შუახევის ბუნება

შუახევის სამხრეთით შავშეთის ქედია, ჩრდილოეთით – აჭარისა და გურიის მთები. აქ მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულო ხშირი ტყითა და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეებით გარშემორტყმული შავი ტბა, სადაც მრავლად ნახავ საპიკნიკე ადგილს.

შუახევი გამორჩეულია ფლორითა და ფაუნით. აქაურ ტყეებში ბინადრობს: შველი, არჩვი, გარეული ღორი, ზღარბი, კურდღელი, მელა, დათვი. მრავალფეროვანია ფრინველთა სამყაროც – აქ ნახავ: კოდალას, ოფოფს, კაკაბს, როჭოს, შაშვს, გუგულს, ტყის ქათამს. მდინარეებში ბევრია თევზი – კალმახი, წვერა, ღორჯო და სხვა.

წყარო: georgia.travel

შუახევს გაუმარჯოს!
შუახეველებს სალამი!