მთავარი

მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასი ჭირ-ვარამისა, თავისი სიმშვიდით ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკიებულებს, ათობდეს შეციებულთ, აწყნარებდეს, მიწისაკენ ეწეოდეს აღზევებულთ, აპარპაშებულთ.

რევაზ ინანიშვილი

„როცა ქვეყანაში, თუნდაც არასერიოზულად იკითხავენ, გვჭირდება თუ არა მწერლობაო, არათუ მწერლობა, ყველაფერი სისულელეა.

ოთარ ჭილაძე

ადამიანი უბედურია და მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა ჰყავდეს გვერდით ვიღაცა, ვისაც კალთაში ჩაუდებს ათასნაირი საფიქრალითა და საზრუნავით გაოგნებულ თავს. ვინ იცის, გარკვეული თვალსაზრისით, იქნებ სწორად მწერლობაა ის „ვიღაცა“?

ოთარ ჭილაძე