რა ვნახოთ ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტი ბუნების სილამაზითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს კლდეებსა და ხეებში მოქცეული ხანის ჩანჩქერი. ძალიან საინტერესო ადგილია ვულკანური წარმოშობის ქვასვეტები, რომლებსაც ადგილობრივები “ქვასაყდარას” უწოდებენ. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს აჯამეთის აღკვეთილი, სადაც იმერული მუხის რელიქტური ტყეები გვხვდება.
ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს ვარციხის წყალსაცავიც. გარდა მშვენიერი ბუნებისა ბაღდათში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება. რაიონში მდებარე შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები თუ ტაძრები ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია ადრინდელი შუა საუკუნეების ნაქალაქარი როდოპოლისი, წითელხევის ამაღლების ეკლესია, ქვედა ზეგანის წმ. გიორგის ეკლესია, დევაძეების ეკლესია, დიმნას ციხე და მრავალი სხვა. ცნობილი და პოპულარული ძეგლია მთლიან ლოდში ნაკვეთი დიდი საწნახელი. ბაღდათში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც მრავალი საინტერესო ექსპონატის დათვალიერებას შეძლებთ. ეს რაიონი შესანიშნავია ბუნებაში დასვენების მსურველთათვისაც. აქ ორი კურორტია, საირმე და ზეკარი, სადაც სიმშვიდეში, ულამაზეს ბუნებაში და სიმშვიდეში კომფორტულ დასვენებას შეძლებთ.

წყარო: georgiantravelguide.com

ბაღდათს გაუმარჯოს!
ბაღდათელებს სალამი!