ზესტაფონის ღირსშესანიშნაობები

ზესტაფონის ახლოს შეგიძლია მოინახულო ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, რომელიც ფარნავაზ მეფის დროსაა აგებული. ციხე დიდი იყო, თანაც იმდენად, რომ მის ტერიტორიაზე მთელი ქალაქის მოსახლეობა ეტეოდა.

აქაა დიკლაურის, საზანოს, ტაბაკინის ციხეები, VI საუკუნეში აგებული ტაბაკინის ეკლესია, XI საუკუნის ზედა საქარის ტაძარი და თამარის ხიდი – სოფელ ჭალატყეში.

აუცილებლად უნდა ნახო სამცვერას ულამაზესი ჩანჩქერი. მისი და, ზოგადად, ზესტაფონის სტუმრობა ნებისმიერ სეზონზე შეგიძლია. უბრალოდ, გაითვალისწინე, რომ აქაურობა ცივი ზამთრითა და მშრალი ზაფხულით გამოირჩევა.

ეს კლიმატი აქაურ ვაზის ჯიშებს – ციცქას, ცოლიკაურსა და კრახუნას განუმეორებელ არომატს აძლევს. ამდენად, მათგან დაყენებული ღვინოების დაგემოვნება ნამდვილად ღირს.