ყველაზე, ყველაზე...

ყურადღება!

ყველაზე ლიტერატურული წრის ყველაზე წიგნიერი, ყველაზე მხიარული და ყველაზე კომპეტენტური ჟიური აცხადებს კონკურსს რამდენიმე ნომინაციაში:

ნომინაცია „ყველაზე კარგი მკითხველი“;

ნომინაცია „ყველაზე კარგი ჩანაწერის ავტორი“;

გამარჯვებულები შეირჩევიან რამდენიმეთვიანი სასიამოვნო მუშაობის შემდეგ და დაჯილდოვდებიან ყველაზე სანატრელი (ნივთიერი თუ არანივთიერი) საჩუქრებით

22 მაისსს 2 საათზე

ყველაზე ერთგულ თანამოკალმეთა წინაშე.

გისურვებთ წარმატებებს.

4.05.12. ლიტერატურული წრის საინიციატივო ჯგუფი

22 მაისს ლიტერატურული წრის 2011/12 სასწავლო წლის ბოლო შეხვედრაზე

ნომინაციაში „ყველაზე კარგი მკითხველი“ დაჯილდოვდნენ გიორგი ხარატიშვილი და არჩილ სოხაძე; ნომინაციაში „ყველაზე კარგი ჩანაწერის ავტორი“ - ალექსანდრე ბაინდურაშვილი და ერეკლე მარტიაშვილი.

საპატიო ნომინაციაში „მაინც დავწერ და წავიკითხავ“ გამარჯვებული არიან:

ზაქარია ბლიაძე, პავლე ჭიპაშვილი, დავით ლომიშვილი, თორნიკე სამხარაძე, შალვა ჯიხვაძე, გრიგოლ ჭეჟია.