9 მარტი

ნუგზარ შატაიძე

ნავთის სუნით აქოთებულ ცივ ოთახში დედა ბიჭს აბანავებს8 ბიჭი არც ისეთი პატარაა7 ეს ამბავი დღესაც7 ორმოცდასამი წლის შემდეგაც არ ახსოვდეს და არც ისეთი დიდი7 რომ შიშველს დედისა შერცხვეს8

ქალს გასაპნული ბავშვი ხის ვარცლში ჩადგმულ სველ ტაბურეტზე დაუსვამს და ჭინჭით ზურგს უხეხავს8

ბიჭი ძალიან გამხდარია7 დედას ებრალება და სწორედ ამიტომ ბრაზით7 რაღაცნაირი ჯიბრითაც კი ხეხავს8 ბავშვს თვალებში საპნის ქაფი ჩასვლია და ეწვის7 მაგრამ დედის შიშით ხმას ვერ იღებს8

- ადექი! - ეუბნება ქალი.

ბიჭი წამოდგება და ლამპის შუქზე სულ ცარიელი ძვალი და ტყავი გამოჩნდება8

ქალი ახლა ფეხებს უხეხავს8 ფეხებიც გაჩხინკული აქვს7 მუხლის თავებზე ძველი სისხლები შეხმობია8 ამის დანახვაზე ქალი სულ გაცოფდება5 გაუსვამს და გამოუსვამს იმ სისხლებზე7 გაუსვამს და გამოუსვამს!

- დადიხარ7 მთელი დღე დაეხეტები7 - ამბობს იგი7 სუნთქვა აჩქარებულს ლაპარაკი უჭირს7 - აღარ დაგინახო იმ ოხერ ბიჭთან გავლილი7 გესმის7 აღარ დაგინახო!

- მტკივა888 - წამოიკნავლებს ბავშვი8

- ახია!

ბიჭს თვალები ეწვის7 მუხლები სტკივა და ვარცლიდან ამოხტომა უნდა7 მაგრამ შიშველი სად წაუვა0 ამიტომ ითმენს7 ითმენს7 რადგან იცის7 რომ ეს ყველაფერი ოდესმე აუცილებლად დამთავრდება8

ბოლოს7 მართლაც7 მთავრდება5 დედა სარეცხის დიდი ქვაბიდან ალუმინის ჯამით გადანელებულ წყალს ამოიღებს და თავზე დაასხამს888

ბიჭი შვებით ამოისუნთქავს7 თვალებში ხელებს ამოისვამს7 ცდილობს7 საპნიანი წყალი ცხვირში არ შეუვიდეს8

- ყურები7 ყურები გამოიბანე! - უყვირის ქალი და თან წყალს ასხამს8

ცხელი წყალი სასიამოვნოდ ევლება თავზე7 მხრებზე7 ზურგზე7 მკლავებზე და ბიჭიც ფრუტუნებს7 წყლიან ვარცლში თვინიერად დგას8

ბოლოს7 როცა ის ქვაბი სულ ამოიცლება7 ქალი შვილს ხელს მოჰხვევს7 ასწევს7 საპნიანი7 მოლურჯო წყლით სავსე ვარცლიდან ამოიყვანს7 ფეხებზე უკანასკნელ ჯამ წყალსაც გადაავლებს და ეუბნება5

- აივსე ჯანითა7 ღონითა7 სიცოცხლითა7 სიხარულითა888 დათვი მჭლე და შენ - მსუქანი! დათვი მჭლე და შენ - მსუქანი! დათვი მჭლე და შენ მსუქანი!

ბიჭი გრძნობს7 როგორ თანდათანობით ულბება ხმა დედას7 როგორი ალერსიანი და თბილი უხდება8

სულ ბოლოს7 ქალი ჯამს დაცარიელებულ ქვაბში ჩააგდებს7 ბიჭს სკამის საზურგეზე გადაფენილ განიერ პირსახოცს შემოახვევს და ხელში ატატებულს გაშლილი ლოგინისკენ წაიყვანს8

მერე ბიჭი ლოგინში წევს7 ტანთ ბამბაზიის გრძელი ღამის პერანგი აცვია7 თავზე ნაქსოვი ქუდი ახურავს და ახლადგამოცვლილი7 გახამებული თეთრეულის სასიამოვნო სურნელს ხარბად ისუნთქავს - უყვარს გახამებული თეთრეულის სუნი და გრილი7 ღუნღულა ლოგინი8

წევს და გრძნობს7 როგორ ეწვის გადატყავებული მუხლები7 რანაირად უბჟუის მთელი სხეული7 როგორ ნელ-ნელა უმძიმდება ქუთუთოები8 ბურანში წასულს ესმის წყლის ჩქაფუნიც7 და როცა სიძილედ მიბლეტილი თვალებით დედას გახედავს7 დაინახავს7 რომ ის7 მთლად შიშველი7 ვარცლში ზის7 ცალი ხელით თავზე წყალს ისხამს და მეორეთი მხრებზე ჩამოშლილ სველ თმას ივარცხნის8

ღამით7 სანამ ბიჭს ტკბილად სძინავს7 მახათას მთიდან წამოვა სქელი7 ნოტიო ნისლი7 რომელიც მთვარის შუქზე ნისლს კი არა7 თეთრ კვამლს უფრო ჰგავს7 გეგონება7 მახათას მთის გადაღმა ვიღაცას დიდი7 სველი ბულულისთვის ცეცხლი

წაუკიდებიაო8 იდენს ის ნისლი7 იდენს და ბოლოს7 მთელი უბანი ჯანღში გაეხვევა7 გარშემო აღარაფერი ჩანს8

შუაღამე რომ გადავა7 აცივდება7 ყინვა ნისლს შეადედებს7 მერე რძესავით აჭრის და ნაფლეთებად აქცევს8 ქუჩიდან ჯანღი აიკრიფება7 მარტო ქარსაცავ ზოლში და სასაფლაოს ჩამოსწვრივ7 ფიჭვის კორომშიღა დარჩება8 ხის ტოტებში გაბლანდული7 გარინდებული ბური დილამდე გასძლებს8 დილით გაუჩინარდება7 მაგრამ უკვალოდ როდი გაქრება7 სიფრიფანა ყინულის გარსად გადაეკვრება ფოთოლგაცლილი ხეების რტოებს7 მიწაზე გაფართხულ ყვითელ ბალახს7 ფიჭვის მუქმწვანე წიწვებს და დილით7 როცა დედა სახლის კარს გასაღებით დაკეტავს და სკოლისაკენ მიმავალნი ქუჩაზე დაეშვებიან7 ბიჭი თვალს ვერ აცილებს თეთრად შეჭირხლულ7 მზეზე აბრჭყვიალებულ იმ რტოებს7 ბალახებსა და წიწვებს8

მართლაც ისეთი ლამაზი და საკვირველი სანახავია იქაურობა7 რომ მთელი დღის საზრუნავით წინასწარ აფორიაქებულ7 შუბლშეკრულ ქალსაც კი გაეღიმება8 ბიჭი იმ ღიმილს ვერ დაინახავს7 მაგრამ იგრძნობს და დედას თეძოზე გაეხახუნება8

- მოხვედი7 ბიჭო-ჯან0 - ეუბნება სკოლის დარაჯი7 კოჭლი სედრაკა და დედის დასანახავად თავზე ხელს უთათუნებს8

დედა დგას და აივნის კიბისკენ მიმავალ შვილს ჩუმი7 შეფიქრიანებული მზერით მიაცილებს8

საკლასო ოთახებიდან ბავშვების საშინელი ღრიანცელი ისმის7 როგორც ჩანს7 ზარი ჯერ არ დარეკილა8

ბიჭი კლასში შედის8

იქ ყურთასმენის წამღები გნიასი დგას7 ბავშვები ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან7 ერთმანეთს ურტყამენ7 ჭიდაობენ7 ოფლში გახვითქულები7 ტანსაცმელამოჩაჩულები გორავენ იატაკზე8 მაისურაძე მერხებზე დარბის7 უკან კავლელიშვილი დასდევს7 სკამებზე მსხდომ გოგოებს თავზე ახტებიან და ისინიც ისეთი შემზარავი ხმით კივიან7 თითქოს არ იცოდნენ7 რომ ეს ყველაფერი მათთვის ხდება5 მათ დასანახავად ჩხუბობენ7 ჭიდაობენ7 მათი ხათრით უნაყავენ ერთმანეთს ცხვირპირს და მაისურაძე და კავლელიშვილიც სწორედ მათი გულის მოსაგებად დარბიან მერხებზე8

ბიჭი პალტოს გაიხდის და სხვა პალტოებით დახუნძლულ საკიდზე ჩამოკიდებს8 მერე მოიხდის ქუდს7 მოიხსნის კაშნესაც და ერთს პალტოს ცალ სამკლავეში ჩაჩურთავს7 მეორეს - მეორეში8

ისმის ზარის ხმა და საკლასო ოთახი წამით ჩაცხრება7 მაგრამ თითქოს ვიღაცის ჯიბრზე7 უმალ ახალი ძალით აგნიასდება - ბავშვები სიგიჟეწამოვლილებივით წივიან7 კივიან7 გაჰყვირიან888

იმ ორ ბიჭს ახლა მესამეც ასდევნებია - სულელებივით დარბიან მერხებზე და ზედ ფეხსაცმელის ნაკვალევს ტოვებენ8

ოთახში ქართულის მასწავლებელი7 3ილო პაპა4 შემოდის8 მოხუცი კაცია7 გამხდარი7 გაძვალტყავებული9 შავი7 მრავალჯერ დაკემსილ-დაუთოებული კოსტუმი აცვია7 თეთრი თმა ყალყზე უდგას და გადარეულ კლასს შეშინებული უყურებს8

ბავშვები იმას აინუნშიც არ აგდებენ7 გამწარებულები ჭიდაობენ7 ღრიალებენ7 ის ბიჭები ისევ ისე დარბიან მერხებზე და ველური ყიჟინით დასდევენ ერთმანეთს8

ილო პაპა ხმას ვერ იღებს7 თვალები უწითლდება7 თმა უარესად ებურძგნება და დიდი7 თეთრი7 ლურჯად დაძარღვული ხელები უკანკალებს8

ამის შემხედვარე ბიჭს რაღაც უცნაური7 ველური სურვილი უჩნდება7 თავს ვერ იკავებს7 შემზარავი ღრიალით შეხტება მერხზე და კავლელიშვილს ფეთიანივით დაედევნება8 ახლა ვეღარც ილო პაპას ხედავს7 ვეღარც ამხანაგებს7 მარტო კავლელიშვილის ზურგი უფრიალებს ცხვირწინ და ისე აგიჟებს7 როგორც ხარს წითელი ნაჭერი8 მირბის7 ყიჟინით მისდევს7 გოგოებს თავზე ახტება7 მათი წივილ-კივილი სასიამოვნოდ უღიტინებს ყურებში და როცა ვიღაცის ღონიერი ხელი მერხიდან გადაითრევს7 ჩათეთქვავს და იატაკზე დაახეთქებს7 მაშინღა გამოერკვევა5 თავზე კლასის დამრიგებელი გაბუნია - უშველებელი7 - ორასკილოიანი ქალი ადგას და საშინელი ხმით უყვირის5

- სად იზრდები7 გამაგებინე7 რა ოჯახში იზრდები7 შე მხეცო7 შე გადარეულო7 - ფერდში წიხლს ჩააზელს7 - ადექი7 აეთრიე და ხვალ დილით მშობელი მომიყვანე7 თორემ არ ვიცი7 რას გიზამ7 - კიდევ ჩააზელს7 მერე მკლავში ხელს წაავლებს7 ასწევს7 ფეხზე დააყენებს და ახლა სახეში შემოულაწუნებს7 - წადი7 გაეთრიე7 თვალით არ დამენახო!

ბიჭი ხელიდან გაუსხლტება7 ჩანთას ეცემა7 საკიდიდან პალტოს ჩამოხსნის და კლასიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდება8

- დაგხოცავთ7 ერთ დღეს დაგხოცავთ ყველაას! - ახლა აივანზე ესმის გაბუნიას კივილი და თვალცრემლიანი7 ყელში გორგალგაჩრილი ჩარბის კიბეზე8

- ვა7 გამოგაგდეს7 ბიჭო-ჯან0! - დამცინავი ღიმილით ეკითხება კოჭლი სედრაკა და ცდილობს თავში წამოარტყას7 მაგრამ ბიჭი გაექცევა7 სირბილით გადაივლის ასფალტიან ეზოს7 გალავანთან მივა7 ჩანთას და პალტოს ღობის იქით გადაყრის და მერე თვითონაც ზედ გადაძვრება8

ფეხბურთის ცარიელ მინდორზე ქარი გაზეთის ნაგლეჯს დააფრიალებს8

ბიჭი კედლის ძირში ჩაჯდება და აზლუქუნდება8 კარგახანს ტირის7 გულამომჯდარს ღაპაღუპით ჩამოსდის ცრემლები8 აგონდება მამა7 რომელიც უკვე მივიდოდა შინ და ახდა7 ღამის ნამორიგალს7 ალბათ7 სძინავს8 გაახსენდება დედაც7 ყურში ჩაესმის მისი მკაცრი7 ნაღვლიანი ხმა5 - 3შენ მოუკვდი7 შვილო7 დედაშენს!4 - უფრო მეტად ამოუჯდება გული7 ტირის7 ტირის888

უეცრად7 ზემოდან ჩანთა გადმოვარდება და ზედ მის ცხვირწინ ბრახუნით დაეცემა8

ბიჭი ტირილს შეწყვეტს7 ცრემლით ჩამოსველებულ სახეზე მაჯას გაისვამს და მაღლა აიხედავს5 გალავანზე კავლელიშვილი გადმოფოფხდება7 კედელს ხელებით დაეკიდება და ძირს ჩამოხტება8

ბიჭი ჩუმად უყურებს8

- გიჟია7 ეგ ჩემისა! - იკრიჭება კავლელიშვილი8

ბიჭს ეღიმება - უხარია7 რომ გაბუნიას ესეც გამოუგდია და ახლა ორნი არიან8

კავლელიშვილი გვერდით მიუჯდება8

ქარი ჩამდგარა8 კედელს მარტის მზე მისდგომია7 თბილა8 ბიჭები მხრებით ეხებიან ერთმანეთს8 მოშორებით7 ნაპირებმოყინულ გუბეში ბეღურები ჭყუმპალაობენ8

კავლელიშვილი ჩანთას მოიწევს7 გახსნის და იქიდან ლოყაწითელ ვაშლს ამოიღებს5

- გინდა0

- ჰო8

- დაგიტოვებ8 - ვაშლს ჩაკბეჩავს და გემრიელად შეექცევა8 ნახევარზე რომ დაიყვანს7 ბიჭს მისცემს8

ახლა ის ჩაკბეჩავს8 ძალიან კარგი7 ტკბილი ვაშლია8

- რა ვქნათ0 - ეკითხება კავლელიშვილი8

- რა ვიცი888 - ბიჭი ვაშლის ნაჭამს გუბისკენ გაისვრის8 დამფრთხალი ბეღურები ჟივილხივილით წამოიშლებიან და ფოთოლგაძარცვულ ჭადარზე შემოსხდებიან8

- წამო7 გინდა7 სანაპიროზე წავიდეთ!

ადგებიან7 ჩანთებს აიღებენ7 ფეხბურთის მოედანს გადაჭრიან და გამონგრეულ გალავანში გაძვრებიან8

ალექსანდროვის ბაღში7 სტალინის ძეგლთან უამრავი ხალხი შეყრილა8

მაღალი კვარცხლბეკი ყვავილის გვირგვინებს დაუფარავს8 დაბლა7 მარმარილოს ტრიბუნაზე7 საპატიო ყარაულში პიონერები დგანან8 იქვე მიკროფონია გამართული8

- ლე-ნინ7 სტა-ლინ! ლე-ნინ7 სტა-ლინ! - წამოიწყებს უეცრად ხალხის ნაწილი და მათი ყურთასმენის წამღები გუგუნი მთელს ქალაქს მოედება - მტკვარგაღმა ვორონ-ცოვსა და სვანეთის უბანს7 მტკვარგამოღმა ორბელიანების მოედანსა და მთაწმინდას8

თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიანო7 ახლა ბაღის მეორე კიდეში ატყდება ძახილი5 - ჯუ-დე! ჯუ-დე!

ბაღში ჩასასვლელი კიბე ხალხით გაჭედილა7 ამიტომ ბიჭები ქვემოთ ვიწრო7 ტალახშემშრალი ბილიკით ჩავლენ7 ხალხში ხვლიკებივით გაძვრებიან7 კვარცხლბეკისკენ გაიკვლევენ გზას და ბოლოს7 როგორც იქნება7 მიუახლოვდებიან8

ტრიბუნაზე ახალგაზრდა პოეტი დგას და მიკროფონში ლექსს კითხულობს8

ხალხი სულგანაბული მისჩერებია7 ჩუმი7 სევდანარევი დრტვინვა გადასდის თავზე და უეცრად7 თითქოს მილიონი მტრედი ერთდროულად აფრინდაო7 იქაურობას ტაშის ქუხილი გააყრუებს8

- ლენინ-სტალინ! ლენინ-სტალინ! - მარტო ესღა ისმის7 რადგან ახლა აქეთურებიცა და იქითურებიც მხოლოდ ამას გაჰყვირიან8

- ლენინ-სტალინ! - იჭაჭებიან ბიჭებიც8 აღარც გაბუნია ახსოვთ7 აღარც წეღანდელი ცემა-ტყეპა და არც ის7 რომ ხვალ დილით სკოლაში მშობლები ჰყავთ მისაყვანი8

მოულოდნელად7 კავლელიშვილი სადღაც გაქრება!

ბიჭი ეძებს7 აქეთ-იქით იცქირება და უეცრად დაინახავს7 რომ ის მაღლა7 ტრიბუნაზე საპატიო ყარაულში დგას და პიონერული სალმის ნიშნად გაშლილი ხელი შუბლთან მიუტანია8

ბიჭი ტრიბუნის უკან გაძვრება8

კიბესთან უფროს გოგოებსა და ბიჭებს პიონერები რიგში ჩაუყენებიათ7 ყელსახვევებს უმოწმებენ7 ბავშვებს საპატიო ყარაულისთვის არჩევენ8

ბიჭი ყელსახვევზე დაიხედავს8 ამით ვერ დაიწუნებენ7 დილით დედამ გაურეცხა და გაუუთოვა8 მართლაც7 ერთი გოგო7 რომელსაც გადაღეღილი პალტოდან მკერდზე მიბნეული კომკავშირელის ნიშანი მოუჩანს7 ბიჭს შეამჩნევს და ხელს დაუქნევს8

ბიჭი მიუახლოვდება8

- ახვალ7 ბიჭი0 - ეკითხება გოგო8

- დიახ888

- იცოდე7 ხუთი წუთი გაუნძრევლად უნდა იდგე7 შესძლებ0

- როგორ არა!

- კარგი7 გაიხადე!

ბიჭი პალტოს გაიხდის და კიბის ძირში დაყრილ სხვა პალტოებზე ზემოდან მიაგდებს8 დასდებს ჩანთასაც8

გოგო ყელსახვევს უსწორებს8

შავგვრემანი გოგოა7 ზედა ტუჩზე ღინღლი მოსდებია7 ლოყაზე კი პატარა7 კოხტა ხალი აზის8 ბიჭი ყურთან გრძნობს მის თბილ სუნთქვას და რატომღაც გული ეწურება8

- იცოდე7 არ გაინძრე და ხელიც აი7 ასე მაღლა გეჭიროს8 გაიგე0 - ეუბნება იგი8

- დიახ8

- აბა7 შენ იცი!

ბიჭი გრანიტის კიბეზე ადის7 იქ ვიღაც წითელსამკლავურიანი კაცები ტრიალებენ8

- ეგ ბიჭი გაატარეთ7 ამხანაგებო! - ეძახის ქვემოდან გოგო8

- მოდი! - ეუბნება წითური7 დიდულვაშა კაცი და ბიჭს მსუბუქი ხელისკვრით ბაქანზე შეაგდებს8

თითქოს არ ელოდებოდაო7 მოზიმზიმე ხალხის დანახვაზე ბიჭი შეკრთება7 დაიბნევა7 უკან გამობრუნებასაც კი დააპირებს7 მაგრამ ბოლოს თავს დასძლევს7 გაშლილ ხე-ლისგულს შუბლთან მიიტანს და სუნთქვაშეკრული გაშეშდება8

დგას და ფრთხილად7 მხოლოდ თვალების შეუმჩნეველი მოძრაობით ათვალიერებს ხალხს8 ამდენი უცნობი სახე ერთად არასოდეს უნახავს - კაცები7 ქალები7 ბავშვები7 მოხუცები7 ახალგაზრდები888 ეჩვენება7 რომ ყველანი მას მისჩერებიან7 ყველა მას უყურებს8 ნუთუ ამდენ ხალხში ერთი ნაცნობიც არ ურევია0!

- დიდება7 დიდ სტალინს! - ისმის გამაძლიერებლიდან ვიღაცის ომახიანი შეძახილი და უეცრად5

- სტა-ლინ! სტა-ლინ! სტა-ლინ!!!

ეს ყურთასმენის წამღები გუგუნი ბიჭს აჩლუნგებს7 რაღაცნაირად ათაყვანებს7 საულვაშეზე ოფლს ასხამს7 ეჩვენება7 რომ თანდათანობით პატარავდება7 პატარავდება და ბოლოს7 სულ ერთი ციცქნა7 რაღაც ნამცეცისოდენა ხდება7 სამაგიეროდ7 იზრდება ის ბაღი7 უსაშველოდ იზრდება გვირგვინებით შემკული მარმარილოს კვარცხლბეკი7 იზრდებიან ადამიანებიც7 ხეებიც888 ეს გრძნობა ნაცნობია7 ასეთი რამ ავადმყოფობის დროს ემართება ხოლმე7 მაშინ7 როცა დიდი სიცხე აქვს და ლოგინში წევს8

ყვირილი რომ ჩაცხრება7 ყველაფერი თავის ადგილზე დგება5 ბიჭი ისევ არჩევს ადამიანებს7 მათ ანთებულ თვალებს7 მომღიმარ სახეებს888

როგორც ჩანს7 ხუთი წუთი უკვე გასულა7 რადგან მხრებზე ხელს უთათუნებენ და ძირს ჩაჰყავთ8 იქ კავლელიშვილი ელოდება8

- არ მოგშივდა0 - ეკითხება იგი8

- ჰო8 შენა0

- მეცა8 წამო7 მამიდაჩემთან ავიდეთ7 გინდა0

ბიჭს მართლაც შია7 მაგრამ კავლელიშვილის მამიდასთან ასვლისა ერიდება7 აქეთ-იქით იცქირება7 უნდა გაიგოს7 რომელი საათია8 ბოლოს შეამჩნევს7 რომ იმ გოგოს7 კომკავშირელს მაჯაზე საათი უკეთია7 მივა და ჰკითხავს5 თურმე უკვე ორია - მალე გაკვეთილები დამთავრდება!

მზე ღრუბლებში შეიმალება7 საიდანღაც ცივი ქარი დაუბერავს და ბაღში შარშანდელ ფოთლებს ააფრიალებს8

- წამოხვალ0 - ეკითხება კავლელიშვილი8

- სადა8

- მამიდაჩემთან8

- არა7 შინ წავალ888

- კარგი7 როგორც გინდა8 საღამოს ხო ჩამოხვალ0

- ჰო8 შენა0

- 7 მე სულ აქ არა ვარ0!

ეზოს წინ ლოვა და ჯემალა ავჭალურს კენწლავენ8 სადარბაზოს ქვის კიბეზე ალბერტა ჩამომჯდარა8

ბიჭი ეზოს გადაივლის7 თავისი სახლის კარს შეაღებს და ოთახში ფრთხილად შევა8 მამას სძინავს8 დედა სამსახურიდან ჯერ არ მოსულა8 სამზარეულოში ცივ კატლეტსა და პურს შეჭამს7 წყალს დააყოლებს და ისევ გარეთ გამოვა8

ლოვა და ჯემალა სადღაც წასულან8

- ბიჭები სად არიან0 - ეკითხება ალბერტას8

- ვინა7 ლოვიკა0

- ჰო8

- პერეეზდზე წავიდა8

მიდის 3პერეეზდზე47 სადაც ლახტს თამაშობენ ხოლმე7

მაგრამ იქ არავინ დახვდება7 მერე 3ფეზეოს4 ეზოშიც შეიხედავს და ბოლოს ბაღისკენ დაეშვება8

ბაღთან დიდი ბიჭები დგანან7 იცინიან7 ლაზღანდარობენ8 ერთი მათგანი ბიჭის ნათლიაა - თარხანა7 სკოლა შარშან დაამთავრა და ახლა საშოფროზე სწავლობს8

- 7 გესმის7 - ეძახის ის7 - მოდი აქ!

ბიჭი მიუახლოვდება8

- ჩემი ნათლულია7 - ეუბნება ამხანაგებს თარხანა8

- ვა0! - გაუკვირდებათ მათ8

თარხანა სიგარეტს გააბოლებს8

ბიჭს სიამოვნებს მის გვერდით დგომა7 ამაყად იხედება აქეთ-იქით8

ქვემოდან მაისურაძე მოდის7 ბიჭის დანახვაზე გაეღიმება და მისკენ წამოვა5

- რა გიყო7 ბიჭო7 გაბუნიამ! - ეუბნება იგი8

ბიჭსაც ეღიმება7 ახლა7 რატომღაც ფეხებზე ჰკიდია ეს ამბავი8

- შენი კლასელია0 - ეკითხება თარხანა8

- ჰო8

- თქვი ეხლა7 რომელი ერევით!

- მე ვერევი! - აცხადებს მაისურაძე7 არადა ტყუის7 არასოდეს უჩხუბიათ8

თარხანა იბოღმება5

- წამოდით7 აბა7 ბაღში!

- ვაჩხუბოთ0 - უხარია თარხანას ამხანაგს8

ბიჭს სულაც არ ეპიტნავება ჩხუბი7 მაისურაძე კი უკვე მამლაყინწასავით აბრიალებს თვალებს8

- ჰა7 ხო არ გეშინია7 ბიჭო0 - ღიმილით ეკითხება თარხანა8

- რისი უნდა მეშინოდეს8

- მაშინ წამო!

ბაღში შეხორავდებიან და ბიჭებს ერთმანეთის პირისპირ დააყენებენ8

- მიდით7 ეხლა7 ჰა! - ეუბნება იმათ თარხანას ამხანაგი8

ბიჭი მაისურაძეს შესცქერის7 აღელვებულს ეღიმება8

- მიდით7 ბიჭო! - აქეზებენ დანარჩენებიც8

მაისურაძეს რაღაც ცუდად უელავს თვალები8

- დავაი7 გლიჯე! - ეუბნება თარხანა ბიჭს8

- ეე7 მაიცა7 რა უნდა ვგლიჯო888

სხვები მაისურაძეს აქეზებენ5

- მიდი7 ბიჭო7 სველი თითი წაუსვი!

უეცრად მაისურაძე საჩვენებელსა და შუათითს დაინერწყვავს და სახეზე ჩამოუსვამს8 ბიჭი მაშინვე დაარტყამს7 მაგრამ საპასუხო დარტყმასაც უმალ მიიღებს8 ეცემიან ერთმანეთს და გაგორდებიან მიწაზე8 ბიჭი ქვეშ მოექცევა7 მაისურაძე ზემოდან დასწოლია და გამეტებით უქნევს მუშტებს8

ბიჭი ხან სახეზე მკლავებს იფარებს7 ხანაც ცდილობს7 მოწინააღმდეგეს ხელები დაუჭიროს7 არ დაარტყმევინოს7 მაგრამ მაისურაძე ქვასავით მაგარ მუშტს მაინც ახვედრებს ცხვირში8

ბიჭს თვალებიდან ნაპერწკლები წამოსცვივდება7 გამწარებული7 ძალამოცემული მეტოქეს ააყირავებს7 ძირს დასცემს7 ზემოდან გადააჯდება და ყელში ხელებს წაუჭერს888

მაისურაძე ხროტინებს7 ღმუის7 თვალებს კარკლავს და ხელ-ფეხს იქნევს7 მაგრამ ბიჭი არ ეშვება7 სულ უფრო და უფრო მაგრად უჭერს ყელში8

უეცრად7 შეამჩნევს7 რომ მაისურაძეს მთელი სახე სისხლით აქვს მოსვრილი! ხელებს გაუშვებს7 შეშინებული დააჩერდება7 მაგრამ მაშინვერ მიხვდება7 რომ ეს თავისი სისხლია7 თვითონა სდის გატეხილი ცხვირიდან და გაბრაზებული ახლა მუშტებს დაუშენს სახეში888

- მოკლა7 ტო7 მოკლა7 ამ ვირიშვილმა! - ყვირის თარხანას რომელიღაც ამხანაგი8

თარხანა ბიჭს მხრებში დასწვდება7 მსხვერპლს ძალით ააგლეჯს და შემცბარი ღიმილით ეუბნება5

- 7 შენ ვინა ყოფილხარ7 ბიჭო0! - მერე ჯიბიდან ცხვირსახოცს ამოიღებს და მიაწოდებს7 - აჰა7 მოიწმინდე!

ბიჭი ცხვირსახოციან ხელზე ხელს აუკრავს და ბაღიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდება8

- დედაშენი გეძებს7 - ეუბნება სადარბაზოს კიბეზე ჩამომჯდარი ალბერტა - ვა7 ეგ რა არი7 ტო7 იჩხუბე0!

ბიჭი ცხვირზე ხელს მოისვამს - ნესტოები შედედებული7 გამხმარი სისხლით აქვს გამოტენილი8

- პალტო ნახე7 პალტო!

პალტოც ალაგ სისხლით7 ალაგ აგურის ფხვნილით მოთხვრია8

- ნახე ეხლა7 დედაშენი რას გიზამს!88 - ამბობს ალბერტა8

პალტოზე დაიცქირება7 არა7 ასე შინ მისვლა არ იქნება7 არადა7 სად წავიდეს888 კავლელიშვილს მაინც გაჰყოლოდა მამიდასთან8

- შენ მოუკვდი შვილო7 დედაშენს7 შენ ჩაგდე კუბოში7 დაგაყარე გულზე მიწა!88 - ესმის დედის ხმა და უმალ დაინახავს კიდეც - 3პერეეზდის4 მხრიდან მოდის7 ხელში მატყლის საწკეპლი ჯოხი უჭირავს8

ქუჩაში ხომ არ ეცემინება7 ჭიშკარს შეაღებს და ეზოში შევარდება8

იქ მამა ელოდება7 ყურში ხელს წაავლებს და შინ შეათრევს8 ამასობაში დედაც შემოვა5

- რა გინდა7 შვილო7 რა დაგიშავე7 გაჭმევთ7 გაცმევთ7 გახურავთ888 - ეუბნება იგი7 თან ნელა უახლოვდება და უეცრად7 ბახ! - ჯოხს მოსდებს თავში8

ბიჭი ტკივილისგან შეჰყვირებს7 კარისკენ გავარდება7 მაგრამ იქ მამა დგას და ავად უელავს თვალები8

- რა გინდათ7 რა!

- რა ქენი7 შენ7 დღეს7 სკოლაში7 რა ქენი! - უყვირის დედა და ჯოხს ახლა ფერდში მოუნაცვლებს8

ბიჭი განზე გახტება და თავზე ხელებს დაიფარებს8

- შეხედე7 რას გავს7 შეხედე888 - ტირილნარევი ხმით ამბობს დედა7 - წუხელ მაინც არ მებანავებინა888 ხომ გითხარი7 იმ ოხერ ბიჭთან აღარ დაგინახო-მეთქი7 არ გით-ხარი0 - და ისევ ჩასცხებს ჯოხს8 თავში უმარჯვებს და ამიტომ ხელებში ხვდება8

- ვინ ბიჭთან7 ვაა7 ვინ ბიჭთან!

- ვისთან და კავლელიშვილთან888 სად იყავით7 სად და-ეთრეოდით!

- გამანებეთ თავი7 გამანებეთ! - დაიღრიალებს უეცრად ბიჭი და რაკი დაინახავს7 რომ მამა ბრტყელ7 ოქროსფერაბზინდიან ქამარს იხსნის7 გავეშებული კარისკენ დაიძრება7 წინ შემოგებებულ7 ხელებგაშლილ მამას ცრუ მოძრაობით გვერდს აუვლის7 ღრიჭოდ დარჩენილ კარს დაეჯახება და გარეთ გავარდება8

- არ გაუშვა7 არ გაუშვა! - ესმის დედის კივილი7 მაგრამ უკვე გვიანია7 ეზოს გადაირბენს7 ქუჩაში გავა და ქვემოთ დაეშვება8

მზე ჩასულა7 ცივა8 ჩერქეზოვზე7 პურის მაღაზიასთან მანქანას ცლიან8 ცხელი პურის საამო სურნელი ედება საღამოს ბინდში ჩაძირულ ქუჩას7 მოედანს8 მთელი დღის უგზოუკვლოდ ნახეტიალევი7 დაღლილი და მოშიებული ბიჭი დგას და პირზე ნერწყვმომდგარი უყურებს7 როგორ შეაქვთ მუშებს მაღაზიაში ხის ბადიებზე დალაგებული პური8 იქვე7 შორიახლოს მაწანწალა ძაღლი ჩაწოლილა - ეტყობა7 იმასაც შია7 რადგან პურის მზიდავებს თვალს არ აცილებს8

უეცრად7 მანქანის კაბინის კარი გაიღება7 იქიდან შოფერი გადმოვა და ბიჭს მოწყალე ღიმილით მიაჩერდება5

- რა იყო7 ბიჭო7 გშია0

ბიჭი უკან დაიხევს7 მაგრამ არ გაეცლება7 დგას და უცნობ კაცს შუბლშეკრული კუშტად უყურებს8

შოფერი წავა7 მანქანიდან ერთ ცალ 3ბუხანკას4 გადმოიღებს და ბიჭს მოუტანს5

- ჭამე7 გენაცვალე7 შინ შენოდონა ბიჭი მყავს888

ბიჭი ფეხს უხერხულად მოინაცვლებს8

- ჰა7 გამომართვი7 რაღა! - პურს თითქმის ძალით ჩასჩრის ხელებში7 მანქანის კაბინაში ავა7 დაჯდება და კარს მიიჯახუნებს8

ბიჭი წავა8 სირცხვილისგან ლოყებზე ალმური ასდის8 უნდა7 რაც შეიძლება ჩქარა გაეცალოს იქაურობას8 მოედანს გადაირბენს და ჩაბნელებული ქუჩით ტრამვაის ხაზისკენ დაეშვება8

მიძუნძულებს და ეჩვენება7 რომ ვიღაც მისდევს7 თითქოს ეს პური კი არ აჩუქეს7 მოიპარა და ახლა თავქუდმოგ-ლეჯილი გარბის7 რადგან ეშინია7 ხელი არ სტაცონ და მილიციაში არ გააქანონ8

არადა7 ნამდვილად მოსდევს ვიღაც!

ნაბიჯს შეანელებს და უკან მიიხედავს5 ის მაწანწალა ძაღლი ასდევნებია7 წეღან პურის მაღაზიასთან რომ იწვა8

ბიჭი გაჩერდება8 ძაღლიც დადგება და კუდის ქიცინით მიაჩერდება ხელებში8 უეცრად7 ბიჭი საშინელი ხმით დასჭყივლებს და სიბნელეში ტროტუარს მოათვალიერებს - ქვას ეძებს7 რომ ამ ქეციანს თავი გაუჭეჭყოს8 შეშინებული ძაღლი წკავწკავით გაეცლება და სიბნელეში დაიკარგება8

სანაპიროზე უფრო მეტი ხალხი მოგროვებულა8 ძეგლი პროჟექტორების შუქით გაუბრდღვიალებიათ8 საპატიო ყარაულში ახლა უკვე ხანშიშესული კაცები და ქალები დგანან7 რომლებსაც მკერდზე უამრავი მედლები და ორდენები ჰკიდიათ8

ბიჭს ეჩვენება7 რომ აქ რაღაც შეცვლილა7 დილანდელი საზეიმო განწყობილება გამქრალა და მის ნაცვლად ბაღში რაღაც ავი7 შემაშფოთებელი გუგუნი ისმის8

ბაღის კიდიდან სუსტი7 არეული ძახილი წამოვა5

- ლენინ-სტალინ! ლენინ-სტალინ!

ხალხი ამას აღარ ჰყვება7 ადამიანები კუშტი7 მოღუშული სახეებით შეჰყურებენ ტრიბუნაზე გამომსვლელებს8 უეცრად რაღაც უცნაური7 შიშისმომგვრელი დრტვინვა გადაუვლით თავზე და ყურთასმენის წამღებ გუგუნში ნელ-ნელა7 თანდათანობით იკვეთება ერთი7 ერთადერთი სიტყვა5

- სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!

მოულოდნელად ბიჭს ვიღაც წამოუთაქებს8 მიიხედავს და კავლელიშვილი არ შერჩება ხელში0!

- სადა ხარ7 შეჩემა! - ეუბნება იგი8

ბიჭს მისი დანახვა უხარია7 იღიმება8

- 7 იჩხუბე0! - ეკითხება კავლელიშვილი8

- ჰო8

- ვინ იყო8

- მაისურაძე8

- მერე7 გცემა0!

- არა7 რა მცემა888

- მა ეგ რა არი0

ბიჭი ცხვირზე ხელს მოისვამს5

- დიდმა ბიჭებმა გვაჩხუბეს და მუშტი ჩამარტყა8

- მაიცა7 მოვიდეს სკოლაში! - გაბრაზდება კავლელიშვილი8

ბიჭს რაღაც მაგარი და ხორკლიანი მოაწვება ყელში8

- წამო7 დაიბანე8

- სადა0

- წამო7 წამო!

ხალხში გაძვრებიან და ბაღის ბოლოში შადრევანთან მივლენ8

ბიჭი დაიხრება7 იბანს და კავლელიშვილი ეუბნება5

- გორში ვიყავი7 ხო იცი!

- გორში0!

- ჰო8 დიდი მანქანით წავედით888 - ჯიბიდან ცხვირსახოცს ამოიღებს და აძლევს7 - აჰა7 გაიწმინდე888

ცხვირსახოცს კავლელიშვილის სუნი უდის8 ბიჭი თავს ვეღარ შეიკავებს და თვალებიდან ცრემლები წამოსცვივა7 მაგრამ კავლელიშვილი ვერაფერს ამჩნევს7 რადგან აქ7 შადრევანთან ბნელა8

- ხალხს პურმარილი გამოჰქონდა7 - განაგრძობს იგი7 - ღვინო7 რამე888 ნეტა წამოსულიყავი!

ბიჭი წარმოიდგენს7 როგორ სვამდა კავლელიშვილი გორში ღვინოს და ეღიმება5

- შენც დალიე0

- მარა! იცი7 რა ხდებოდა7 აუ7 წამოსულიყავი7 რა7 ბიჭო7 რა გინდოდა სახლში!

- დედაჩემს გაბუნია უნახავს888

- ვინა0

- გაბუნია8

- ერთი იმის888 წამო7 ხო დაიბანე!

ძეგლთან არეულობა დახვდებათ8 ტრიბუნიდან ვიღაც თმაგაწეწილი7 საკინძეშემოხეული ქალი გაჰკივის5

- გვესვრიან7 ხალხო7 გვხოცავენ!88

ხალხი შეჩოჩქოლდება7 აირევა7 ახმაურდება7 ატყდება ქალების წივილ-კივილი7 კაცების ყვირილი7 ბავშვების წიოკი და ეს ყველაფერი ერთ მთლიან7 შემზარავ გუგუნად მოედება იქაურობას8

უეცრად7 ხალხის ერთი მოზრდილი ტალღა ქუჩაში ასასვლელ კიბეს მიაწყდება და ბიჭებსაც თან გაიტაცებს888 გაივლიან მშრალ ხიდს7 მარჯვნივ გაუხვევენ და ჯორჯიაშვილის ქუჩის აღმართს შეუყვებიან8 სწრაფად მიდიან7 სიბნელეში მარტო მათი მძიმე სუნთქვა და ნაბიჯების ხმა ისმის8

ბიჭს უცნაური აღტკინება ეუფლება - ეჩვენება7 თითქოს უკვე დიდია და ამ ხალხთან ერთად რაღაც მნიშვნელოვან7 გადაუდებენ საქმეზე მიდის8 გამქრალან7 შორეულ წარსულში გადახვეწილან დედა7 მამა7 გაბუნია7 თარხანა7 ილო პა-პა7 მაისურაძე და სხვებიც7 დანარჩენები8 ყველანი სადღაც7 ბავშვობაში დარჩენილან7 მას შემდეგ ზუსტად ორმოცდასამი წელი გასულა7 ორმოცდასამი7 და თითქოს ახლა თერ-თმეტისა კი არა7 უკვე ორმოცდათოთხმეტი წლისაა888 ან იქნებ პირიქით7 იქნებ ამ ორმოცდათოთხმეტი წლის კაცს ეჩვენება7 რომ ჯერ ისევ 1956 წლის 9 მარტია7 მას შემდეგ წამიც არ გასულა7 დრო გაყინულა და ისიც7 ჯერ ისევ თერთმეტი წლის ბიჭი7 სხვებთან ერთად არბის ჯორჯიაშვილის ქუჩაზე7 რუსთაველის პროსპექტს უახლოვდება და აი7 სულ მალე გამოჩნდება სასტუმრო 3თბილისიც48 იქ ჩამიჩუმი არ ისმის7 არავინ მოჩანს7 კაციშვილი არსად ჭაჭანებს და ესენიც7 გულმოცემულნი უფრო აუჩქარებენ ნაბიჯს7 რუსთაველზე სირბილით ავლენ და კავშირგაბმულობის შენობის წინ ჩამწკრივებულ ტროლეიბუსებს დაინახავენ888

ხალხი შედგება7 შეჯგუფდება7 ერთხანს მდუმარედ უყურებენ იმ ტროლეიბუსებს7 ათვალიერებენ ფოსტა-ტელეგრაფის მაღალი შენობის ჩაბნელებულ ფანჯრებს და უეცრად7 ისე7 რომ არავინ ელოდება7 ვიღაც გამყინავი7 ისტერიული ხმით წამოიწყებს5

- ლე-ნინ! სტა-ლინ! ლე-ნინ! სტა-ლინ!

- ლენინ! სტალინ! - აჰყვება ხალხიც7 მაგრამ ამას სულ მალე ისევ ის შეენაცვლება7 ისევ ის ერთი7 ერთადერთი სიტყვა აგუგუნდება5

- სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო!

3სა-ქარ-თვე-ლო!4 - ყვირის ბიჭიც %ბიჭი თუ კაცი0? და აღლუმზე ნაყიდი ფერადი ბუშტივით ამჩატებული7 რაღაცით უსაზღვროდ გახარებული და გაბედნიერებული ადგილზე ხტის7 კავლელიშვილს მხარზე ხელს ურტყამს და მასთან ერთად მთელი ხმით გაჰკივის5

- სა-ქარ-თვე-ლო!

- სა-ქარ-თვე-ლო! - და თითქოს სწორედ ამას ელოდებოდნენო7 უეცრად7 იქვე7 სულ ახლოს7 ხალხის თავსზემოთ ტყვიამფრქვევები აკაკანდება!88

ახლა ძნელია იმის აღწერა7 რაც მაშინ მოხდა - ახლა ბუნდოვნადღა ახსოვს ის ამბავი7 - მაშინ7 უცებ7 ვერც კი მიხვდა7 რომ იმ ღრიანცელში7 იმ საშინელ წივილ-კივილში ნამდვილად ეცემოდნენ დაჭრილები7 ნამდვილად კვნესოდნენ7 ყვიროდნენ7 ნამდვილი სისხლი იღვრებოდა8 თავიდან ეგონა7 რომ ამას7 ყველაფერს კინოში

უყურებდა - კინოში კაკანებდა ტყვიამფრქვევი7 კინოში იხოცებოდა ხალხი7 ხოლო თვითონ7 იმ კინოში შემთხვევით მოხვედრილივით იდგა და დაბნეული იცქირებოდა აქეთ-იქით8

ტყვიები წივილით დაქრიან ჰაერში7 ასფალტზე სეტყვის მარცვლებივით ხტიან7 კაკუნობენ7 ისმის კვნესა7 გმინვა7 ყვირილი5

- რუსებო7 თქვენი დედა!!!

ტყვიამფრქვევები კი კაკანებენ - მაღლიდან შენობის სახურავებიდან ისვრიან და ადამიანებს ჯვარედინი ცეცხლით ცელავენ8

ვიღაც დაჭრილი ბიჭს შარვლის ტოტზე ეპოტინება და ტკივილისაგან სახედამანჭული ჩახლეჩილი ხმით ეუბნება5

- გაიქეცი7 ბიჭი7 რას დგეხარ!

და ისიც7 თითქოს ახლაღა მიხვდება7 რომ ყველაფერი სინამდვილეა - ჰაერში ნამდვილი ტყვიები დაქრიან7 ნამ-დვილია ეს შავი სისხლი7 ასფალტზე ღვარად რომ მიედინება და ამ აღმოჩენით თავზარდაცემული7 გულგახეთქილი გარბის7 წაქცეულებს ზედ ახტება7 წინ ჩაურბენს ტროლეიბუსებს და სასტუმრო 3თბილისის4 მომრგვალებულ კუთხესთან ჯორჯიაშვილის ქუჩაზე დაეშვება888

მირბის და საკუთარი გულის ბაგაბუგის მეტი აღარაფერი ესმის - აღარც ტყვიამფრქვევების კაკანი7 აღარც დაჭრილების კვნესა და არც სასოწარკვეთილი ხალხის ყვირილი8

უეცრად7 სადარბაზოდან ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოხტება და მკლავში ხელს სტაცებს5

- სად მიდიხარ7 7 სადა!

ბიჭი გაოგნებული მიაჩერდება8

- რას მიყურებ7 ბიჭო7 შემოდი7 იქაც ისვრიან! - და სადარბაზოში თითქმის ძალით შეათრევს8

ჭერში ჩამოკიდებული მტვრიანი ნათურა იქაურობას ოდნავ ანათებს7 იატაკზე ვიღაც წევს და კვნესის7 ზემოთ ამავალი კიბის საფეხურები ბნელში იკარგება888

- შენ აქ იყავი7 გესმის7 - ეუბნება ის კაცი7 - მე წავალ7 ექიმს მოვიყვან7 - და გარეთ ისე გავარდება7 პასუხს არც კი დაელოდება8

ბიჭი დაჭრილს დააკვირდება - ქალია7 თვალებდახუჭუ-ლი მძიმედ სუნთქავს7 გულისპირი სისხლით მოსვრია და7 უეცრად7 იცნობს! - ის გოგოა7 დილას7 ძეგლთან პიონერებს საპატიო ყარაულისთვის რომ არჩევდა5 - აგე7 ხალი! აგე7 კომკავშირის ნიშანი! - და იატაკზე ჩაცუცქდება7 ზურგით სადარბაზოს კედელს მიეყრდნობა8

გოგო თვალებს გაახელს7 ნათურის შუქზე ის თვალები შავად უელავს7 ბიჭს მიაჩერდება და ეუბნება5

- მოხვედი7 დედა0

ბიჭი გრძნობს7 როგორ ნელ-ნელა თაყვანდება7 როგორ ჩლუნგდება და ეჩვენება7 რომ თანდათანობით პატარავდება7 პატარავდება და ბოლოს სულ ერთი ციცქნა7 რაღაც ნამცეცისოდენა ხდება8 სამაგიეროდ7 მის გარშემო იზრდება ყველაფერი - სადარბაზო7 ქუჩა7 მთელი ქალაქი888

- შენა ხარ7 დედა0

- მისუსტებული ხმით ეკითხება გოგო და7 უეცრად7 ბიჭი ხვდება7 რომ ამ შეკითხვაზე7 ახლა7 მხოლოდ ერთადერთი სწორი პასუხი არსებობს და ამიტომ ამბობს5

- ჰო7 მე ვარ8

- დედა888 - ჩურჩულებს გოგო და ეღიმება7 თვალებს დახუჭავს7 სახე დაუმშვიდდება7 გაყუჩდება7 სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობა7 გაფითრებულ სახეზე შავად მოუჩანს თმა7 წარბები7 ზედა ტუჩზე აშლილი ღინღლი და ხალი7 ის ხალი!

ბიჭი ჩუმად დასცქერის მისი ჩამუქებული თვალის უპეებს7 ჩაცვენილ ლოყებს7 წამწვეტებულ ცხვირს და გრძნობს შიშისა და სასოწარკვეთილებისაგან როგორ ნელ-ნელა ეთოშება7 რანაირად უხევდება მთელი სხეული8

გარედან აღარც სროლის ხმა ისმის7 აღარც ხალხის წივილ-კივილი8 ღამის სიბნელეში ჩაძირული ქალაქი გაყუჩებულა7 დამნაშავესავით გატრუნულა7 თითქოს სულაც გამქრალა და მის ადგილზე ერთი უშველებელი7 პირდაღებული სიცარიელე დარჩენილა8 ბიჭს ეჩვენება7 რომ ის სიცარიელე აქაც შემოდის ღრიჭოდ დარჩენილ კარში მოიპარება და თანდათან ისრუტავს იმ მიუსაფარ7 ნახევრად ბნელ სადარბაზოსაც7 სადაც ქვის იატაკზე მკვდარი ჩიტივით ასვენია ეს სრულიად უცნობი და იმავე დროს ძალზე ახლობელი ადამიანი8

უეცრად7 გარედან ლაპარაკი შემოესმება და სადარბაზოში ორნი შემოვლენ8 ერთი ის არის7 წეღან ექიმის მოსაყვანად რომ გაიქცა7 მეორე7 ალბათ - ექიმი8 იგი დაჭრილის წინ ჩაცუცქდება7 ხელში იმის მაჯას აიღებს7 მომყვანს ახედავს და თავს პირუჩუმრად გადააქნევს8

- რა იყო0 - ჩახრინწული ხმით ეკითხება იგი8

- იცნობდი0

- ჩემი უბნელია888 სამი თვის წინ დედა მოუკვდა8

ბიჭს ფეხები გაუცივდება8 უხმოდ დგას და ხან ერთ კაცს უყურებს7 ხანაც - მეორეს8

ექიმი წამოდგება და ბიჭს მიაჩერდება5

- ეს ვინ არი0

- არ ვიცი7 ბიჭია888

კაცი შუბლს მოისრისავს5

- ცოტა მოვიცადოთ და მერე ახლობლებს შევატყობინოთ8

ბიჭი გარეთ გავა და ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ანგარიშმიუცემლად დაეშვება8

მიდის7 ნელ-ნელა უმატებს ნაბიჯს7 თითქოს უნდა7 რომ რაც შეიძლება ჩქარა გაეცალოს იქაურობას8 ირგვლივ ჩამიჩუმი არ ისმის7 კაცი არსად ჭაჭანებს და უეცრად7 იმ სროლის7 იმ არეულობის შემდეგ პირველად ახლაღა ახსენდება კავლელიშვილი7 მოაგონდება7 რომ სანამ სროლა ატყდებოდა7 ერთად იყვნენ7 ერთად ყვიროდნენ7 მერე კი სადღაც გაქრა და მას შემდეგ აღარ უნახავს8 გაჩერდება და უკან მიიხედავს5 ზემოთ7 რუსთაველზე სიწყნარეა7 ბნელა და აქედან არაფერი ჩანს7 მაგრამ ბიჭმა ხომ იცის7 რომ იქ7 სისხლით მორწყულ ასფალტზე დაჭრილები და დახოცილები წვანან8 დგას და არ იცის7 როგორ მოიქცეს8 ახლა რუსთაველზე დაბრუნებას სიკვდილი ურჩევნია7 მაგრამ რაღაც თუ ვიღაც დაჟინებით ურჩევს7 განუწყვეტ-ლივ ჩასჩიჩინებს7 რომ დაბრუნდეს და ამხანაგი მოძებნოს7 რადგან უამისოდ ყოველივეს აზრი ეკარგება7 უამისოდ ცა ჩამოინგრევა7 მიწა გასკდება და თან ჩაიტანს8

ბიჭი შემობრუნდება და ჯორჯიაშვილის ქუჩის აღმართს შეუყვება8 სწრაფად მიაბიჯებს8 შიში და ის წეღანდელი სასოწარკვეთილება სადღაც გამქრალა და ისევ ეჩვენება7 რომ უკვე დიდია7 ღონიერი და ქვეყნიერებაზე აღარაფრისა ეშინია8 მიდის7 სადაცაა აღმართს აათავებს - აგე7 სასტუმრო 3თბილისი47 მალე ალბათ7 დაჭრილი ხალხიც გამოჩნდება და უეცრად ნაცნობ სტვენას გაიგონებს8 გულაჩქროლებული გაჩერდება და უკან მიიხედავს - იქ7 ქვემოთ7 სიბნელეში ორნი დგანან - ერთი დედაა7 მეორე კი კავლელიშვილი!

ბიჭს რაღაც თბილი7 მძლავრი ტალღა დაეჯახება და ზედ გადაუვლის8 ქვემოთ დაეშვება8 გული წინ უსწრებს7 უნდა7 რომ გაიქცეს7 სირბილით ჩაიაროს თავდაღმართი7 მაგრამ რაღაც უცხო7 ჯერაც უცნობი ძალა არ უშვებს7 დინჯად მიაბიჯებს და წინ შემოგებებულ7 ცრემლით სახეჩამოსველებულ დედას ნელა7 მძიმედ უახლოვდება8