რძე და რძის პროდუქტები

რძე და რძის პროდუქტები, როგორებიცაა ყველი, მაწონი და იოგურტი ცილებით და კალციუმით მდიდარი წყაროებია. ამის გამო ისინი შედიან ჯანსაღი კვების და რაციონალური დიეტის შემადგენლობაში, თუმცა უმჯობესია მიიღოთ ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები და მოხდილი ან ნახევრად მოხდილი რძე. ცილები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისა და რეგენერაციისთვის, ხოლო კალციუმი ეხმარება ძვლებს და კბილებს გამყარებაში და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. რძის პროდუქტებში შემავალი კალციუმი დამატებით გამოირჩევა იმით, რომ ამ სახით ორგანიზმი უკეთესად ითვისებს მას.

რძის პროდუქტებში ცხიმების ჯამური რაოდენობა განსხვავდება პროდუქტის ტიპის და დამზადების ტექნოლოგიის მიხედვით. ზრდასრული ადამიანებისთვის უმჯობესია ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტების მიღება, ეს ცხიმები წარმოადგენენ ნაჯერ ცხიმებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გასუქება და ჭარბწონიანობა. ამ კლასის ცხიმების ხშირად, დასაშვებზე მეტი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს სისხლში ქოლესტერინის დონის მატება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ან გაჟონვის განვითარების საფრთხე. თუმცა იგივე ცხიმები ბავშვებისთვის წარმოადგენს კალორიების წყაროს და ასევე აუცილებელ მინერალებს და ვიტამინებს როგორებიცაა B2 და B12 ვიტამინები. ცხიმის, მარილის და შაქრის რაოდენობების განსაზღვრა შეგიძლიათ თითქმის ნებისმიერ პროდუქტზე მათი შემადგენლობის შემოწმებით. გაიგეთ მეტი პროდუქტის შემადგენლობის და კვებითი ღირებულების ეტიკეტის შესახებ. გაიგეთ მეტი ცხიმების შესახებ.

თუ თქვენ გსურს თქვენს რაციონში ცხიმების რაოდენობის შემცირება, ეცადეთ შეარჩიოთ ნაკლებ-ცხიმიანი (1-1.5% ცხიმის შემცველობით), მოხდილი, ან ნახევრად მოხდილი რძე, ასეთი სახის რძე შეიცავს ყველა საჭირო მინერალს, ვიტამინს და მკვებავ ნივთიერებას, მაგრამ შეიცავს ნაკლებ ცხიმს.

ყველი ჯანსაღი კვების შემადგენელი ერთ-ერთი კომპონენტია, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ყველი გამოირჩევა მაღალი ცხიმიანობით და ასევე შეიძლება მარილის დიდი რაოდენობით შემცველობითაც კი, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ამიტომ აკონტროლეთ მისი მიღების სიხშირე და რაოდენობა. საკვები, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 20 გრამზე მეტ ცხიმს, ითვლება მაღალ ცხიმიანად.

რძის სხვა პროდუქტები, კერძოდ კი კარაქი, ნაღები, არაჟანი და ა.შ. რომლებიც გამოირჩევიან ცხიმების განსაკუთრებით მაღალი შემცველობით, ბალანსირებული და რაციონალური კვების მიხედვით განიხილებიან, როგორც ცხიმიან საკვებთა კატეგორიაში და არა როგორც რძის პროდუქტებში, ცხიმის დიდი რაოდენობით შემცველობის შედეგად. შესაბამისად ამ ტიპის რძის პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება არ არის სასურველი და სჯობს აარჩიოთ ნაკლები ცხიმის შემცველი ალტერნატივები. მაგალითად არაჟნის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხაჭოსა და მაწვნის ნარევი. კარაქის მაგივრად შედარებით ნაკლებცხიმიანი სპრედი და ა.შ.

რძის ნაწარმი ორსულებისთვის და ბავშვებისთვის:

რძის პროდუქტები ძალიან მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, რადგან კალციუმი ეხმარება ბავშვის ძვლების ნორმალურად ჩამოყალიბებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის დრის საჭიროა მოვერიდოთ ზოგიერთი ტიპის ყველს და ზოგიერთ რძის პროდუქტს, რომელმაც შეიძლება გაწყინოთ თქვენ ან თქვენს ნაყოფს. ორსულმა ქალებმა უნდა დალიონ მხოლოდ პასტერიზებული რძე, თუმცა შესაძლებელია არაპასტერიზებულის დალევაც, ოღონდ აუცილებლად წამოდუღების შემდეგ. ორსულებისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თხის ან ცხვრის არაპასტერიზებული რძის დალევა, ან მათგან დამზადებული პროდუქტების მიღება, როგორიცაა მაგ. ცხვრის რბილი ყველი. ზოგადად ორსული ქალები უნდა მოერიდონ რბილი ყველის მიღებას, მიუხედავად იმისა პასტერიზებული რძითაა დამზადებული თუ არაპასტერიზებულით, რადგან ასეთი ყველი შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით ლისტერიებს – ბაქტერიებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მუცლის მოშლა, მკვდრადშობა, ან სხვა მძიმე დაავადებები ახალშობილებში. გამაგრებული ყველები, როგორიცაა ქარხნის ყველი, ფეტა, პარმეზანი და სხვა მსგავსი ყველი, ასევე ხაჭოც ითვლება უსაფრთხოდ ორსულებისთვის. გაიგეთ მეტი თუ რას უნდა მოერიდოთ ორსულობის დროს და სწორი კვების შესახებ ორსულობის დროს.

ხუთ წლამდე ბავშვებისთვის

ბავშვებისთვის რძე და რძის პროდუქტები ბავშვთა კვების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ისინი წარმოადგენენ ცილების და ენერგიის შესანიშნავ წყაროს და ასევე შეიცავენ ვიტამინების და მინერალების ფართო სპექტრს. განსაკუთრებით კი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავენ კალციუმს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებში ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებაში.

რეკომენდირებულია ექვს თვემდე ბავშვები იკვებებოდნენ მხოლოდ დედის რძით, მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ აუცილებლად გამოიყენეთ ბავშვის საკვები დედის რძის ფორმულის შესაბამისობის მიხედვით და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ძროხის რძე ერთ წლამდე ბავშვის კვებისთვის, რადგან ძროხის რძე არ შეიცავს ბავშვისთვის აუცილებელ მინერალების ბალანსირებულ რაოდენობას. გაიგეთ მეტი ბავშვთა კვების შესახებ.

ექვსი თვის შემდეგ უკვე შესაძლებელია ბავშვს მისცეთ ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს ძროხის რძის, როგორიცაა მაგ. ყველის შემცველი სოუსები, ნადუღი და ა.შ. მაგრამ ერთ წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება შედედებული, ან შესქელებული რძის, მშრალი, ან აღდგენილი რძის მიცემა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ორ წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია მოუხდელი რძის მიცემა, რადგან მათ ესაჭიროებათ მეტი კალორიები და აუცილებელი ვიტამინები, ხოლო ორი წლის შემდეგ უკვე შესაძლებელია თანდათან გადავიყვანოთ ნახევრად მოხდილ რძეზე, როდესაც ისინი უკვე იკვებებიან სხვადასხვა საკვებით და იზრდებიან ნორმალურად, მაგრამ ხუთ წლამდე ბავშვები არ გადაიყვანოთ მოხდილ ან 1% ცხიმის შემცველობის რძეზე, რადგან ასეთი რძე არ შეიცავს კალორიების და A ვიტამინის საჭირო რაოდენობას.

1-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელი დღიური ნორმა შეადგენს 350 მგ კალციუმს, რაც შედის დაახლოებით 300 მლ რძეში.

ცხვრისა და თხის რძე

ძროხის რძის მსგავსად, ცხრისა და თხის რძეც არ არის ერთ წლამდე ბავშვებისთვის დასაშვები, რადგან არ შეიცავენ მკვებავი ნივთიერებების საჭირო ბალანსს, მაგრამ ერთი წლიდან უკვე შესაძლებელია მისცეთ ბავშვს თხის ან ცხვრის რძე, ოღონდ მხოლოდ პასტერიზებული.

პასტერიზაცია

პასტერიზაცია არის თერმული დამუშავების პროცესი ბაქტერიების მოსაკლავად, რომ პროდუქტმა არ გამოიწვიოს ადამიანის მოწამვლა. უმეტესი წილი რძისა და რძის პროდუქტებისა პასტერიზებულია, მაგრამ ხშირად სოფლის რძის, ან არაჟნის ყიდვის შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ისინი შეიცავდნენ მომწამლავ ბაქტერიებს, ამიტომ სჯობს მოერიდოთ. აუცილებლად წამოადუღეთ ასეთი რძე სანამ მიირთმევდეთ. გაითვალისწინეთ, რომ რძეში ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება და ამიტომ ყურადრება მიაქციეთ, რომ ტრანსპორტირების ან შენახვის სამაცივრე პირობები იყოს სწორედ დაცული. ბავშვები, ავად მყოფი ხალხი, ორსულები და მოხუცებულები უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან მომწამვლელი ბაქტერიების მიმართ და ამიტომ სჯობს მოერიდონ არაპასტერიზებულ რძესა და მათგან დამზადებულ პროდუქტებს.

რძისადმი ალერგიულობა

რძისადმი რეაქციას იწვევს სამი მიზეზი, მაგრამ რძე და რძის პროდუქტები იმდენად მნიშვნელოვანი წყაროა საჭირო მინერალების და ვიტამინების, რომ სჯობს არ მოაკლოთ თქვენი ან თქვენი ბავშვების რაციონში ექიმთან ან დიეტოლოგთან კონსულტაციის გარეშე.

რძის შაქართან – ლაქტოზასთან შეუთავსებლობა

ზოგირთი ადამიანი ვერ ინელებს შაქრის სპეციალურ ტიპს – ლაქტოზას, რომელიც გვხვდება რძეში, რასაც ლაქტოზის შეუთავსებლობას ეძახიან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გასიება ან კუჭის აშლილობა – დიარეა, მაგრამ არ იწვევს მწვავე შედეგებს.

იმუნოგლობულინი E (IgE)-სთან დაკავშირებულირძის ალერგია

ასეთი სახის ალერგიული რეაქცია ძირითადად ხდება ძროხის რძის მიღებიდან რამდენიმე წუთში და შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე რეაქციები, მაგრამ უმეტესწილად სიმპტომები უფრო რბილია. სიმპტომები შესაძლოა იყოს დაფოთვლა/გამონაყარი, ტუჩის გასიება, კუჭის აშლილობა – დიარეა, პირღებინება, სპაზმი კუჭში ან მუცელში, ან სუნთქვის გაძნელება. ზოგიერთ შემთხვევაში რძის ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსი – ექსტრემალური ალერგიული რეაქცია, როდესაც ორგანიზმი ხდება ჰიპერმგრძნობიარე. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, რადგან შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად გამოიწვიოს პირის ღრუს გასიება, სუნთქვის გაძნელება და გონების დაკარგვაც კი. გაიგეთ მეტი საკვების ალერგიის შესახებ.

რძის სხვა ალერგია

ცნობილია როგორც იმუნოგლობულინ E (IgE)-სთან დაუკავშირებელი ძროხის რძის ცილის მიმართ ალერგია, რაც ადრე ცნობილი იყო, როგორც ძროხის რძის ცილის მიმართ შეუთავსებლობა. ამ ტიპის ალერგია განსხვავდება იმუნოგლობულინ E-სთან დაკავშირებულ რძის ალერგიისგან და ლაქტოზის მიმართ შეუთავსებლობისგანაც. ამ ტიპის ალერგია უმეტესწილად გვხვდება ბავშვებში, თუმცა ზრდასრულებშიც შესაძლოა გამოვლინდეს. ბავშვებს ამ ტიპის ალერგიულობის შემთხვევაში სიმპტომები უჩნდებათ ძროხის რძის პირველივე მიღებაზე. სიმპტომები შესაძლოა იყოს ეგზემა, შესიება, კუჭის აშლილობა – დიარეა და კუჭის ან მუცლის სპაზმი. დაფოთვლა/გამონაყარი და სუნთქვის გაძნელება ამ შემთხვევაში არ ხდება, ეს სიმპტომები იმუნოგლობულინ E (IgE)-სთან დაკავშირებულ რძის ალერგიის შემთხვევაში ვლინდებიან.

IgE-სთან დაკავშირებულ რძის ალერგიისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში სიმპტომები შესაძლოა გამოვლინდეს რძის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში, ან რამდენიმე დღეშიც კი. ამის გამო, რადგან სიმპტომები შესაძლოა დიდი ხნით დაყოვნდეს ასეთი ალერგიის გამოვლენა ხშირად დროს მოითხოვს და არ არსებობს რაიმე მარტივი ტესტი მის დასადგენად. ალერგიულობის ეს ტიპი ხშირად ბავშვებს მიყვებათ სკოლის ასაკამდე და ძალიან იშვიათ შემთხვევაში გრძელდება მოწიფულობის ასაკამდე.

როგორც ნებისმიერი ტიპის ალერგიულობის ან შეუთავსებლობის გამოვლენის დროს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ ან თქვენი შვილები ხართ ალერგიული ან გაქვთ რომელიმე ტიპის შეუთავსებლობა საკვების მიმართ, ამ შემთხვევებშიც აუცილებელია მიმართოთ ექიმს გართულებების თავიდან ასაცილებლად.