ონის ბუნება

ვინც რაჭაში ყოფილა, უკვე იცის და ვისაც ეს სიამოვნება წინ ელის, ვეტყვი, რომ რაჭის სილამაზის შესახებ საუბარი ნიშნავს, რომ სათქმელის ნახევარსაც ვერ ამბობ.

ზღვის დონიდან 2800 მეტრზე აზიდული, ხშირი ტყეებით დაფარული მთები, რომლებიც გაზაფხულიდან შემოდგომამდე მწვანედ ბიბინებს, შემოდგომაზე ჭრელ ფარდაგს ემსგავსება, ზამთარში კი თოვლის საბურველში ეხვევა;

მთებში შეყუჟული სახლებიდან მხიარული საუბრის ხმა, რაჭული ლორის, ლობიანის ოხშივარი გამოდის – ე.ი. აქ „ხვანჭკარას“ აჭაშნიკებენ;

ბუბას, კირტიშოს მყინვარები, ჭიორისა და ხიხათის მთები სამოთხეა მოლაშქრეებისთვის; ტბებიდან – უძიროდან და სასვანოდან კი კავკასიონის მწვერვალები ჩანს.

ყველაფერი ეს საკუთარი თვალით უნდა ნახო.

წყარო: georgia.travel

ონს გაუმარჯოს!
ონელებს სალამი!