ლამაზი ცრემლები

მეტი გზა არ იყო, ისევ ღუმელით უნდა წასულიყვნენ იოლას. ნოემბერი რომ განახევრდა და ცივი წვიმები დაიწყო, თინამ მამას სოფელში წერილი მისწერა: “მამაჩემო, შენ გენაცვალე, იქნებ მანდ ვინმესთან ოთხი კუბამეტრი (ოთხი კუბმეტრი გიამ უკარნახა ) შეშა შეგვიგულო, შაბათს ან კვირას გია ჩამოვა, ფულსაც ჩამოიტანს და შეშას თვითონ წამოიღებს”.

წერილი ჯერ სოფელშიც არ ეგონათ ჩასული, ერთ ღამეს, პირველის ნახევარზე, თინას მამა დაადგათ თავს, _ადექით, შვილებო, შეშა ჩამოვიტანე და მაჩვენეთ,სად ჩამოვცალოო. ლოგინში წამომჯდარმა თინამჭუჭყუნი დაიწყო: _ოო, ისევ შენ იწვალე!.._მამამ კეთილად გაუღიმა, _ადექი, ადექი, შენც ჩაიცვიო! ფრთხილად მივიდა შვილიშვილის საწოლთან, რაღაცეები უჩურჩულა, მერე ისევ შვილსა და სიძეს მიუბრუნდა_ თბილადჩაიცვით, _და მათთვის აღარ დაუცდია, თვითონ ჩავიდა ძირს.

თინამ და გიამ ერთმანეთს შეხედეს, გიამ ღიმილით გადააქნია თავი.

იჰ, შენც ერთი!_თქვა თინამ, ბავშვს საბანი გაუსწორა, თავშალი მოიხვია და ჩქარი ნაბიჯით დაედევნა უკვე გარეთ გასულ გიას.

_კი, მაგრამ შენ რაღღად მოდიხარ, რა უნდა გაგვიკეთო/?

_ ჩამოვალ, რა გინდა?

გიამ მხრები აიჩეჩა, თინამ მარცხენა მხარზე ჩამოადო ხელი, თავი ახლოს მიუტანა და ისე მაშინ გიამ სარდაფის გასაღები მოძებნა და ბერიკაცს დაბლა ჩაუძღვა.

არ უვაჭრიათ. შეშის დაძერხვის მაზანდა ერთმაც იცოდა, მეორემაც.- თხუთმეტი მანეთი უნდა მოგართვათო, - თქვა გიამ. მოხუცმა ფარაჯა გაიხადა.

შიგნით უფრო ახლობლური რამ ეცვა, - შავი ბამბაზიის ხალათი, ქამარშემოჭერილი, წვრილი ღილებით საღძირამდე შეკრული. აიღო შეშა, დადო ჯოჯგინებზე; რბილად გადაუსვა ხერხი. წადი, შვილო, შენ ნუღარმოსცდები. მე დავხერხავ და დავალაგებ წყობისადო. გია გახარებული ამოვიდა მაღლა,-რა მოლაღურივით პაპა შემხვდა, მიაწყ-მოაწყო წიგნები და ქაღალდები, ჩასალაგებელი ჩაილაგა, თინას დაუბარა, - ადრე აჭამესადილი, ეგენი, ხომ იცი, პირველ-ორ საათზე სადილობენო, და სამსახურში წავიდა.

თინამ კარგი ხარჩო გააკეთა, წვრილი თავის ბოლოკი დაარჩია, ყველი დაჭრა, ერთი ბოთლი შინაური ღვინოც დადგა და მოხუცს ისე გაუმასპინძლდა. ბერიკაცი ამჯერადაც ჩუმად იყო, ჩუმად ჭამდა, ღვინის დალევასსულაც არ აპირებდა, მაგრამ თინაც მიუჯდა მაგიდას, თამუნიაც გვერდზე მოისვა, თვითონაც დალია, მოხუცსაც დაალევინა. სუფრაზე დახრილი, მათლაფაში რიდით კოვზ ჩაყოფილი პაპა კიდევ უფრო მოსწონდა, - თეთრიეკლებივით მსხვილი თმით შემოსილი პატარა თავი ჰქონდა, თმის ყოველი ღერი ცალ-ცალკე უბრწყინავდა.

თინამ კიდევ გაიგო მისი, - უმცროსი ბიჭი ავარიაში დაღუპოდა. ჭიქა წაუქციეს, ბერიკაცს აღარაფერი უთქვამს მეტი, აღარც თინა ცასძიებია, ჭამას მორჩა, ქუდი აიღო და ისევ სარდაფში ავიდა.

ოთხის ნახევრისთვის გიამ მოირბინა, - მე მივდივარ და აბა, თქვენი იმედი მაქვს, პაპა.- წადი შვილო წადი, კეთილად გატაროსო. გიამ ზეზეულად წაიხემსა, შეშის დასახერხი ფული დატოვა, ცოლ შვილი დაკოცნა, წასვლის წინ, რუსულ ყაიდაზე ცოტა ხანს დასხდნენ, თამუნიამ უკვე იცოდა, მამა რომ ,,მოსკოვში~ მიდიოდა და ლამაზლამაზები რამეები უნდა ჩამოეტანა, მაგრამ მაინც ატირდა. თინამ ძლივს დააწყნარა.

ბერიკაცმა საღამომდე ხერხა, საღამოს ამოვიდა, - ცოტაღა დამრჩა, შვილო, მაGას ხვალ გავხერხავო. თინამ სუფრის გაშლა დაიწყო. – არა, შვილო, მაგის დრო არ არის შინ უნდა წავიდეო. მაშინ თინამ ფულიგამოუტანა, ბერიკაცი შეყოYყმანდა, თინამ ხელში ჩაუდო, - წაიღეთო, წაიღეთო! ბერიკაცმა მადლობა გადაუხადა, - დილამდე, შვილო, დილაზე ჩამოვალ და ყველაფერს მოვრჩებიო, წავიდა.

წავიდა და წავიდა.

არც მეორე დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო დილას ჩამოსულა, არც იმის მომდევნო კვირას.

დაბრუნდა გია მივლინებიდან. გაიგო ეს ამბავი, - აი, ესე ქნა იმ შენმა მოლაღვრივით ბერიკაცმაო. დაჯდა განტკნარებული. როგორღაც გაუგებრად იღიმებოდა. მერე თქვა, - მაინც რამდენი იქნება დახერხილიო. –ნახევარზე ცოტა მეტიო, - მიუგო თინამ.

მაშ, იცი რა, ჩემო მაგარო გოგოვ, მოდი, შვიდი მანეთის გულისთვის ნუ გავიმეტებთ კაცს, იქნებ რა მოუხდა, იქნებ რა შეემთხვა! – კარგიო! – გაეღიმა თინასაც.

გავიდა კიდევ ერთი კვირა, კვირაზე მეტიც. ერთ დღეს ერთი დაბალი ხერხიანი ბიჭი მოვიდა ეზოში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს კითხულობდა, პატარა გოგო რომ ჰყავთ, შეშა რომ ჰქონდა სარდაფშია. მეზობლებიმაშინვე მიხვდნენ, ვინც უნდოდა, წაუძღვნენ, მოიყვანეს, ზარიც დაურეკეს. თინამ გამოიხედა. ბიჭი მორცხვად ალაპარკდა, - პაპაჩემს თქვენი შეშა დარჩა დასახერხი, მე მოვედი, მე უნდა დავხერხოო. თუ დახერხილი გაქვთ, რაც გეკუთვნით, ფული უკან უნდა აიღოთო. თინას სახე შეუფიქრიანდა, - პაპა? პაპას რა დაემართაო – პაპა მოკვდა, ხუთი დღეა, რაც დავმარხეთო.

თინამ კარს ლოყა მიადო და ასე გაშტერებული დარჩა. გამოიხედა გიამ, იმანაც გაიგო რა ამბავიც იყო, აჰო,არაო, როგორ გეკადრებათო! მაგრამ ბიჭმა არ დათმო, - ანდერძად ეგ დამიტოვა და უნდა შევუსრულო. მეტი რაღა გზა იყო. ჩაუძღვა სარდაფში. ბიჭმა გაჩქარებული ხერხვა დაიწყო.

გია მაღლა ამობრუნდა. თინა შუა ოთახში დახვდა. გიამ ხელები კეფაზე შემოიწყო, _ აი, ხომ ხედავ, რა კაია, კარგები რომ ვართო! თინამ გაუღიმა.

თვალებში ლამაზი ცრემლები ედგა..