რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს გეგმის მომზადება

❖პროდუქტები და რესურსები რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში 

დაგეგმეთ რა პროდუქტების გამოშვებას გეგმავთ – იქნება ეს ყველი, კარაქი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ნადუღი, იოგურტი, კეფირი… ამათგან ზოგიერთი პროდუქტისა და შესაბამისი ნედლეულის დახასიათების ნახვა შესაძლებელია ”საქპატენტის” ვებ-გვერდზე.

ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡ რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ. 

❖ საწყისი რესურსები რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში

⟡დაგეგმვისას გაანალიზეთ საქმიანობის დაწყებისას რა რესურსი ექნება საწარმოს – შეეძლება მხოლოდ 1 ან 2 პროდუქტის წარმოება თუ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი ექნება? რა რაოდენობით პროდუქციის დამზადებას და გაყიდვას შეძლებს?

⟡შენახვის ვადა: ყურადღება მიქაციეთ პროდუქტების შენახვის ვადას – ზოგიერთი ყველის შენახვის ვადა რამდენიმე თვეა და ვადის გასვლის გამო სავაჭრო ობიექტებიდან მისი დაბრუნება არ მოგიწევთ, ხოლო ზოგიერთი პროდუქტი – მაწონი, არაჟანი და სხვა – მალფუჭებადია და საქმიანობის დაწყებისას, როდესაც საწარმოს არ აქვს გარანტირებული გაყიდვები და სავაჭრო ობიექტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, დაბრუნებული პროდუქციის სახით შესაძლებელია მას დიდი ფინანსური დანაკარგები ჰქონდეს.

⟡ სანედლეულე ბაზა: პროდუქციის დიდი ასორტიმენტი საწარმოსგან დიდი რაოდენობით ნედლეულს მოითხოვს, რაც უკვე რძის შეგროვების საკითხს აყენებს – აქვს თუ არა საწარმოს გარანტირებული სანედლეულე ბაზა? რა რეგიონში უწევს მას საქმიანობა? როგორია ნედლეულის შეგროვებისას კონკურენციის დონე? ამ საკითხების ანალიზისას გამოგადგებათ ნედლეულის მომწოდებლებთან მუშაობასთან დაკავშირებული რჩევები, ასევე სასარგებლო იქნება იხილოთ მონაცემები ფურისა და ფურკამეჩის რძის პროდუქტების წარმოებაზე,  თუ ცხვრის ან თხის რძის პროდუქტების წარმოებას გეგმავთ, შესაბამის სანედლეულე ბაზაზე ინფორმაცია შეგიძლიათ ამ სტატიაში იხილოთ.

⟡პროდუქციის დიდი ასორტიმენტი ასევე მოითხოვს მეტ საწარმოო და სასაწყობე ფართს, უფრო მეტ თანამშრომელს, ნედლეულის მომგროვებელი და სადისტრიბუციო ავტომობილების მეტ რაოდენობას და ხალხს, ეს ყველაფერი კი, ნედლეულის მეტ რაოდენობასთან ერთად, ზრდის აუცილებელი ინვესტიციების სიდიდეს (საინვესტიციო გეგმის შედგენაში ეს სტატია გამოგადგებათ).

ამონარიდი:
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

❖ თანამშრომლები რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში

ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც საწარმოში საკვანძო საქმიანობას ჩაიბარებენ?

გყავთ თუ არა შერჩეული პროფესიონალი ტექნოლოგი ან ტექნოლოგები? სწორედ ამ სპეციალისტებზეა დამოკიდებული საწარმოს პროდუქციის ხარისხი – პროფესიონალი ტექნოლოგი კარგ საწარმოო გარემოში ისეთ პროდუქტებს შეგიქმნით, რომლებიც საწარმოს კონკურენტულ უპირატესობას გაზრდის, გამოუცდელმა ადამიანმა კი შეიძლება ტონობით ნედლეული გაუფუჭოს საწარმოს სასურველი ხარისხის პროდუქტის მიღების მცდელობისას.

როგორ დააკომპლექტებთ რძის შემგროვებელ გუნდს? ამ ადამიანებს უნდა შეეძლოთ რძის მომწოდებლებთან კარგი საქმიანი ურთიერთობების დამყარება, რათა საწარმომ თავიდან აიცილოს ნედლეულის სტაბილურად მოწოდების, ხარისხის და ფასთა მკვეთრად ცვლილების რისკები.

ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

შენობა–ნაგებობები , აპარატურა , ავტომობილები რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში

შენობა–ნაგებობები: სად განთავსდება შენობა-ნაგებობები? არის თუ არა ადგილზე საჭირო კომუნიკაციები – ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის წყარო? ვინ დააპროექტებს შენობა-ნაგებობებს და კონსტრუქციებს? დაპროექტების ეტაპზე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სურსათის უვნებლობის, HACCP-ის და ‘’რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის’’ მოთხოვნები. ამის დაგეგმვის გარეშე შესაძლებელია საქმიანობის დაწყების შემდეგ შენობის ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად გადაკეთება მოგიწიოთ.

შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით არ გამოგრჩეთ ისიც, რომ საწარმო მომავალში შეიძლება გაიზარდოს და ესეც გათვლილი უნდა იყოს საწყის პროექტში.

აპარატურა–დანადგარები: აკმაყოფილებს თუ არა საწარმოში განსათავსებელი აპარატურა-დანადგარები ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს? მისმა არასწორად შერჩევამ შეიძლება იგივე რისკის წინაშე დაგაყენოთ, რა ზემოთ ითქვა შენობა-ნაგებობეზე. იცნობთ და ენდობით აპარატურა-დანადგარების მომწოდებელს? რამდენად ხართ დარწმუნებული, რომ შერჩეული აპარატურა-დანადგარები ზუსტად მიესადაგება თქვენს მიზნებს? არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა შერჩეული, შესყიდული და ადგილზე მიტანილი ტექნიკა ვერ ამზადებს იმ პროდუქციას, რასაც მეწარმე გეგმავდა (არ ყოფნის ელექტროენერგიის სიმძლავრეები, არ აქვს მიზნობრივი პროდუქტის, მაგალითად, სულგუნის დამზადებისთვის საჭირო მონაცემები და ა.შ.). ამიტომ, ეჭვის არსებობისას, აუცილებელი იქნება რძის პროდუქტების დამამზადებელი აპარატურა-დანადგარების სპეციალისტის კონსულტაციები. ხშირად პრობლემას ისიც ქმნის, რომ საწარმო საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს აპარატურა-დანადგარების მონტაჟს და ამუშავებას, ამიტომ გამოცდილების უქონლობისას უკეთესი იქნება ამ საქმის სპეციალისტები აპარატურის მომწოდებელმა გამოგზავნოს.

ავტომობილები: საწარმოს დასჭირდება რძის მზიდი და სადისტრიბუციო ავტომობილები და მათი შერჩევისას ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები (აქვს თუ არა მაცივარი, შესაძლებელია თუ არა ტემპერატურის კონტროლი, ჰერმეტულობას უზრუნველყოფს თუ არა…).

ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

❖  ფასწარმოქმნა რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში

ფასწარმოქმნა

რძის ფასი სეზონურად იცვლება (და რეგიონებზეცაა დამოკიდებული) – მაღალი წველადობის სეზონზე 1 ლტ. რძის ფასი დაახლოებით 0.65 ლარია, დაბალი წველადობის სეზონზე 1.25 ლარამდე ადის (2016 წელს მწარმოებელისგან რძის შეძენის საშუალო წლიური ფასი 0.80 ლარი/ლტ. იყო). სეზონურად იცვლება რძის პროდუქტების ნაწილის, ძირითადად, ყველის ფასიც. გარდა წმინდა მარკეტინგული ფაქტორების გათვალიწინებისა, საწარმოს მოუწევს პროდუქტების თვითღირებულებების და ნულოვანი მოგების სეზონების მიხედვით გათვლა, რათა თავიდან აიცილოს ზარალიანი მუშაობა, ასევე, ნაღდი ფულის მოძრაობის სისტემატურად აღრიცხვა და ანალიზი.

ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

❖ რეალიზატორები რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში

სავაჭრო ობიექტები

დღეისათვის საქართველოში მუშაობს 500-ზე მეტი ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი (ჰოლდინგი ‘’ნიკორა’’ (ბრენდები ‘’ნიკორა, ‘’ლიბრე’’, ‘’ნუგეში’’, ‘’სანდეი’’) – 200-ზე მეტი ობიექტი, ‘’სმარტი’’ – 15 ობიექტი, ‘’ფრესკო’’ – 8 ობიექტი, ‘’ფუდმარტი’’ (ბრენდები ‘’ფუდმარტი’’ და ‘’იოლი გასტრონომია’’) – 51 ობიექტი, ‘’გუდვილი’’ – 5 ობიექტი, ‘’კარფური’’ – 8 ობიექტი, ‘’ორი ნაბიჯი’’ – 95 ობიექტი, ‘’ზღაპარი’’ (‘’ზღაპარი’’, ‘’ბაია’’) – 16 ობიექტი და სხვ.), აქედან დაახლ. 300 ობიექტი თბილისშია განთავსებული. გარდა მსხვილი მოთამაშეებისა, თბილისის ბაზარზე სურსათით მოვაჭრე დაახლ. 3,000-მდე სხვადასხვა ხარისხის სუპერმარკეტი და მაღაზია მუშაობს.

თუ საწარმო სავაჭრო ობიექტების არხებით გეგმავს, მას მოუწევს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება (პროდუქციის გამართული მიწოდება, ობიექტში შესვლა, კონსიგნაცია…). იგივე საკითხები იქნება გასაანალიზებელი, დასაგეგმი და განსახორციელებელი HoReCa (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები) სექტორთან თანამშრომლობისას.

ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

❖ საორგანიზაციო საკითხების გაშუქება რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში

საორგანიზაციო საკითხები

თუ საწარმოს სამართლებრივ-ორგანიზაციულ ფორმად შპს შეარჩიეთ, მისი რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავთ, თუ გადაწყვიტეთ კოოპერატივის რეგისტრირება, ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მიღება. თუ საწარმო მაღალმთიანი სოფლების ნუსხაშია (დააზუსტეთ შემოსავლების სამსახურში), აუცილებლად მიიღეთ შესაბამისი სტატუსი. ასევე, აუცილებელი იქნება საწარმოს ბიზნეს-ოპერატორად აღიარება.
ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

❖ დაფინანსების წყაროები რძის პროდუქტების საწარმოს ბიზნეს–გეგმაში

დაფინანსების შესაძლო წყაროები

სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე პროექტს, რომლებიც შეიძლება საწარმოს დაფინანსების ერთ-ერთი წყაროც გახდეს. ესენია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი, პროექტი ‘’აწარმოე საქართველოში’’ და აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა (ამ პროგრამის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება).

ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

❖ საიტი ბიზნეს გეგმების მომზადების შესახებ

ბიზნეს გეგმების მომზადების საკითხებზე შეგიძლიათ იხილოთ სპეციალური საიტი > https://biznes-gegma.medgeo.net/


ამონარიდი :
⟡ თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში.
⟡რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი. წყარო : business.org.ge”  . სტატია მოწოდებულია პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ.

რძის პროდუქტების მცირე საწარმოს  ბიზნეს-გეგმის შინაარსი 

სადემოსტრაციო ამონარიდი ბიზნეს გეგმიდან 

სარჩევი

1.1. საქმიანობის აღწერა

1.2 ადგილმდებარეობა

1.3 პროექტის ძირითადი პარამეტრები

1.3.1 მიწა

1.3.2 შენობა

1.3.3 საწარმოში ჩადებული ინვესტიცია

1.4. ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება

2.1  ყველის საწარმოს ფუნქციონირების ძლიერი და სუსტი მხარეები (SWOT)

2.2 ჩვენი საწარმოს მომხმარებელთა  სეგმენტები :

2.2.1 საწარმო იმუშავებს 4 საბაზრო სეგმენტზე :

2.2.2   პროდუქტის სამიზნე ზონა (ტერიტორია)

2.2.3 სასტუმროები

2.2.4 რესტორნები

2.2.5 ყველის და სასურსათო მაღაზიები

3.1 საქონლის საბაზრო ჯგუფები

3.2 ფასწარმოქმნა

3.3 სარეკლამო არხები

3.3.1 გახსნა

3.3.2 ფასდაკლებები და სტიმულირება

3.4  რეალიზაცია

4.1. ყველის ტიპები

4.1.1. ყველის სახეობები

4.1.2. ყველის სახეობები მსოფლიოში და ქართული ყველის კონკურენტები

4. 2. ყველის დავარგება

5.1. ნედლი რძე

5.1.1. ყველის საწარმოების ნედლეულით (რძით) მომარაგება

5.2. მშრალი რძე

5.3. რძის ფხვნილი

5.4 ყველის  საწყისი პროდუქტი , ტექნოლოგია და ჩვენი ინოვაციები

6.1 ყველის ექსპორტი

6.2 ყველის იმპორტი საქართველოში

7.1  სამუშაოთა ძირითადი ეტაპები

8.1 საქონლის რეალიზაციის მოცულობა

8.2 სეზონურობის მოსალოდნელი რხევები

8.3 მოგება დაბეგვრის გარეშე          3

8.4  მოგება გადასახადების შემდეგ

9.1. მთავარი რისკ ფაქტორები

9. 2. არაპროფესიონალი კადრები 

კადრები რძის საწარმოში
სადემოსტრაციო ამონარიდი ბიზნეს გეგმიდან

დასაქმდება 13 ადამიანი – ერთი საწარმოს მმართველი, 7 ადამიანი უშუალოდ საწარმო დანადგარებთან მუშაობაში,  ერთი ადამიანი ელექტროობის გამართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთი ბუღალტერი შეთავსებით და 1 ადამიანი IT მიმართულებით, 2 ადამიანი პროდუქციის მიწოდების მიმართულებით.

საწარმოში დასაქმებული 7 ადამიანი იმუშავებს უშუალოდ მანქანა-დანადგარებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ ნედლეულის გადამუშავებას და ყველის წარმოებას. საწარმოს მმართველი ზედამხედველობას გაუწევს სამუშაო პროცესს და უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს.

ელექტროობის , უფრო ზუსტად ელექტრო მოწყობილობების გამართულობის უზრუნველმყოფი პირი ზედამხედველობას გაუწევს დანადგარების გამართულად მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში ელექტროობასა და მოწყობილობებთან დაკავშირებულ პრობლემების აღმოფხვრას.

ბუღალტერი უზრუნველყოფს ფინანსური საკითხების მიმართულებით მუშაობას.

IT მიმართულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს სოციალური ქსელების მართვას, რეკლამირებით უზრუნველყოფას.

პროდუქციის მიწოდების მიმართულებით დასაქმებული ორი პირი უზრუნველყოფს ნედლეულის მოზიდვის მიმართულებით ფერმერებთან კომუნიკაციას, ასევე სადისტრიბუციო კომპანიებთან კომუნიკაციას. 

ყველის რეალიზაციის წყაროები

სადემოსტრაციო ამონარიდი ბიზნეს გეგმიდან

სასტუმროები ყველის რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია.

სასტუმროების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით, 2022 წლის მონაცემებით 2213-ია. 2021 წელს კი იყო 54-ია. თუ არ გავითვალისწინებთ კორონა ვირუსისგან გამოწვეულ ჩვარდნას რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება. სასტუმროს ნომრების საერთ რაოდენობა კი არის 45 807.

სტუმართა რაოდენობა 2022 წელს  სასტუმროებში 4 942 233 ადამიანი იყო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასტუმროებთან თანამშრომლობა დისტრიბუციის მიმართულებით ერთ-ერთ ძირითად სეგმენტს წარმოადგენს საწარმოს ფუნქციონირების პროცესში. ამისათვის – ადგილობრივი სახეობების ყველს, რომელსაც ტურისტები არ იცნობენ გაუკეთდება სპეციალური წარწერები უცხოურ ენებზე, გათვალისწინებულია სპეციალურ აპლიკაციებში შეტანა და ა.შ. 

ყველის და სასურსათო მაღაზიები – პროდუქციის რეალიზაცია რძის საწარმოდან
სადემოსტრაციო ამონარიდი ბიზნეს გეგმიდან

დღეისათვის საქართველოში მუშაობს 500-ზე მეტი ჰიპერმარკეტი და სუპერმარკეტი (ჰოლდინგი ‘’ნიკორა’’ (ბრენდები ‘’ნიკორა, ‘’ლიბრე’’, ‘’ნუგეში’’, ‘’სანდეი’’) – 200-ზე მეტი ობიექტი, ‘’სმარტი’’ – 15 ობიექტი, ‘’ფრესკო’’ – 8 ობიექტი, ‘’ფუდმარტი’’ (ბრენდები ‘’ფუდმარტი’’ და ‘’იოლი გასტრონომია’’) – 51 ობიექტი, ‘’გუდვილი’’ – 5 ობიექტი, ‘’კარფური’’ – 8 ობიექტი, ‘’ორი ნაბიჯი’’ – 95 ობიექტი, ‘’ზღაპარი’’ (‘’ზღაპარი’’, ‘’ბაია’’) – 16 ობიექტი და სხვ.), აქედან დაახლ. 300 ობიექტი თბილისშია განთავსებული. გარდა მსხვილი მოთამაშეებისა, თბილისის ბაზარზე სურსათით მოვაჭრე დაახლოებით 3,000-მდე სხვადასხვა ხარისხის სუპერმარკეტი და მაღაზია მუშაობს.

პროდუქცია განთავსდება სპეციალურ ყველის მაღაზიებში როგორიცაა მაგალითად: ყველის გალერეა, ყველის სახლი და ა.შ. ასევე შეთავაზებული იქნება ღვინის მაღაზიებისთვის რომელთაც სპეციალური ყველის დაფები აქვთ წარმოდგენილი.

სადისტრიბუციო კომპანიასთან თანამშრომლობით კი ჩვენი ყველი მოხვდება სასურსათო მაღაზიებში, როგორიცაა მაგალითად: ევროპროდუქტი, მადაგონი, მაგნიტი, ლიბრე, ორი ნაბიჯი, ნიკორა და ა.შ.
ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ მიტანის სერვისის ფირმებთანაც. საცალო ვაჭრობას ჩვენ არ განვახორციელებთ, მაგრამ ბევრია ქეითერული ფირმები, რომელთა მენიუშიც  ყველის ასორტებია წარმოდგენილი.

რძის პროდუქტების  გადამამუშავებელი საწარმოს ბაზრის სეგმენტების წლიური ხვედრითი წილი

სადემოსტრაციო ამონარიდი ბიზნეს გეგმიდან

ჯამური მოსალოდნელი სურათი ასეთია

კერძო პირები                               20%

რესტორნები და სასტუმროები 35%

მაღაზიები                                     20%

ექსპორტი                                      25%


პირველ სამ წელიწადში იწარმოება 3 000 000 დოლარის ყველი, თავდაპირველად ბაზარზე მოცემული ცხრილის შესაბამისი გადანაწილება იგეგმება, ბაზრის ათვისების შემდეგ კი იგეგმება ექსპორტის გაზრდა. 

ყველის ტიპები

მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის

საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ ყველის სამშობლოც არის, თუმცა ის ფაქტი, რომ ყველის დამზადების ტრადიციები ათასწლეულებს ითვლის ცოტამ თუ იცის.
სხვა ქვეყნებში ყველის დამზადება 4000 წელს ითვლის, ჩვენში კი 8000 წლის წინანდელი ყველის შესანახი ჭურჭელია შემონახული. შეუძლებელია ზუსტად ითქვას ქართული ყველის რამდენი სახეობა არსებობს, ძალიან ბევრი დაკარგულია, ბევრიც კი ოჯახებშია შემონახული.

თუმცა დაახლოებით ქარ­თუ­ლი ყვე­ლის რუ­კა­ზე 60-მდე სა­ხე­ო­ბის ყვე­ლია. ეს ფაქ­ტი ადას­ტუ­რებს იმას, თუ რო­გორ უყ­ვართ ქარ­თვე­ლებს ყვე­ლი და რამ­ხე­ლა ად­გი­ლი უკა­ვია ამ პრო­დუქტს ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ა­ში. თი­თო­ე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის ყველს თა­ვი­სი წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა და წესი აქვს, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ერთი რამ აუცილე­ბე­ლია – ყვე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს წარ­მო­ე­ბი­სა და ხა­რის­ხის სტან­დარტს, რათა ის უსაფრ­თხო და გემ­რი­ე­ლი იყოს. 

ყველის სახეობები

მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის

დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია 14 სახეობის ყველი. ესენია:

თუშური გუდის ყველი

მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის

თუშური გუდის ყველი  აღმოსავლეთ საქართველოს ყველაზე ცნობილი ყველის სახეობაა. მის ამოსაყვანად ბატკნის სადედს, ანუ მაჭიკს იყენებენ, ამოყვანილ ყველს აძლევენ ფორმას, ამარილებენ, ათავსებენ ცხვრის ტყავისგან მომზადებულ გუდაში (თავის მხრივ, გუდას მატყლის მხარე შიგნით აქვს, რისი დამსახურებითაც  ტენიანობის საჭირო  დონეს უზრუნველყოფს, ამის გამო ყველი არ შრება), მოუკრავენ გუდას პირს, დებენ ხის წვრილ ტოტებზე, რომ ჰაერმა იმოძრაოს და არ დალპეს. გუდას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყველმა თანაბრად მიიღოს მარილი და შეინარჩუნოს მრგვალი ფორმა. მეორე დღეს უმატებენ მარილიან წყალს – წათხს და პერიოდულად კვლავ ატრიალებენ. გუდაში ყველის შენახვა დიდი ხნითაა შესაძლებელი.

ჩოგი
მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის

თუშური ყველის კიდევ ერთი სახეობაა ჩოგი, იგი ერთგვარი კრემყველია, რომელიც პურზე წასმულს ჭამენ. აგვისტოში ცხვრის რძე განსაკუთრებული ცხიმიანობით გამოირჩევა. ამ დროს  რძეს კასრში ათავსებენ, ათბობენ და კვეთს ანუ სადედს უმატებენ, შრატისგან დაწურულ ყველს ჯერ კასრში ავარგებენ, შემდეგ ყველი უნდა გაშრეს მზეზე.

კალტი
მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის

კალტი გუდის ყველის თანმდევი პროდუქტია. დარჩენილ შრატს წამოადუღებენ, აჭრისას მიღებულ ხაჭოსებრ მასას ჯერ ნაჭრის ტომსიკებში ჩადებენ, რომ დაიწუროს, შემდეგ კი მარილთან გადაზელენ და მზეზე გამოაშრობენ. საბოლოოდ, კალტსაც თუშები ცხვრის გუდაში ინახავენ.

ტენილი ყველი
მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის

ტენილი ყველი ქართული კულინარიის ნამდვილი მარგალიტია, რომელსაც დღეს ძალიან ცოტა მეყველე ამზადებს. ტენილი ყველის მომზადება ხანგრძლივი პროცესია. ნაღებმოხდილ, ცხელ რძეს მაჭიკისგან  დამზადებული კვეთით შეადედებენ, აჭრილ მასას ერთად მოაგროვებენ და ცხელ შრატშივე მოაგუნდავებენ. შემდეგ ამ გუნდას შუაში გახვრეტენ და ხელის სწრაფი მოძრაობით გრძელ, წვრილ, ძაფებს ამზადებენ. სირთულეს ის წარმოადგენს, რომ ამ პროცესის განმავლობაში ქვაბში ცხელი შრატი უნდა ესხას, თუ შრატი გაცივდა, ყველი არ გაიწელება და სათანადოდ არ დაწვრილდება. შემდეგ ყველის ძაფებს ცივ წყალში გადაიტანენ, გაავლებენ, მარილწყალში ჩადებენ, შემდეგ კი ხარიხაზე გაკიდებენ დასაწრეტად. შემდეგი ეტაპი ყველის ძაფების დაჭრა-შეშრობა და გობზე გადატანაა ნაღების თანხლებით. 2 დღე ყველი გობზე იწრიტება, შემდეგ კი კოჭობებში ანუ  ქოთნებში ტენიან, ერბოს მოასხამენ, რომ პირი შეიკრას, ტილოთი მოუკრავენ პირს და სარდაფში, ნაცარზე გაფენილ ტილზე მოამხობენ. ამ დროს  ყველი იწრიტება ზედეტი სითხისგან. ის ორი თვის განმავლობაში უნდა დავარგდეს.

ტენილი ყველი იმ მხრივაა საინტერესო, რომ გამოირჩევა არა მხოლოდ განსაკუთრებული გემოთი, არამედ, ვიზუალურადაც. ამ ყველს ერთი თავისებურება გააჩნია – ინახება გრილ ადგილას, მაგრამ მაცივარში იგი კონსისტენციას იცვლის და ასე ცივად შენახვას არ გვირჩევენ. 

ყველის სახეობები მსოფლიოში და ქართული ყველის კონკურენტები

მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის 

მსოფლიოში ყველის 2000-მდე სახეობაა რეგისტრირებული და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება.

ყველაზე გავრცელებული, ფრანგული კლასიფიკაციის მიხედვით ყველი შემდეგ სახეობებად იყოფა:

ახალი ყველი რომელიც გემოთი და კონსისტენციით ძალიან წააგავს უნაზეს ხაჭოს. ამ ტიპის ყველი არ ექვემდებარება დაწნეხვას და არ შეიცავა მარილს. მათი უმრავლესობა გამოიყენება სალათების დასამზადებლად. მათ მიეკუთვნება რიკოტა, მოცარელა, ფეტა, მარსკაპონე

რბილი ყველი ობიანი კანით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყველის სახეობაა, უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლებია ფრანგული ყველი ბრი და კამამბერი. ეს ყველი ცნობილი იყო ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში და ძალიან პოპულარული იყო საფრანგეთის სამეფო კარზე. ამ ყველს აქვს მონაცრისფრო შეფერილობა თეთრი “კეთილშობილი” ობის ფენის ქვეშ. ყველის მასას რძიდან ამოღების შემდეგ წნეხავენ და შემდეგ აშხეფებენ სპეციალური სოკოს ხსნარს.

დაწნეხილი ყველი მათი წარმოება საკმაოდ შრომატევადი და რთულია, ყველის მასა გროვდება, ქუცმაცდება და იდება ფორმაში სადაც იწნეხება. ყველი გარკვეული დროის განმავლობაში შრება, მკვრივდება, რის შემდეგაც ამოაქვთ ფორმიდან და ამუშავებენ წათხში. ამ პროცესის შემდეგ ყველი გადააქვთ სპეციალურ ფორმებში სადაც განიცდის დამწიფებას, რომლის განმავლობაში მას პერიოდულად ამარილებენ, აბრუნებენ, ასუფთავებენ. ყველი ღებულობს ერთგვაროვან შეფერილობას. აქვს მაგარი კანი, ყველის მასა არის მოყვითალო შეფერილობის მკვრივი და ნაზი კონსისტენციის. დამწიფების პროცესი თითქმის 1_12 თვე გრძელდება. ამ ტიპის ყველის ძირითადი წარმომადგენლებია ედამერი, ჩედერ, კანტალი, ჰოლანდიური ყველი და სხვა.

დაწნეხილი მოხარშული ყველი. დაწნეხილი ყველისაგან განსხვავებით ამ ტიპის ყველის მომზადებისას დვრიტის ფერმენტების დამატების და დაყოვნების შემდეგ, მიღებული მასა 600ჩ-მდე ცხელდება და მხოლოდ ამის შემდეგ იწნეხება. ამ ჯგუფის ყველის თავები ძირითადად დიდია ხასიათდებიან ღია ფერის კანით, ღია ყვითელი ნასვრეტებიანი მაგარი კონსისტენციით, მათ განმასხვავებელ თავისებურებას წარმაოდგენს მოტკბო გემო და ნაზი არომატი. დამწიფების პროცესი ერთ წლამდე გრძელდება.ამ ტიპის ყველის მნიშვნელოვანი წარმომადგენლებია პარმეზანი, კონტე, ბოფორი და სხვა.

ცისფერი ყველი. ამ ტიპის ყველს ეს სახელწოდება მასში განვითარებული ობის მომწვანო-მოცისფრო ფერის გამო ეწოდა. მათი დამზადება ითვალისწინებს ყველის მასაში მომწიფებამდე ობის კულტურის სპორების შეტანას, გარდა ამისა ჰაერის უკეთესი მიწოდების მიზნით მასაში სპეციალური გრძელი ხის ჩხირით კეთდება ნაჩხვლეტები. ცისფერი ყველისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული მკვეთრი არომატი და გემო. ამ ყველის ფანატები თვლიან, რომ ყველის მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანს ასეთი ყველი არ შეუქმნია. ამ ყველებიდან განსაკუთრებით პოპულარულია როკფორი.

მდნარი ყველი. ყველის ყველაზე ახალი სახეობაა. იგი პირველად დაამზადა შვეიცარელმა ვალტერ ჰერბერმა 1911 წელს. ხოლო 1916 წელს ჯეიმს კრაფტმა დააპატენტა ამ ყველის წარმოების მეთოდი, შექმნა თავისი სახელწოდების ფირმა და დაიწყო პროდუქციის საწარმოო გამოშვება. ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ყველისაგან განსხვავებით, მდნარი ყველის მიღების ტექნოლოგიური მეთოდები მუდმივად ახლდება და იხვეწება. მდნარი ყველი მიიღება ნატურალური ყველების სხვადასხვა კომბინაციის დაქუცმაცებით, დნობით და სხვადასხვა დანამატების დამატებით. დანამატის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ხაჭო, კარაქი, მშრალი რძე. ზოგ შემთხვევაში გამოიყენება სანელებლები, ტომატი და სხვა. ამ ტიპის ყველის ცხიმიანობა მერყეობს 30-60% ფარგლებში. კონსისტენცია იცვლება საცხისებურიდან _ მკვრივამდე, გემო მკვეთრიდან _ ტკბილამდე. 

ყველის დავარგება

სადემოსტრაციო მაგალითების ბიზნეს გეგმისათვის

ყველის  გემოსა და ტექნოლოგიას  მნიშვნელოვნად განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობები.
ყველს აძველებდნენ, ავარგებდნენ რამდენიმე ძირითადი საჭიროების გამო, მაგრამ ამ პროცესში იკვეთებოდა იმ კონკრეტული კუთხისათვის დამახასიათებელი გემოვნური მახასიათებლებიც.

ჩვენი საწარმო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ყველის დავარგების  პროცესს. ჩვენ ვიცნობთ ამ ტექნოლოგიებს და ვგეგმავთ, სპეციალური დავარგების ბლოკის შექმნას, რომელიც გარდა ჩვენი პროდუქციისა შეიძლება მოემსახუროს სხვა საწარმოებსაც (დავარგების კუთხითაც ). 

ყველის საწარმოების ნედლეულით (რძით) მომარაგება

მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის 

რძის  სიმცირე მაინც პრობლემად რჩება.

ამ ეტაპზე ბაზარზე ნედლი რძე დიდი უპირატესობით დომინირებს და მისი წილი 90%-მდეა, შესაბამისად, დანარჩენი % ფხვნილით დამზადებულზე მოდის.

ამის მიუხედავად, ბაზარზე ნედლი რძის სიმცირეა, რის გამოც რძის პროდუქტების, განსაკუთრებით კი ყველის მწარმოებლებს, ალტერნატიული საშუალებების, განსაკუთრებით შესქელებული რძისა და რძის ფხვნილის გამოყენება უწევთ.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში 587.9 მლნ ლიტრი რძე აწარმოეს, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 574.7 მლნ ლიტრი იყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის დეკემბრის მდგომარეობით რძე და ყველი წლიურ ჭრილში 17,5%-ით არის გაძვირებული.

წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 206.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.

ყველის ექსპორტი

მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის

ქართული ყველის ექსპორტი მცირეა, მცირეა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც, თუმცა სტატისტიკის მიხედვით მასზე მოთხოვნა მზარდია.

2022 წლის იანვარ-ივლისში 374 680 დოლარის ქართული ყველი და ხაჭო გავიდა ექსპორტზე, სულ 35 ტონა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 8.2%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში წარმოებული ყველი სულ 7 ბაზარზე შედის, საექსპორტო ქვეყნებში კი აშშ ლიდერობს, სადაც საექსპორტო ქართული ყველის 85% იყიდება. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორეა კანადა.

საშუალო ფასის მიხედვით ყველაზე ძვირი ქართული ყველი ჰონ-კონგშია, 1 კილოგრამი ქართული ყველის საექსპორტო ფასი $18-ია, კანადაში  – $15, აშშ-ში – $. 

ყველის იმპორტი საქართველოში
მაგალითები ბიზნეს გეგმისათვის 

ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ იმპორტულ პროდუქციას, მათ ფასებს და ვგეგმავთ ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქციის ნაწილი.

საქართველოში დიდია  ყველის იმპორტი, ღირებულებით გამოსახულებაში 41%-იანი ზრდაა, მოცულობა კი მხოლოდ %-ით არის გაზრდილი. სულ 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ .8 მლნ დოლარის 2 372 ტონა ყველი იყიდა (2021 წლის იანვარ-ივლისში 7,65 მლნ დოლარის 2000 ტონა).

ყველის და ხაჭოს იმპორტიორი ქვეყნები:

გერმანია – $2.17 მლნ – 438 ტონა

თურქეთი – $1.543 მლნ – 403 ტონა

რუსეთი – $1.451 მლნ – 463 ტონა

პოლონეთი – $1.093 მლნ – 201 ტონა

ნიდერლანდები – $0.976 მლნ – 180 ტონა