დიდი ლილო

დიდი ლილო

დიდი ლილო — დაბა თბილისის შემადგენლობაში, სამგორის რაიონში. მდებარეობს ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 800 მ, ლილოს რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. დაბის სტატუსი მიენიჭა 1974 წელს.

ისტორია

საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მევენახეობის და სატყეო მეურნეობები, საავადმყოფო. 2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (თავდაპირველად სოფლები: ვარკეთილი და პატარა ლილო, შემდგომში აგრეთვე წინუბანი და ნასაგური).