რა ვნახოთ ასპინძაში

ასპინძის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლით. ხეობები, გაშლილი სივრცეები, ხედები, კლდეები და ვრცელი მინდვრები შესანიშნავია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის. ამ რაიონში ბევრ ულამაზეს ადგილს იპოვნით განტვირთვისა და დასვენებისთვის.
ერთ-ერთი ასეთი ადგილია წუნდის ტბა, რომელიც მისასვლელადაც იოლია და მშვენიერ გარემოსაც დაგახვედრებთ. ასპინძა ნამდვილად სამოთხეა კულტურით დაინტერესებული ადამიანებისთვისაც. აქ ნახავთ უძველეს ციხე-სიმაგრეებს, ნამოსახლარებს, მეგალითებს, ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც საუკუნეებსა და ათასწლეულებსაც კი ითვლიან. ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია საროს ციხე, რომელიც ძვ.წ. II-I ათასწლეულებით თარიღდება და ძალიან შთამბეჭდავ და საინტერესო კომპლექსს წარმოადგენს.
ასპინძაში მდებარეობს ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ვარძია, რომელიც თავისი გრანდიოზულობითა და მხატვრული თავისებურებებით უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
აღსანიშნავია აგრეთვე: ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თმოგვის ციხე, ხერთვისის ციხე, ზედა თმოგვის ეკლესია და მრავალი სხვა. რაიონში ფუნქციონირებს ასპინძის შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო მუზეუმი, სადაც ეთნოგრაფიული, ისტორიული, ფერწერული, სკულპტურული და ლიტერატურული მასალაა წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტში არის ორი ბალნეოლოგიური კუროროტი, ასპინძა და ნაქალაქევი, სადაც კომფორტულ და სასიამოვნო დასვენებას შეძლებთ შესანიშნავ გარემოში. წყარო: georgiantravelguide.com

ასპინძას გაუმარჯოს!
ასპინძელებს სალამი!