სამცხე – ჯავახეთი

სამცხე – ჯავახეთი საქართველოს სამხრეთ – აღმოსავლეთით მდებარეობს. მასში შედის სამი ისტორიული მხარე – სამცხე , ჯავახეთი და თორი.
რეგიონი აჭარას , გურიას იმერეთს , შიდა ქართლს , ქვემო ქართლს , სომხეთსა და თურქეთს ესაზღვრება.
რეგიონის ტერიტორია 6 421 კვადრატული კილომეტრია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ – ზე 32 კაცს შეადგენს.
რეგიონში ექვსი თვითმმართველი ერთეულია – ახალციხის , ადიგენის , ასპინძის , ბორჯომის , ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები.
რეგიონული ცენტრი ქალაქი ახალციხეა , სადაც განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაცია.
მხარეში 353 დასახლებული პუნქტია , მათ შორის: ხუთი ქალაქი: ახალქალაქი , ახალციხე , ბორჯომი , ვალე , ნინოწმინდა; შვიდი დაბა: ბაკურიანი , ბაკურიანის ანდეზიტი , წაღვერი , ახალდაბა , ადიგენი , აბასთუმანი , ასპინძა; 254 სოფელი. რეგიონს გააჩნია ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობა , მას ესაზღვრება თურქეთისა და სომხეთის სახელმწიფოები , რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეზობელ ქვეყნებთან სავაჭრო – ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის. რეგიონის ტერიტორიაზე გადის ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის ნავთობსადენი , ტრანსკასპიური გაზსადენი , მარაბდა – ახალქალაქი – ყარსის რკინიგზა. 2013 წლის იანვრის მდგომარეობით სამცხე – ჯავახეთის მოსახლეობა 213.5 ათას ადამიანს შეადგენდა რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 5% – ზე ოდნავ ნაკლებია. ბოლო ათი წლის მაჩვენებლების მიხედვით შეინიშნება ზრდის ტენდენცია. რეგიონის მოსახლეობის 31% (66.5 ათასი ადამიანი) ქალაქებში ცხოვრობს , ხოლო 69% (147 ათასი ადამიანი) – სოფლებში. მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი მაცხოვრებელი რეგისტრირებულია ახალქალაქისა (65 ათასი) და ახალციხის (48.4 ათასი) მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1373 2013 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი სამცხე – ჯავახეთის რეგიონის განვითარების 2014 – 2021 წლების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე