ბიზნეს იდეა / როგორ შევარჩიოთ ბიზნეს იდეები
ბიზნეს იდეა / როგორ შევარჩიოთ ბიზნეს იდეები
ბიზნესისათვის სწორი იდეის შერჩევა , ამბობენ, უკვე ნახევარი საქმეა. პროცენტულად რა მოგახსენოთ, მაგრამ იდეის სწორად შერჩევა რომ მნიშვნელოვანია საკამათო არავისთვისაა.
ხშირად ბიზნესის მიმართულებას წამხედურობით ირჩევენ - იმასთან გაამართლაო. ეს არის ყველაზე მცდარი მიდგომა . ვიღაცასთან რომ გაამართლა ეს არ ნიშნავს თქვენთანაც გაამართლებს , თუნდაც იმიტომ რომ ვიღაც უკვე არის ბაზარზე და მასთან კონკურენცია ძვირი დაჯდება.
ყოველთვის უნდა ეცადოთ ბაზარზე ორიგინალური იდეით შეხვიდეთ - იპოვოთ თქვენი ნიშა.
ბიზნეს იდეებს შეგიძლიათ ინტერნეტში გაეცნოთ . უამრავია .
მას შემდეგ რაც იდეა მოგწონებათ მას ჭირდება დეტალური ანალიზი - თქვენს შემთხვევაში გაამართლებს თუ არა.
და კიდევ ერთი: დაათვალიერეთ ონლაინ მაღაზიების საქონელი. ისინი ხშირად
მოგცემენ იდეას. მაგალითად : პოპკორნის აპარატს როცა მინიმალურ ფასში დაინახავთ, ბუნებრივად გაგიჩნდებათ სურვილი, გაიზროთ ხო არ გიღირთ ეგ ბიზნესი წამოიწყოთ?
ბიზნეს-გეგმების და შესაბამისად, ბიზნეს იდეების დიდი სია დევს აქ >>> https://www.gen.ge/business-plans/ . სია რამდენი ათას იდეას მოიცავს
❖ ქვემოთ, მხოლოდ რამდენიმე ათეულ ბიზნეს-იდეას გაგაცნობთ, მცირე ბიზნესისათვის, რომელთა დაწყებას თითქმის არ ჭირდება ინვესტიცია. სიაში მიკრო ბიზნესების იდეებია , რომლებიც არაა შეტანილი აქ >
https://www.gen.ge/business-plans/
❖ გახსოვდეთ , ნებისმიერი დიდი ბიზნესი მცირე ბიზნესიდან იწყება.
1. მცირე ბიზნესის იდეები ონლაინ ვაჭრობის სფეროში
1.1 მოსახლეობისათვის ინტერნეტში საქონლის მოძიებასა და გამოწერაში დახმარება
ბევრს უჭირს სასურველი საქონელი მოიძიოს ინტერნეტში და გამოიწეროს. ყოველთვის გეყოლებათ კლიენტი, რომელიც ამგვარ საქმიაბობაში თანხას გადაგიხდით. ჩვენს შეგვიძლია ამგვარი საქმიანობის რეკლამაში დაგეხმაროთ. მოგვწერეთ ვაიბერზე ამ გვერდი ლინკი 577 235 400
1.2 დიდი ონლაინ მაღაზიების პარტნიორი
დღეს ძალიან პოპულარულია ონლაინ მაღაზიების პარტნიორობა . ამჟამად ( 2025 წ.)
ყველაზე პოპულარულია TEMU- ს პარტნიორობა. უფრო დეტალურად ამ საკითხის გარჩევა შეგიძლიათ ქვემოთ ჩამოთვლილ სტატიებში:
1. Temu- თან შვილობილი მარკეტინგი ბევრ სარგებელს გვთავაზობს
2. Temu -ს შვილობილი მარკეტინგის უპირატესობები
3. Temu შვილობილი პროგრამის შესაძლებლობები
4. Temu -ს პროდუქციის წინწაწევა
5. Temu საპარტნიორო (შვილობილი) პროგრამაში ჩართვა
6. პასიური შემოსავლების (საპარტნიორო პროგრამების) ბიზნეს გეგმების მომზადება და სტარტის ხელშეწყობა
1.3 პარტნიორული მარკეტინგი
თუკი ბევრმკითხველიანი ბლოგი გაქვთ , შეგიძლიათ არაერთი კომპანიის პარტნიორი გახდეთ . ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვინმესთან მის პროდუქციას ან მომსახურებას გაუწევთ რეკომენდაციას, თქვენი სპეციალური პარტნიორული ბმულის გამოყენება შეგიძლიათ, რომელიც ამ კომპანიიდან გამოითხოვეთ. თქვენს საკომისიოს ყოველ ჯერზე მიიღებთ, როდესაც ვიზიტორი ამ ბმულს დააჭერს ხელს და პროდუქტს იყიდის.
(ჩასამატებელია)
1.4 eBay-ის გამყიდველი
ცნობილია, რომ ადამიანები eBay-ის დახმარებით წლების განმავლობაში ირჩენენ თავს − ამ გვერდზე როგორც საკუთარ, ისე სხვა ადამიანებისა და კომპანიების ძველსა და უსარგებლო ნივთებსაც კი ყიდიან. (ჩასამატებელია)
1.5 ძველმანებით ბაზრობა
ძველმანებით ვაჭრობის ბიზნესი აყვავების გზაზეა და არა მარტო საქართველოში.
ამ საქმეს არ ჭირდება დიდი თანხა .
ძველმანებით შეგიძლიათ ონლაინითაც ივაჭროთ. ამისათვის გაწვრიანდით ჯგუფში
(ჩასამატებელია)
1.6 მცენარეების გაყიდვა ინტერნეტით
თუ მცენარეების მოვლა კარგად გამოგდით და შინ საკმარისი ადგილიც გაქვთ, შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი დაიწყოთ − ინტერნეტით გაყიდოთ მცენარეები. ეს აქტიურად მზარდი ნიშაა.
1.7 პროდუქციის იმპორტი
თუ საშუალება გაქვთ უცხოეთში ბითუმად შეძენილი საქონლის გადაყიდვა მოგებას მოგიტანთ. Pura Vida-მ სწორედ ასე დაიწყო თავისი კარიერა.
1.8 საუზმეულისა და სასმელების გაყიდვა
მასობრივ ღონისძიებებზე, შეგიძლიათ სასმელები და საჭმელი გაყიდოთ. აუცულებელი არაა მანქანა, ურიკებიც არსებობს სპეციალური . (ჩასამატებელია)
1.9 რესურსების მოძიება
თუ პროდუქტების ან მომსახურებას მოძებნა და ადგილობრივი კომპანიებისთვის მათი ფასნამატით მიყიდვა შეგიძლიათ, ეს კარგი ბიზნესია. თუმცა , არსებობს დიდი ალბათობა, რომ გვერდს აგივლიან მას შემდეგ,რაც ინფორმაციას მიაწვდით.
1.10 ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა
თუ ხელით მუშაობა კარგად გამოგდით, სამკაულების ან ავეჯის დამზადება გეხერხებათ, თავისუფლად შეძლებთ თქვენი პროდუქციის ისეთ ვებგვერდებზე გაყიდვას, როგორიცაა მაგალითად, (ჩასამატებელია)
2. მცირე ბიზნესის იდეები საყოფაცხოვრებო სფეროში
2.1 ავტომობილების რემონტისა და რეცხვის ბიზნესი
ბევრ ადამიანს არ აქვს დრო სამრეცხაოში ან სარემონტოთ წაიყვანოს მანქანა. მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ვითარდება ბიზნესი, რომლეის შინაარსი მარტივია :’ თქვენ მიგყავთ მანქანა სამრეცხაოში ან სახელოსნოში, უვარებთ მანქანის მფლობელებს პრობლემას, უზოგავთ დროს და ამაში იღებთ ფულს.
საჭირო იქნება ავტოსახელოსნოებთან და სამრეცხაოებთან წინასწარი მოლაპარაკები. ზოგ შემთხვევაში ისინი გადაგიხდიან კიდეც.
ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ მანქანის ტარება იცოდეთ და მონდომება გქონდეთ.
2.2 ავტომობილების ადგილზე გარეცხვა - წმენდა
თქვენივე უბანში, შეგიძლიათ შესთავაზოთ ავტომობილების ადგილზე რეცხვა ან სალონის გაწმენდა.
უბნის ფარგლებში რეკლამა იაფია, ხოლო მტვერსასრუტი და სხვა მოწყობილობები თემუდანაც შეგიძლიათ გამოიწეროთ
2.3 ოსტატი გამოძახებით
საოჯახო საქმეში უამრავი წვრილმანია , თუნდაც უბრალოდ ჭაღზე ნათურის გამოცვლა.
შეკვეთები ყოველთვისაა . სპეციალური სააგენტოები და საიტებიც არსებობს.
შეგიძლიათ ერთ კონკრეტულ პროცედურაზეც იმუშაოთ. მხოლოდ მარტივი ინსტრუმენტები დაგჭირდებათ დასაწყისისათვის, რომლებიც იაფად შეგიძლიათ შეძინოთ თემუზე
2.4 ძაღლების მომვლელი
თუკი ცხოველები გიყვართ, საკმაოდ მომგებიანია ძაღლების გასეირნება, სალონებში წაყვანა და ა.შ. შეკვეთები თქვენივე უბანში უნდა ეძებოთ. ამაში ცხოველთა საკვების მაღაზიების დაგეხმარებიან.
თუ საშუალება გაქვთ, როცა პატრონი ქალაქიდან გადის ცხოველი შეიძლება დაიტოვოთ კიდეც.
საუკეთესო სამუშაოს გონიერი სტუდენტისათვის, რომელიც კარგა საშუალო ზომის ბიზნესად შეიძლება იქცეს .
(ჩასამატებელია)
2.5 მიტანის სერვისი
ნებისმირი სახის მიტანის სერვისი ძალიან მოთხოვნადია. ამისათვის აუცილებელი არაა სატრანსპორტო საშუალება გქონდეთ. საკმარისია თქვენივე უბნის დიდ მაღაზიას შეეკრათ.ბევრ სასურსათო მაღაზიას ადგილზე მიტანის სერვისი აქვს, მაგრამ ბევრს არა. ეს შეიძლება თქვენს ნიშად იქცეს.
2.6 ფანჯრების გაწმენდა
ფანჯრების წმენდა ადამიანთა უმრავლესობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საშინაო სამუშაოა, ამიტომ, შეგიძლიათ ამ ბიზნესის დაწყება სცადოთ. ამ საქმეს დიდი კაპიტალი სულაც არ სჭირდება.
დღეს უამრავი საშუალებაა ეს სამუშაო იოლად შეასრულოთ (ჩასამატებელია)
3. საკონსულტაციო და სასწავლო მომსახურებები
რომელიღაც კონკრეტულ სფეროში საკმარისი ცოდნა ან გამოცდილება გაქვთ
შეგიძლიათ მოსახლეობას საკონსულტაციო და სასწავლო მომსახურება გაუწიოთ. ბევრი მათგანის განხორციელება ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება. ამ სფეროს მხოლოდ ონლაინ რეკლამის ინვესტიცია ჭირდება.
ხშირად უფრო მეტი მოთხოვნა ძალიან მარტივ კონსულტაციებზეა. ჩვენ, სადემოსტრაციოდ ამოვწერეთ რამდენიმე მიმართულება, რომლებიც , ვფიქრობ არ საჭიროებენ დამატებით განმარტებას:
❖ სკოლის მოსწავლეთა სწავლაში დახმარება
❖ რეზიუმისა და CV დაწერის სწავლება
❖ ინტერნეტ პროგრამების გარჩევაში დახმარება, უამრავია ასეთი თუკი გარჩეული გაქვთ სხვების კონსულტირებასაც შეძლებთ
❖ ხშირ შეკითხვებზე ვიდეოს ჩაწერა და გაგზავნაც შეიძლება. მაგ.:როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი და ა.შ.
კონსულტაციები შეიძლება ძალიან მარტივი, ერთჯერადი იყოს.
4. გაქირავების სერვისი
გაქირავების სერვისი, მაგ. ჭურჭლის, მანქანების დიდი ბიზნესია და სერიოზულ ინვესტიციას მოითხოვს. არსებობს მარტივი ბიზნესებიც, მცირე ინვესტიციანი.
სადემოსტრაციოდ გამოდგება უბრალოდ ყავარჯნების გაქირავება. იგი ჭირდებათ ზოგიერთი ოპერაციის შემდეგ სულ 20-25 დღით. ყიდვას ურჩევნაით ქირაობა. ასეთ ვიწრო, თითოს შეუმჩნეველი ნიშები ბევრია.
5. საინფორმაციო მომსახურებები
საინფორმაციო მომსახურებები მცირე ბიზნესისა და თვითდასაქმებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. თუმცა, უნდა
5.1 ვიდეობლოგი YouTube-ზე
ყველა ლეპტოპს, პლანშეტს და სმარტფონს აქვს ვიდეო კამერა.
ვიდეორგოლების შექმნა და მათი YouTube-ზე გამოქვეყნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
თუ თვლით, რომ თქვენი ვიდეო ხალხს დააინტერესებს შექმენით საკუთარი ვიდეო ბლოგი. მასზე რეკლამის განთავსებაში, თუ ფასებს სწორად განსაზღვრავთ, გადაგიხდიან..
5.2 ბლოგის წარმართვა
ანალოგიურად- შეგიძლიათ ბლოგი შექმნათ .როგორც წესი, ამ ბიზნესის დაწყების ღირებულება მხოლოდ თქვენი დრო, დომენის სახელი და ვებჰოსტინგი იქნება. ბლოგი, რომ წარმატებული იყოს რომელიმე თემაში კარგად უნდა ერკვეოდეთ .
5.3 მენეჯერი სოციალური მედიის საკითხებში
კომპანიები და ფიზიკური პირები გამუდმებით ეძებენ ისეთ თანამშრომლებს, რომლებიც მათთვის სოციალური არხების მართვასა და თვალყურის მიდევნებას მოახერხებენ.
5.4 ონლაინ ქონთენთის შემქმნელი
თუკი გარკვეულ თემაზე შეგიძლიათ კარგი სტატია შექმნათ, რომელიც მკითხველს მოიზიდავს ყოველთვის გეყოლებათ შემკვეთი. უფრო ხშირად, ჩვენს რეალობაში
რომელიმე უცხოური სტატიის გადაკეთება ხდება და არა ახლის დაწერა.
ასეა თუ ისე, მოთხოვნადი საქმიანობაა.
ამგვარი პირი, პერიოდულად ჩვენც გვჭირდება . მოგვწერეთ ვაიბერზე ან ვოცაპზე 577 235 400
5.5 ვებ გვერდის, ფეის-გვერდის, ფეის-ჯგუფის და ა.შ. შექმნა
დღეს ვებგვერდის გარეშე არსებობა უბრალოდ წარმოუდგენელია, მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც ამის გასაკეთებლად არც დრო აქვთ და არც სათანადო ცოდნა, თქვენი დახმარება აუცილებლად დასჭირდებათ.
5.6 ვებ გვერდების ყიდვა, გაუმჯობესება და გაყიდვა
ვერ ვიტყვით, რომ ეს ბიზნესი ყვავის საქართველოს რეალობაში, მაგრამ უდაოდ აქვს პერსპეტივა.
6. კვების სფერო
6.1 საოჯახო დელიკატესების მომზადება
თუკი დელიკატესების მომზადება გეხერხებათ - ეს კარგი ბიზნესია. შინ სამზარეულო ნამდვილად გექნებათ, ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, სამზარეულოს ინვენტარზე, შესაფუთი და მარკეტინგის მასალების მომარაგებაზე იზრუნოთ და საოჯახო დელიკატესების მომზადების ბიზნესს შეუდგეთ.
6.2 ქეითერინგი
თუ , რომელიმე სამზარეულო მიმართულებით კარგი მზარეული ხართ, პირდაპირ თქვენი სამზარეულოდან შეგიძლიათ ქეითერინგული ბიზნესის დაწყება.
6.3 პირადი მზარეული
ბევრ ოჯახს ჭირდება პირი, რომელიც რამდენიმე დღეში ერთხელ კერძებს მოუმზადებს. შემდეგ კი ოჯახში გააცხელებენ და მიირთმევენ. ამ სფეროში ინვესტირება არაა საჭირო.
6.4 პურის საცხობი
შინ გამომცხვარ პურს ისეთი დიდი ბაზარი აქვს . შეგიძლიათ თქვენი სახლი ირგვლივ მოიზიდოთ მომხმარებლები, რომლებსაც პურით მოამარაგებთ.
6.5 საკვების მიწოდება
ბევრს სურს საკვები სახლში მიადოდონ. სწორედ ასეთი ადამიანები დაგიკავშირდებიან, თუ საკვების მიწოდების ბიზნესს დაიწყებთ. თუ კერძები გემრიელი იქნა, სწრაფად შეიქმნით მომხმარებელთა საბაზო რაოდენობას.