გარდაბნის მუნიციპალიტეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტი (ყოფ. გარდაბნის რაიონი) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის აღმოსავლეთ ნაწილში.

1917 წლამდე ახლანდელი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის თბილისის მაზრაში, 1921 წლის საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თბილისის მაზრაშია, 1938 წელს გამოეყო თბილისის ოლქს ყარაიის რაიონის სახელწოდებით. 1947 წლის 18 მარტიდან ეწოდა გარდაბნის რაიონი. ამჟამად მუნიციპალიტეტი. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გარდაბანი.

წყარო: ვიკიპედია

გარდაბანს გაუმარჯოს!
გარდაბნელებს სალამი!