ლაგოდეხის ფლორა

ლაგოდეხის ნაკრძალი  თავისი ფლორითა და ფაუნით საქართველოს ბუნებისუნიკალურ ძეგლს წარმოადგენს. მკვეთრად დასერილი რელიეფი, სიმაღლეების დიდიამპლიტუდა, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევებიმდინარეებით, ძლიერ განსხვავებულ ფიზიკურ – გეოგრაფიულ პირობებს ქმნის. ამით არისგანპირობებული მცენარეული საფარის მრავალფეროვნებაც. ნაკრძალში საქართველოშიგავრცელებულ მცენარეთა ორი მესამედია თავმოყრილი. დაცულია უნიკალური რცხილნარ –წიფლნარი ფოთლოვანი ტყე და აქ წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები: წიფელი,დიადი ბოყვი, რცხილა, მდინარეთა გაყოლებაზე მურყანი; ჩნდება ლაფანი, ცაცხვი, წაბლი,უფრო იშვიათად უთხოვარი; ლაგოდეხის გენციანა და ლაგოდეხის ენძელა, რომლებიცვიწროლოკალურ ენდემებს წარმოადგენენ.

ნაკრძალიგამორჩეულიაძველი წიფლნარ –ფოთლოვანი ტყით,ალპური ზონისხელუხლებელიმდელოებით,გამყინვარებისდროინდელიტბებით, ენდემურიდა უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით; ვერტიკალური სარტყელების დიდიდიაპაზონით. აქვეა ლაგოდეხის ტყის უმშვენიერესი ჩანჩქერიც.ნაკრძალში გავრცელებულიაიშვიათი მცენარეები: მლოსკევიჩის იორდასალამი, იულიას ფურისულა, ლაგოდეხისიორდასალამი, მრგვალი წამალი. დაფიქსირებულია ყვავილოვან მცენარეთა 1500 – მდესახეობა, მათ შორს მრავლად ვხვდებით ენდემურ სახეობებსაც (იულიას ფურისულა,მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვ.).