არაგვისპირი

არაგვისპირი

— სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჭონქაძის თემის შემადგენლობაში.[1] მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 700 მ სიმაღლეზე. ქალაქ დუშეთიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. სოფელი არაგვისპირი შეიქმნა სოფლების ინიანთკარისა და ჯიქურაულთკარის გაერთიანების შედეგად.