მიწის სტატუსის შეცვლა
რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა ?
რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა- ეს არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის, (საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი) თანმიმდევრობით, დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში გადაყვანა.
უძრავი ნივთის მესაკუთრის ინტერესში შესაძლოა შედიოდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვალა, კერძოდ დაბალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიიდან მაღალი ინტენსივობის სავარგულის კატეგორიაში გადაყვანა.
ვის მივმართო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციისთვის?
უძრავ ქონებაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დაინტერესებული პირის განცხადება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით.
სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);
ბიზნეს-გეგმა
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.
განმარტებები და პასუხები შეკითხვებზე
ვინ იღებს გადაწყვეტილებას მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით ?
ვინ წარმართავს საქართველოში მიწების მართვას და ახორციელებს მონიტორინგს ?
ვის აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება ?
ვის მივმართო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციისთვის?
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო
მიწის ნაკვეთი
მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების საკომპენსაციო თანხამიწის სტატუსის შესახვლელად საჭიროა კარგად მოტივირებული ბიზნე გეგმა !
მიწის სტატუსის შეცვლას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მიწის სტატუსის შეცვლის ბიზნეს-გეგმა მაღალკვალიფიციურად უნდა შესრულდეს
რას ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა ?
რის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება მიწის სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით ?
როდის გადაიხდება მიწის სტატუსის ცვლილების საკომპენსაციო თანხა
რომელი ორგანო ახორციელებს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას?
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლება
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიები და მათი ცვლილება
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება
სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს უპირატესი შესყიდვის უფლება
შეიძლება თუ არა მიწის სტატუსის შეცვლა წარმომადგენლის მეშვეობით?