ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და სოფლები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, გურიის მხარეში.[4] ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებულია ქვის ხანიდან. ადრე ბრინჯაოს ხანიდან ქალაქური ცხოვრების წესს ადასტურებს შუხუთის ციხე-ქალაქის არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე რაიონია. საბჭოთა პერიოდში გამოიცემოდა რაიონული გაზეთი „სოციალისტური შრომა“. 2006 წლიდან ეწოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.
მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვის 7 კმ-იანი სანაპირო ზოლი, აღმოსავლეთით სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ტერიტორია — 533 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 270 კვ.კმ. ხოლო 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს, 17 927 ჰა კი ტყეებს. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ლანჩხუთის_მუნიციპალიტეტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები: