ტყიბულის შესახებ

ტყიბულის მუნიციპალიტეტი იმერეთის მხარეში მდებარეობს. რაიონის ტერიტორიას ადრე ოკრიბა ერქვა. ეს სახელწოდება ლაზური სიტყვიდან – "კირიბ" მომდინარეობს, რაც საბატკნეს ნიშნავს. ტყიბულის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იწყება, რასაც ნასახლარები და მრავალი არტეფაქტი ადასტურებს.

რაიონში ასევე აღმოჩენილია ბრინჯაოს იარაღის საწარმოები, ანტიკური ნასახლარები და ანტიკური ხანის კოლხური მონეტების ზარაფხანა. ტყიბულის ტერიტორიაზე ფაქტობრივად აგნვითარების ყველა ეტაპზე სახლობდა ადამიანი. ფეოდალურ ხანაში ისტორიული ოკრიბა იმერეთის სამეფოს ნაწილი იყო. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად 1071 წელს იხსენიება. გვიან შუა საუკუნეებში ოკრიბა მჭიდროდ ყოფილა დასახლებული.

იმერეთის სამეფოს სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით ოკრიბა მეოთხე სადროშოში შედიოდა და მისი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრები გელათის მონასტერი და მოწამეთა იყო. XIX საუკუნიდან რაიონმა სამეურნეო-ეკონომიური და კულტურული თვალსაზრისით წინსვლა განიცადა. დღესდღეობით ტყიბულში ფუნქციონირებს მუზეუმი, თეატრი, სამხატვრო გალერეა, ბიბლიოთეკები და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწებულებები.

რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მევენახეობა, მეფუტკრეობა და მარცვლეული კულტურები. მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მრეწველობასაც. მრეწველობის ძირითადი დარგია ქვანახშირის მოპოვება. ტყიბულში მოქმედებს ქვანახშირის მომპოვებელი ორი შახტა და ერთი ქავანახშირის გამამდიდრებელი ქარხანა.

რაიონს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რასაც ულამაზესი ბუნება და კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. სიმწვანეში ჩაფლული მუხურას ჩანჩქერი, მისტიური ცუცხვათის მღვიმე თუ წყალწითელას ხეობა გულგრილს არავის ტოვებს. ტყიბული ყურადღებას იპყრობს ისტორიულ-კულტურული ძეგლებითაც, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გელათის მონასტერი. რაიონში მდებარეობს აგრეთვე კურორტები: საწირე, კურსები და ცხრაჯვარი.

წყარო: georgiantravelguide.com

ტყიბულს გაუმარჯოს!
ტყიბულელებს სალამი!