მესტიის გეოგრაფია და კლიმატი

მესტიის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, სამგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა მესტია. იგი მოიცავს ზემო სვანეთის ტერიტორიას, მდინარე ენგურის ხეობას ენგურის სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე და მისი შემადგენელი ადმინისტრაციული ერთეულებია: დაბა მესტია, ბეჩო, ეცერი, იდლიანი, იფარი, კალა, ლახამულა, ლატალი, ლენჯერი, მულახი, ნაკრა, უშგული, ფარი, ცხუმარი, წვირმი, ჭუბერი, ხაიში. ზემო სვანეთი ბალის ქედით იყოფოდა ბალს ზემო და ბალს ქვემო სვანეთად.

ბალს ქვემო სვანეთი დადეშქელიანების სამფლობელო იყო, ბალს ზემო სვანეთი კი თავისუფალ სვანეთად იწოდებოდა. მესტიის მუნიციპალიტეტი მაღალმთიანია რაიონში 200-მდე მყინვარია, მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა. მესტიის მთავარი მდინარეა ენგური, მისი შენაკადებია — ადიშისჭალა, მულხრა, დოლრა, ნენსკრა, იფარი, ხაიშურა და სხვა.

ზემო სვანეთში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა, ზამთარი ცივია და გრძელი, ხოლო ზაფხული ხანმოკლე, თბილი და ზოგჯერ ცხელიც. საშუალო წლიური ტემპერატურა 5,7℃, იანვარში – 6,4℃, ივლისში 16,4℃. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი – 25℃, აბსოლუტური მაქსიმუმი +35℃. წელიწადში 1035 მმ ნალექი აღინიშნება.

ზემო სვანეთის ყველაზე მაღალ ადგილებში, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ნოტიო და ნივალური ჰავაა.

წყარო: georgiantravelguide.com

მესტიას გაუმარჯოს!
მესტიელებს სალამი!