როდესაც გადაწყვეტთ შეცვალოთ თქვენ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის კატეგორია თქვენ დაგჭირდებათ დოკუმენტები, რომლითაც შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერ იუსტიციის სახლსა თუ მის ფილიალში, აირჩიოთ სივრცე საჯარო რეესტრის მიმართულებით და ჩააბაროთ განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იქნება მიწის ნაკვეთის კატეგორიის ცვლილება.
აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. თქვენ ამისთვის დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება, სადაც დაწერილი გექნებათ შესაცვლელი მიწის ნაკვეთის მისამართი, ფართობი, საკუთრება და რომელ კატეგორიად გინდათ რომ შეიცვალოს აღნიშნული მიწა.
უნდა გქონდეთ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ცნობა, განცხადებაში აღნიშნული დანიშნულება შესაცვლელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის კატეგორიის თაობაზე, განცხადებაში აღნიშნული დანიშნულება შესაცვლელი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სავარგულის კატეგორიის თაობაზე და ბოლოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტანდარტულად 4 სამუშაო დღეში ცვლილების რეგისტრაციის საფასურია 150 ლარი, არის დაჩქარებული მომსახურებაც, რომლის საფასურია 1 სამუშაო დღეში 270 ლარი, ხოლო იმავე დღეს – 350 ლარი. თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში დაჩქარება მიზანშეწონილი არ არის, რადგან აღნიშნული განცხადება ეგზავნება კომისიას და კომისია განიხილავს, რასაც დრო სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ მიწა თანასაკუთრებაშია, აუცილებელია ყველა მესაკუთრემ გამოხატოს თანხმობა ცვლილებასთან დაკავშირებით.
წყარო: https://miwebi.ge/miwis-nakvetis-kategoriebi-da-mati-shecvlis-procedura/