❖ ბიზნეს გეგმების მიმდინარე სია შეგიძლიათ იხილოთ >>> https://www.gen.ge/business-plans/
ამ სიის გაცნობა საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ საუკეთესო იდეები თქვენი ბიზნესისათვის
2024 წლის IV კვარტალში საქართველოში 33 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (30.3 პროცენტი) და კახეთის (24.2 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული.
ელევატორების 12.1 პროცენტი ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.1 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 9.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 9.1 პროცენტი – ქ. თბილისში, 3.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და 3.0 პროცენტი – გურიის რეგიონში.
2024 წლის IV კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 14 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 47 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 415 კაცით განისაზღვრა.
2024 წლის IV კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 80.2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 62.5 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 67.8 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2024 წლის IV კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 70.1 მლნ. ლარის ღირებულების 50.8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 43.4 პროცენტი იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 42.8 პროცენტი – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზედაც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 78.9 პროცენტი.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 50.0 პროცენტს, ნოემბერში – 51.6 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 51.2 პროცენტს.