როდესაც ადგილმდებარეობაზე არჩევანს გააკეთებთ, აუცილებლად უნდა გამოიკვლიოთ მიწის ნაკვეთი გეოლოგიურად. არის თუ არა სეისმურად მდგრადი, აღნიშნული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნისთვის.
ასევე აუცილებელია მოიძიოთ ინფორმაცია არის თუ არა თქვენ მიერ შერჩეული მიწა მეწყერ საშიშ ზონაში, რადგან პირველ რიგში მსგავსი ადგილის არჩევა არ არის უსაფრთხო და ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მეწყერ საშიშ ზონაში დიდია ალბათობა დაეცეს მიწის საფასური.
მაგალითად 5 ყველაზე საშიში ზონა საქართველოში არის აჭარის რეგიონი, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი, ზემო სვანეთი, თერგისა და არაგვის აუზები და მათ შორის თბილისიც, რადგან თბილისში მე-20 საუკუნეში ღვარცოფებით 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის ყიდვა არც ისე მარტივია, აუცილებლად უნდა გათვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რჩევა და ინფორმაცია, მკაფიოდ განსაზღვროთ თქვენი ინტერესები და მიწის ნაკვეთის ყიდვის არჩევანი ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მიიღოთ.
წყარო: https://miwebi.ge/ra-unda-gaitvaliswinot-miwis-shedzenamde/