ბოლნისის მუნიციპალიტეტი და სოფლები
ბოლნისის მუნიციპალიტეტი (ყოფ. ბოლნისის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ცენტრალურ ნაწილში. მოიცავს ისტორიული ქვემო ქართლის ადრინდელ ფეოდალური ხანის ორ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს: ბოლნისის ხევს (ფოლადაურის აუზი) და ქვეშის ხევს (მაშავრის ქვემო დინება).
1930 წლამდე ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ბორჩალოს მაზრაში. 1930 წლიდან გამოეყო ცალკე რაიონად. 1943 წლის 3 აპრილამდე ეწოდებოდა ლუქსემბურგის_ რაიონი, 1963-1966 წლებში იმდროინდელი ბოლნისის რაიონი აერთიანებდა მარნეულისა და დმანისის რაიონების ტერიტორიას. 1966 წელს გამოეყო ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საზღვრებით.
2014 წლის აღწერით ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა შეადგენს 53 590 კაცს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 98 კაცი კმ²-ზე, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (67 კაცი/კმ²) საკმაოდ აღემატება. მუნიციპალიტეტში 49 დასახლებული პუნქტია, მათ შორის 1 ქალაქია. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 12 700 ადამიანს.[7]
მუნიციპალიტეტის ძირითად შემოსავლებს უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობა, მრეწველობა (მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი, კვარციტის საწარმო, ღვინის ქარხნები), მცირე მეწარმეობა (ვაჭრობა, საყოფაცხოვრებო მომსახურება) და საჯარო სამსახურები. მუნიციპალიტეტს ეკონომიკური განვითარების გეგმის პრიორიტეტებია: სოფლის მეურნეობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი მრეწველობა, ასევე ქვის მოპოვება-დამუშავების გაფართოება და ტურიზმის განვითარება.
მუნიციპალიტეტში ოთხი ძირითადი ფერმერული მეურნეობაა განვითარებული: მეცხოველეობა, მებოსტნეობა, მემარცვლეობა და მევენახეობა.[7]. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ბოლნისის_მუნიციპალიტეტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლები: