიშას, რომელშიც კულტურულ სიძველეთა კვალია შენახული. ეს არის იყალთო, დავით გარეჯი, შიომღვიმე, ზედაზენი. ოღონდ აქ ყველაფერი საუკუნეთასაბურველშია გახვეული. ეს არის არა პირქუში, არამედ სხივთა მომფენელი, სიცოცხლის ცხოველი ნიშნით აღბეჭდილი ხანიერება:

ზედაზნის ტყეებზე

ციმციმებს ვენერა,

ციმციმებს ვენერა,

ლურჯ სხივთა მფენელად,

ნაზ სხივთა მფენელად,

მკრთალ სხივთა მფენელად....

მარადიულობიდან გამოღწეული იდუმალების გარეშე ანა კალანდაძის პოეზია არც არსებობს. მისი ლექსები წამიერების ჩრდილში შეყოვნებული მარადიულობაა. და ასე გრძელდება მუდმივად - აწმყოს მოხელთება, მარადიულობის შეჩერება წამიერებისჩრდილქვეშ:

რკინის აივანს, მყუდრო აივანს

იშვიათად თუ ეწვევა კაცი...

სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის

აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია....

ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,

ამ მარტოობის არ ეშინიათ?

XX საუკუნის ოციან, ოცდაათიან, ორმოციან წლებში ჯერ კიდევ არსებობდნენ ევროპაში ლირიკოსები, რომელთა ცნობიერებაში სამყაროს ჰარმონიული ხატი იყო შენარჩუნებული. მაგრამ მათ ლირიკულ სუნთქვას უკვე ეტყობოდა ჟანგბადის უკმარისობითგამოწვეული ფორიაქი. ისინი თითქოს შეგნებულად გაურბოდნენ დიდი ქალაქების ხმაურიან ქუჩებს და ბუნების ნირვანას აფარებდნენ თავს. ეს იყო არა სინამდვილიდან გაქცევა, არამედ შინაგანი წონასწორობის აღდგენის ცდა. მათ სურდათშეენარჩუნებინათ მუდმივი ფიქრი მარადიულზე და წარუვალზე. პიროვნების, ამ შემთხვევაში პოეტის, ლირიკული წყობა თავის თავდაპირველი მნიშვნელობით სწორედ მარადიულის ფონზე ფიქრს გულისხმობდა. დუინოს სასახლის სიახლოვეს მოსიარულერაინერ მარია რილკეც ამ საფიქრალით იყო გარემოცული.

ვფიქრობ, გალაკტიონთან ერთად ანა კალანდაძეც ამგვარ ლირიკოსთა ძველი მოდგმის ნაშიერია. ეკოლოგიური კატასტროფების და ტექნიკური გაუცხოების ხანაში ის მომეტებული თავდავიწყებით ესწრაფვოდა ცის და მიწის პირველქმნილებას და ზოგადადადამიანურ პირველსაწყისებს. ანა კალანდაძეს სურდა ყველაზე უფრო სასტიკ და სისხლიან საუკუნეში ადამიანის ყველაზე უფრო სათუთი, ფაქიზი გრძნობები გადაერჩინა. ის წერდა ლექსს იაზე:

ია სავსეა ფშავის ტყეებში

ხატისხევაზე...

ანას პოეზიის გეოგრაფია საქართველოთია გარშემოწერილი და, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია, რადგან ყველა კუთხეს მოიცავს - გურია, ქართლი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი... მაგრამ პოეტის წარმოდგენაში საქართველოს, ამავე დროს, თავისიკუთვნილი უღრმესი და დაუსაბამო ცა ჰქონდა. ეს ცა ანასთვის ისეთივე მეტყველია და ცხოველმყოფელი, როგორც მიწა, მიწიერი სითბო.

ჩამოშვებულ

კლდეებზე მაღლა

ვინ დადგა სახლი?

ნისლმა? ღრუბლებმა?

წვიმამ? ქარებმა?

იდუმალებამ!

იდუმალებამ!

ასეთი იდუმალთმეტყველება მთელი ის პოეზიაა, რომელიც ანამ გვისახსოვრა.

ეს სახსოვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს მერკანტილურ საუკუნეში ზოგჯერ დაუსაბამო სიმაღლესაც უნდა ავაპყროთ თვალი.