კუნძული

კუნძული — ხმელეთის მონაკვეთი, რომელიც ყოველი მხრიდან გარემოცულია ოკეანის, ზღვის, ტბის ან მდინარის წყლით. კონტინენტთან შედარებით მცირე ზომისაა. გვხვდება როგორც ცალკეული კუნძულები, ისე კუნძულთა ჯგუფები — არქიპელაგები.

ოკეანეებსა და ზღვებში განარჩევენ კონტინენტურ, გარდამავალი ზონისა და ოკეანურ კუნძულებს.

კონტინენტური კუნძულებია მაგალითად, გრენლანდია , კალიმანტანი , მადაგასკარი , რომლებიც კონტინენტის წყალქვეშა კიდის ფარგლებში ოკეანის ზედაპირზე ამოდიან და მკვიდრი ქანებით არიან ნაგები. ზოგი პატარა კუნძული ზვირთცემის აკუმულაციური მოქმედების შედეგადაც წარმოიქმნება.

გარდამავალი ზონის კუნძულები ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა, ზოგან მარჯნის კუნძულები – ა

ოკეანური კუნძულები გავრცელებულია ოკეანის ფსკერის ფარგლებში და შუაოკეანურ ქედებზე. მდინარესა და ტბაში განასხვავებენ ნარიყითა და ეროზიის შედეგად წარმოქმნილ კუნძულებს.