ამბროლაური რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. ადრეულ შუა საუკუნეებში, რაჭის სამთავროს ჩამოყალიბებამდე იგი თაკვერის ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულის შემადგენლობაში შედიოდა. ამბროლაურის სახელწოდების შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ ის ამაროლისძეთა გვარს უნდა უკავშირდებოდეს – ამროლისძე – ამორაული – ამბროლაური. წერილობით წყაროებში ამბროლაური XVII საუკუნიდან იხსენიება.
აქ იმერეთის მეფეთა ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ამბროლაურში იდგა სამეფო სასახლე, რომლის კომპლექსიდან ეკლესიის და კოშკის ნანგრევებია შემორჩენილი. ეს რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების სილამაზით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოჩენილია მონეტების განძი, რომელიც შეიცავს თბილისის ზარაფხანაში მოჭრილ, არაბულწარწერიან და იმერეთის მეფე გიორგი II-ის (1565-1585) სახელით მოჭრილ მონეტებს.
მბროლაურში მრავლად გვხვდება შუასაუკუნეების ციხე-სიაგრეები და ტაძრები. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მაღალმხატვრული და დიდი ოსტატობით შესრულებული ჩუქურთმებით ცნობილი ნიკორწმინდა. ძალიან ლამაზია ტყიანი მთებით გარშემორტყმული შაორის წყალსაცავი, რომელიც რაჭის სტუმრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია დასვენებისთვის, პიკნიკისთვის და ბუნებით ტკბობისთვის. რაიონში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მევენახეობა-მეღვინეობა და მეცხოველეობა. ამბროლაურში ფუნქციონირებს ღვინის, ყველ-კარაქის, აგურის ქარხნები და ლითონური დარიშხანის ქარხნები.
გეოგრაფია და კლიმატი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემოს ვანეთის მხარეში, კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ამბროლაური. მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი გასდევს რაჭის ქედს, ჩრდილოეთით კი გაწოლილია ლეჩხუმის ქედი. ამბროლაურს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-დასავლეთიდან ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ დასავლეთიდან - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სამხრეთიდან - ტყიბულის მუნიციპალიტეტი, ხოლო სამხრეთ- აღმოსავლეთიდან - ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები.
ამბროლაური დაყოფილია შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებად: ქალაქი ამბროლაური, ბუგეული, ველევი, ზნაკვა, იწა, ლიხეთი, ნამანევი, ნიკორწმინდა, სადმელი, სხვავა, ღადიში, ცახი, წესი, ჭელიაღელე, ჭრებალო, ჭყვიში, ხვანჭკარა, ხიდიკარი, ხოტევი. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი და მისი შენაკადები: კრიხულა, ზნაკურა, შარეულა, ლუხუნი, რიცეულა, ასკისწყალი.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კლიმატი გარდამავალია ზომიერსა და ნოტიო სუბტროპიკულს შორის. რაიონის დაბალმთიანეთში ზომიერად ცივ ზამთრიანი და შედარებით ცხელ ზაფხულიანი ჰავის ტიპია გაბატონებული, მაღალმთიანი ზონისათვის კი უხვთოვლიანი მთის ნოტიოჰავაა დამახასიათებელი. იანვრის საშუალო წლიური ტემპერატურაა 1.5-4 0 C, ივლისისა კი 18-240 C-ის ფარგლებში მერყეობს.
👉 ბიზნეს გეგმების სრული სია იხილეთ >>> https://www.gen.ge/business-plans/