ახალციხის მუნიციპალიტეტი

ახალციხის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქ. ახალციხე.
ახალციხის მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ხარაგაულისა და ბორჯომის, აღმოსავლეთიდან – ასპინძის, ხოლო დასავლეთიდან – ადიგენის მუნიციპალიტეტი. სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.

ისტორია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში — აღმოსავლეთ საქართველოში ახალციხის მაზრის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. 2014 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას გამოეყო ქალაქი ახალციხე.[4]

ახალციხეს გაუმარჯოს!
ახალციხელებს სალამი!