შუახევის შესახებ

შუახევი — ქალაქი (დაბა), შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლის და ჩირუხისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდან 420 მ, ბათუმიდან 67 კმ). დაბაში არის ადმინისტრაციული, კულტურის, განათლების და ჯანდაცვის დაწესებულებები, მცირე საწარმოები. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. შუახევის თემში შედის სოფელი ჩანჩხალო.

წყარო: georgiantravelguide.com

შუახევს გაუმარჯოს!
შუახეველებს სალამი!