სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.ნაშრომის ხელმძღვანელი: ნინო პავლიაშვილი.თბილისი, 2018
ღვინის წარმოება ისტორიულად წარმოადგენდა საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს. განვიხილოთ ქვეყნის ყურძნის მოსავალი და შემოსავალი. 2013 წლიდან დღემდე შეინიშნება როგორც მოსავლის, ასევე შემოსავლის ზრდა. საინტერესოა 2014 წელი, ყურძნის მოსავალი იყო 122712.52 ტონა, ხოლო შემოსავალმა შეადგინა 168 630 335 ლარი, რაც ყველზე დიდი მაჩვენებელია ამ წლების განმავლობაში. 2015 წელს კი იყო ყველაზე დიდი მოსავალი, მაგრამ მიღებული შემოსავალი იყო 111 955 254 ლარი. ეს არის დაკავშირებული ფასთან, 2014 წელს ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალი იყო და ისტორიული მაქსიმუმი შეადგინა. მე ვფიქრობ, რომ ფასის ზრდა დაკავშირებულია ღვინის ინდუსტრიის აქტუალობასთან და განვითარებასთან. წინა წლებთან შედარებით, 2014 წელს რთველმა ძალზედ ორგანიზებულად და წარმატებულად ჩაიარა.
ცხრილი 10. საქართველოს მხარეების რთველის მონაცემები, 2017 წ.
მხარე
ყურძნის მოსავალი (ტ)
შემოსავალი (ლარი)
აჭარა
201.1
641,030.00
მცხეთა-მთიანეთი
736.79
1,038,011.00
სამეგრელო-ზემო სვანეთი
5.15
35,389.00
სამცხე-ჯავახეთი
9.2
13,800.00
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
769
5,402,452.00
იმერეთი
2555.92
4,228,952.00
გურია
3.54
7,080.00
შიდა ქართლი
181.78
272,508.00
ქვემო ქართლი
69.3
73,968.00
კახეთი
125000.15
147,803,745.00
სულ:
133000.88
161,226,017.00
წყარო: ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველი 2017
2017 წელს ყურძნის მოსავალი იყო დაახლოებით 16000 ტონით მეტი, თუმცა შემოსავლის შეფარდება ბევრად უფრო დიდია. 2017 წელს შემოსავალმა შეადგინა 161 222 017 ლარი, რაც თითქმის 61 მილიონით უფრო მეტია, ვიდრე 2016 წელს. 2017 წელს რქაწითელის საშუალო ფასი 75-85 თეთრი, ხოლო საფერავის 1.50 – 1.70 ლარი იყო. ყურძნის ფასმა, ისევე, როგორც ყურძნის ხარისხმა მოიმატა. რეგიონების მიხედვით კახეთი ლიდერობს (ცხრილი 10). შემდგომ მოდის იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმის მხარეები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ყველა მხარეში არის განვითარებული მევენახეობა, თუმცა არა ყველა მუნიციპალიტეტში (იხ. დანართი, რუკა 12)
მაგალითად, ქვემო ქართლის მხარეში, ყურძნის მოსავალი დაფიქსირებულია მხოლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტში; შიდა ქართლში – გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტებში; გურიაში – ჩოხოტაურის მუნიციპალიტეტში; სამცხე-ჯავახეთში – მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სამეგრელოდან მხოლოდ ზუგიდის მუნიციპალიტეტში და ა.შ.
მნიშვენელოვანია, რომ სახელმწიფო ყველანაირად უწევს მხარდაჭერას ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. სახელმწიფო ცდილობს შეუქმნას ხელსაყრელი პირობები მევენახეებს და მწარმოებლებს. 2013-2016 წლებში ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემოდა სუბსიდია (2016 წლის მონაცემებით: რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 1 კგ – 0,45 ლარი, საფერავზე – 1კგ- 0,20 ლარი, ალექსანდროული და მუჯურეთული – 2 ლარი). ყველაზე გავრცელებული ჯიშებია: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ალექსანდროული, მუჯურეთული. 2017 წლის მონაცემებით, ეს ჯიშები შეადგენენ მთლიანი მოსავლის 93%-ს და შემოსავლების – 88%-ს. (ცრხრილი 11-12)
ქვემოთ მოცემული ცხრილებიდან, თვალნათლად ჩანს სხვა ჯიშების რაოდენობის ინტენსიური ზრდა. ეს დაკავშირებულია იშვიათი ვაზის ჯიშების აღორძინებასთან. მას შემდეგ რაც ღვინის დამზადების ქვევრის მეთოდის პოპულარიზაცია დაიწყო, მეღვინეებმა დაიწყეს ტრადიციული ვაზის ჯიშების ვენახების გაშენება, მაგალითად: ქისი, ხიხვი, წარაფი, გორული-მწვანე, ჩინური და სხვა.
აღსანიშნავია, ღვინის მზარდი ესპორტი. დღესდღეობით ქართული ღვინო გადის ექსპორტზე 54 ქვეყანაში. 2017 წელს ღვინის ექსპორტმა რეკორდულ რაოდენობას მიაღწია (იხ. დანართი, ცხრილი 13). ფაქტია, რომ ქართული ღვინო დამსახურებლად იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოში.
ცხრილი 11. საქართველოს გავრცელებული ვაზის ჯიშების შემოსავალი ლარებში , 2013-2017 წწ.
რეგიონი
2013 წ.
2014 წ.
2015 წ.
2016 წ.
2017 წ.
64,686,332.00
74,554,033.00
61,178,109.00
51,605,924.00
52,299,424.00
საფერავი
33,407,664.00
79,714,994.00
35,518,113.00
38,269,800.00
85,786,791.000
კახური მწვანე
2,601,217.00
2,916,079.00
2,106,491.00
2,588,312.00
3,620,831.00
ალექსანროული-
მუჯურეთული
6,476,578.00
7,194,429.00
6,618,740.00
2,556,000.00
5,651,268.00
სხვა ჯიშები
974,584.00
4,250,799.00
6,533,801.00
5,649,904.00
13,867,654.00
წყარო: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველის სტატისტიკა, 2013-2017წწ
ცხრილი 12. საქართველოს პოპულარული ვაზის ჯიშების მოსავლის რაოდენობა, 2013-2017 წწ.
რეგიონი
ყურძნის მოსავალი (ტ)
2013
2014
2015
2016
2017
რქაწითელი
62046.39
73569.61
99711.36
65148.73
64011.13
საფერავი
25782.05
40908.71
46044.05
42621.69
54626.04
კახური მწვანე
2014.01
2464.78
3093.19
3160.81
3830.42
ალექსანროული-
მუჯურეთული
996.07
997.96
1408.25
654.34
654.98
სხვა ჯიშები
1527.57
4771.46
9247.37
6331.86
9578.31
წყარო: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, რთველის სტატისტიკა, 2013-2017წწ