მარტვილის შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტი სამეგრელოში მდებარეობს. იგი გამოირჩევა უძველესი ისტორიითა და ბუნების მრავალფეროვნებით. რაიონის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი უძველესი დროიდან იწყება. მარტვილის ძველი სახელწოდებაა ჭყონდიდი, რაც წარმართულ საკულტო მუხის (ჭყონი) ხეს უკავშირდება.

იგი განვითარებულ დასახლებულ პუნქტს წარმოადგენდა შუა საუკუნეებშიც, რაზეც, გარდა ისტორიული წყაროებისა, რაიონის ტერიტორიაზე შემორჩენილი უძველესი ტაძრები და ციხე-სიმაგრეებიც მეტყველებს. დღესდღეობით მარტვილში ფუნქციონირებს კულტურულ-საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სხვა ტიპის დაწესებულებები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა, მისდევენ მეცხოველეობას, მეაბრეშუმეობას, მეხილეობას, მევენახეობას და ა.შ.

მრეწველობა ძირითადად ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ნედლეულსა და ჰიდროენერგორესურსებს ემყარება. მარტვილის რაიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც ბუნების სილამაზე და ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლე განაპირობებს. ტურისტული თვალსაზრისით მის მიმზიდველობას ხელს უწყობს ბალნეო-კლიმატური კურორტი ლებარდე. თავისი მრავალფეროვნებით მარტვილი უამრავ ადამიანს იზიდავს და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

წყარო: georgiantravelguide.com

მარტვილს გაუმარჯოს!
მარტვილელებს სალამი!