სასხორი — სოფელი მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ნიჩბისისწყლის ხეობაში, ნიჩბისის სერის ძირას.[3] სოფელში გადის სასხორი-დიდგორის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა. სოფელი არის ძეგვის რკინიგზის სადგურიდან რამდენიმე კილომეტრში. სოფელში მდებარეობს კირქვის საბადო.