რექტიფიკაციის ჩასატარებელი აპარატები — სარექტიფიკაციო სვეტები — შედგება საკუთრივ სვეტისაგან, სადაც ხორციელდება ორთქლისა და სითხის წინაღდენიანი კონტაქტი, და ისეთი მოწყობილობებისაგან, რომლებშიც სითხეორთქლდება და ორთქლი კონდენსირდება, აგრეთვე კუბისა და დეფლეგმატორისაგან. კუბი ვერტიკალურად დადგმული ღრუ ცილინდრია, რომელშიც დაყენებულია ე. წ. თეფშები ან მოთავსებულია წყობური.
თეფშებისა და წყობურის დანიშნულებაა ფაზებსშორისო კონტაქტის განვითარება და სითხესა და ორთქლს შორის კონტაქტის გაუმჯობესება. ნაჩვენებია გადასასხმელი თეფშების კონსტრუქციები. სარექტიფიკაციო სვეტების წყობურად იყენებენ რგოლებს, რომელთა გარე დიამეტრი მათი სიმაღლის ტოლია. გავრცელებულია რაშიგის რგოლები და მათი მოდიფიკაციები. განასხვავებენ უწყვეტსა და პერიოდულ რექტიფიკაციას.
რექტიფიკაცია , რექტიფიკაციული ქარხანა , სარექტიფიკაციო კოლონა , სარექტიფიკაციო ქარხნის ბიზნეს გეგმა , სარექტიფიკაციო კოლონები , სარექტიფიკაციო ქარხანა , რეტრიფიკაცია , რეტრიფიკაციული ქარხანა , სარეტრიფიკაციო კოლონა , სარეტრიფიკაციო ქარხნის ბიზნეს გეგმა , სარეტრიფიკაციო კოლონები , სარეტრიფიკაციო ქარხანა