ამონარიდი ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს თამთა ყველაიძესთან ინტერვიუდან https://www.bpn.ge/article/128424-kolumbia-eskobaris-amsaxvel-suvenirebs-akrzalavs-jarimebi-turistebsac-emukreba
ღვინის ეროვნული სააგენტო მრავალი წელია ახორციელებს ბაზრების დივერსიფიკაციისკენ მიმართულ კამპანიას. შერჩეულია პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრები, მაგალითად, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ამ ბაზრებზე ყოველწლიურად ტარდება დეგუსტაციები, გამოფენები, ტურები, ვმასპინძლობთ იმპორტიორებს. ვთანამშრომლობთ მსხვილ გამომცემლებთან და სისტემატურად ვათავსებთ როგორც სტატიებს, ასევე ბანერებს. ჩვენი მნიშვნელოვანი ინვესტიციები მიმართულია ექსპორტის ზრდის მხარდასაჭერად, რათა ექსპორტიორებმა შეძლონ ბაზრების დივერსიფიცირება და შემცირდეს კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებულება.