სამცხე-ჯავახეთის ამ პატარა დაბაში შუა საუკუნეების საქართველოსაც იხილავ – გამოქვაბულებით, ციხესიმაგრეებითა და ულამაზესი ბუნებით. აქ ბევრი რამ თამარ მეფეს უკავშირდება და ადგილობრივები ათასგვარ ლეგენდასაც მოგიყვებიან ქართველი უძლიერესი ქალი მეფის შესახებ.