ბათუმში ცნობილი ადამიანები

მემედ აბაშიძე

მემედ აბაშიძე იბრაჰიმის ძე იყო. იგი დაიბადა 1873 წელს, ბათუმში და გარდაიცვალა 1937 წელს. ის იყო საზოგადო მოგვაწე, მწერალი და პუბლიცისტი.

დაწყებითი განათლება მიიღო ქართველთა შორის წერა_კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების  ბათუმის სკოლაში. მამის ხელმძღვანელობით დაეუფლა არაბულ, სპარსულ და თურქულ ენებს. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XX საუკუნის დასაწყისში. სისტემატურად ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს ქართულ პრესაში. აქტიურად იბრძოდა მუსლიმან ქართველთა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და საქართველოს ერთიანობისათვის, რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წელს დაბრუნდა ბათუმში. ხელმძღვანელობდა ქართველ მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოებას.1918 წელს პროტესტით შეხვდა აჭარაში შემოსულ თურქებს, რისთვისაც დააპატიმრეს და ტრაპიზონის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან გაიქცა, ჩამოვიდა თილისში და სათავეში ჩაუდგა ,, სამუსლომანო საქართველოს განმანათავისუბლებელსაქართველოსკომიტეტს".  1919—1921 რედაქტორობდა გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“. მონაწილეობდა აჭარაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში. იყო საოლქო რევკომის წევრი, მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. ქართულად თარგმნა ომარ ხაიამის,ნამიქ ქემალის ნაწარმოებები. ავტორია რამდენიმე მოთხორობისა.

ბათუმს გაუმარჯოს!
ბათუმელებს სალამი!