ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარეობს. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ უძველესი დროიდან იწყება. ახალქალაქის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვის ხანის სადგომები, ბაზალტის ხელცულები და სხვა არტეფაქტები. რაიონში ასევე არის ბრინჯაოს ხანისა და წინერაანტიკური დასახლებების კვალი.
ყურადღებას იქცევს მეგალითები, რომელთაგანაც განსაკუთრებით ცნობილია მურჯახეთის მენჰირი, ხორენიას ციხე და ვეშაპოიდი და სხვა.
ეს ტერიტორიები განვითარებული იყო შუასაუკუნეებშიც. X საუკუნეში ახალქალაქი ჯავახეთთან ერთად საუფლიწულო მამულს წარმოადგენდა. იგი XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა და ვაჭროებისა და წარმოების მნიშვნელოვანი კერა იყო. გამოვლენილია ასევე X-XIII საუკუნეების ხელოსანთა უბნის ნაშთები, მოჭიქული და მოუჭიქავი თიხის ჭურჭელი, მინის საგნები და მონეტები.
ახალქალაქი ცალკე რაიონი 1930 წელს გახდა. დღესდღეობით რაიონში ფუნქციონირებს მუზეუმი, თეატრი და ბიბლიოთეკები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეცხოველეობა, მეკარტოფილეობა და მარცვლეული კულტურები. ახალქალაქში ასევე არის კვების პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწარმოები, სხვადასხვა სახის საამქროები და სადურგლო სახელოსნოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის თურქეთისა და საქართველოს რკინიგზების შემაერთებელი რკინიგზის ხაზი. ახალქალაქი ულამაზესი ლანდშაფტით, ტბების სიმრავლითა და საინტერესო კულტურული ძეგლებით გამოირჩევა, რაც მის დიდ ტურისტულ პოტენციალს განაპირობებს. რაიონს უამრავი მოგზაური სტუმრობს, გაშლილი სივრჩეები, მთები თუ უძველესი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. წყარო: georgiantravelguide.com

ახალქალაქს გაუმარჯოს!
ახალქალაქელებს სალამი!