ზუგდიდის ისტორია

ზუგდიდის ისტორიული დასაწყისი ლეგენდარულ კოლხეთში აქვს. ის იყო კოლხეთის ნაწილი, რომლის ისტორიულობს და უაღრესად საინტერესო წარსულს ხაზს უსვამს მითი არგონავტების შესახებ. ზუგდიდი ისტორიულად სამეგრელოს სამთავროს სატახტო ქალაქი იყო და შესაბამისად მის პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.

ტოპონიმი „ზუგდიდი“ წარმოადგენს ხანგრძლივი კვლევის საგანს. მასზე მუშაობდნენ ისეთი მკვლევარები, როგორებიც არიან ი.გიულდენშტედტი, მ.ბროსე,   სახელწოდება „ზუგდიდი“ ნაწარმოებია   მომდინარეობს მაცხოვრის კარის ტერიტორიაზე მდებარე ზეგნიდან.

სახელწოდება ზუგდიდი უფრო მეტად ძველ წყაროებშია მოხსენიებული. XVI საუკუნის ოდიშის ამბების დახასიათებაში წერია „ზუგდიდი“. აფხაზეთის საკათალიკოსოს 1621 წლის მისაღებშიც „ზუგდიდია“ მოხსენიებული. ილორის წმინდა გიორგის ხატის 1656 წლის ჩანაწერებშიც ლევან II დადიანი ამ სახელს ორჯერ ახსენებს. ერთხელ მანუჩარის გარდაცვალებისას 1611 წელს, მეორედ 1636 წელს, როცა ჩხარის მცხოვრებლები „მოასხა ზუგდიდის“. ზუგდიდს იხსენიებს არქანჯელო ლამბერტი, რომელიც 1633–1649 წლებში ცხოვრობდა სამეგრელოში.ქალაქს ასევე მოიხსენიებს XVII საუკუნეში კასტელი.

მართალია ბოლომდე არ დასტურდება, მაგრამ უფრო მეტია შანსია იმისა, რომ ქალაქის ნამდვილი სახელი ყოფილიყო „ზუგდიდი“, ხოლო „ზუბდიდი“ მისი გარდასხვაფერებული სახელია.

ქალაქს ამ სახელით წერილობით XVII საუკუნიდან იხსენიებენ. მანამდე ის წარმოადგენდა სავაჭრო ცენტრს, ისიც იმიტომ, რომ აქ იყო დადიანის სასახლე და სამთავრო ტახტი. ზუგდიდის ქალაქად ფორმირება XIX საუკუნის 30–40 წლებიდან იწყება. არქანჯელო ლამბერტი წერს: „ზუგდიდი შენდება ვრცელ მინდორზე, რომელსაც საძღვრავენ: აღმოსავლეთით სასახლე და ბაღი დადიანისა, ჩრდილოეთით რამდენიმე სასახლე და პატარა მდინარე, დასავლეთით დროებითი სასახლე თავადი გრიგოლისა, ძველი სასახლე მთავრისა და დაღმართით, წყლისაკენ რომელზედაც დამწკრივებულია სახლები და მათ შორის ახალი, ჯერ კიდევ მოუთავებელი სახლი თავად გრიგოლისა და დასასრულს, სამხრეთით, საკმაოდ ვრცელი ბაზარი, აგებული დავით დადიანისაგან,რომელსაც ეტყობა სახეში ჰქონია დაეფუძნებია აქ დიდი ვაჭრობა თავის ქვეყნის მიწის ნაყოფისა და ერთმანეთთან თუ გარეშეებთან დაახლოებით გაევრცელებინა იდეები განათლებისა. რამდენიმე ასეული სახლი გაშენდა აქ ორ–სამ წელს საყოველთაო სასარგებლოდ, თუ ეს მოძრაობა გაგრძელდა, ზუგდიდს მალე დაიტყობა აყვავება“.

1830 წელს გრიგოლ დადიანი აგებს ზუგდიდის ვლაქერნის სახელობის ღვთისმშობლის ეკლესიას, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს ზუგდიდს. მთავარს გასჩენია იდეა, რომ ტაძრის მიმდებარე ტერიტორია და შემდეგში ქალაქიც  გრიგოლოპოლად ყოფილიყო წოდებული. ამისთვის იმპერატორისთვისაც მიუმართავს, თუმცა მას შემოუთვლია, რომ ზუგდიდი ჭაობისა  და ხავსის სამფლობელოა და მაშინღა ეწოდებოდა სახელი, როცა ის აშენდებოდა.

დავითის დროს ზუგდიდი „მ,აზრად“ გადაკეთდა. მაზრის მდივანბეგები იყვნენ თეიმურაზ აგიაშვილი, კაცია ჩიჩუა და დუტუ დადიანი. 1851 წელს ზუგდიდის მოსახლეობა 2000–ს შეადგენდა.1848 წელს ზუგდიდში აბრეშუმის ძაფსახვევი ქარხანა აშენდა, რომელიც პისრველი სამრეწველო საწარმო იყო სამეგრელოში.

1850 წელს ზუგდიდში არყის სახდელი ქარხანა აშენდა. დავით დადიანის სახელთან არის დაკავშირებული კულტურული ფუნქციის განვითარება: 1844–45 წლებში ბიბლიოთეკის დაარსება, სადაც დაცული იყო საქართველოს უძველესი ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნები. ბიბლიოთეკაში წარმოდგენილი იყო თავისებური ლიტერატურული სალონი, სადაც იკრიბებოდნენ ალ.ჭავჭავაძე, გ.ორბელიანი, პ.იოსელიანი, გ.დადიანი და სხვები.

ზუგდიდი გარდა იმისა, რომ სამთავროს სატახტო იყო, სამაზრო ცენტრსაც წარმოადგენდა. ამ დროიდან იწყება ზუგდიდის აღორძინება და გაქალაქება, ის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად იქცა მომრავლებული ვაჭრებისა და ხელოსნების დუქნებით დამშვენებული. საფუძველი ჩაეყარა აგრეთვე მრეწველობას,. 1848 წელს გრაფ როზმორდიუკმა (საფრანგეთის თბილისელი კონსულის შვილი) და უფლისწულმა კონსტანტინე დადიანმა დაარსეს მეაბრეშუმეობის გამავრცელებელი საზოგადოება და აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, რომელმაც 1863 წლამდე იარსება.

როზმორდიუკმა ფაბრიკის აღსაჭურვად ორთქლის მანქანა და სხვა საჭირო დანადგარები საფრანგეთიდან ჩამოიტანა, ამასთან ჩამოიყვანა ამ საქმის მცოდნე ორი ფრანგი ქალი (მარი და სიუზეტი), რომლებმაც თავიანთი ხელობა ადგილობრივ მცხოვრებ ქალებსაც შეასწავლეს. პირველსავე წელს დამზადებული 13 ფუთი აბრეშუმის ძაფი საფრანგეთში გაიყიდა 3250 მანეთად. 1852 წელს, მოსკოვის გამოფენაზე ზუგდიდის აბრეშუმსახვევი საწარმოს პროდუქტმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 1850 წელს დაარსდა არყის სახდელი ქარხანა, დაახლოებით ამ პერიოდში ასევე აგურის მწარმოებელი ქარხანა.

ზუგდიდი ხელოსნობის მნიშვნელოვან ცენტრსაც წარმოადგენდა. მთელს საქართველოში განთქმული იყო ზუგდიდელ ოქრომჭედელთა, მეუნაგირეთა და სხვა საქმის ხელოსანთა ნამუშევრები. 1845 წლის მონაცემებით ზუგდიდში ცხოვრობდა 55 ხელოსანი.

ქალაქის განუმეორებელი იერსახის ჩამოყალიბებაში განაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, დავით დადიანის თაოსნობით და მეუღლის ეკატერინე ჭავჭავაძის დიდი ხელშეწყობით შექმნილმა სასახლის ბაღმა. მან უკვე XIX საუკუნის 50–იან წლებში გაითქვა სახელი ეგზოტიკური მცენარეულობის მდიდარი კოლექციით. როგორც პარკების მკვლევარები აღნიშავენ, თავისი მცენარეული მრავალფეროვნებით იგი იმ დროს ერთადერთი ყოფილა ამიერკავკასიაში. XIX საუკუნის 1844–45 წლებში ზუგდიდში ორგანიზებულ იქნა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომლის აღზრდილად ითვლება დავით დადიანის უმცროსი შვილი და ეკატერინე ჭავჭავაძის შთამომავალი, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ანდრია დადიანი.

1856 წელს ზუგდიდი ომარ ფაშს სათრეშ ადგილი.კოკისა და კახათის ბრძოლის შემდეგ მან ზუგდიდიც აიღო. გადაწვა მთავრის სასახლე და გაავერანა ბოტანიკური ბაღი.

1857 წელს ეკატერინე ჭავჭავაძე მემკვიდრეთურთ პეტერბურგ გაიწვიეს. 1867 წელს სამეგრელოში ოფიციალურად გაუქმდა მთავრის სტატუსი.

ზუგდიდის ქალაქად ფორმირების საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის გამოჩენილ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს რაფიელ ერისთავს, რომელიც 1857–1867 წლებში ზუგდიდის ბაზრის უფროსი იყო. კერძოდ,მის მიერ დაგეგმილი ქალაქის ცენტრალური ხეივანი დღესაც გამორჩეულია საქართველოს ქალაქების ფონზე თავისებურებებითა და სილამაზით. ეს ხეივანი მდებარეობს დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

კოლხეთის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას ხელს უწყობდა გეოგრაფიული მდებარეობა და საქარავნო გზები, რომლებიც მაშინდელი ევროპის, შორეული აღმოსავლეთის, ირანის, ინდოეთისა და ჩრდილო კავკასიისაკენ მიემართებოდა. მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან კოლხეთს უძველესი დროიდან ჰქონდა ურთიერთკავშირი. თქმულება არგონავტებზე სწორედ ამის დამადასტურებელია.

ზუგდიდს გაუმარჯოს!
ზუგდიდელებს სალამი!