ოზურგეთი

ოზურგეთი — ქალაქი საქართველოში, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარეებს ნატანებსა და ბჟუჟს შორის.

ისტორია

ოზურგეთი წარმოიქმნა გვიან ფეოდალურ ხანაში, იყო გურიის სამთავროს ცენტრი.ქალაქში აღმოჩენილია ვერცხლის მონეტების განძი (ოზურგეთის განძი). ქალაქად გამოცხადდა 1840 წელს. XIX საუკუნეში ოზურგეთში მოგზაურობდნენ და აღწერეს სერგი მესხმა(1878) და თედო სახოკიამ (1896). XX საუკუნის 90-იან წლებში ქალაქის ფარგლები გაფართოვდა და მისი შემადგენელი ნაწილი გახდა ყოფილი დაბა ანასეული.

ინფრასტრუქტურა

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება ურეკს, ჩოხატაურს, ქობულეთს. სარკინიგზო ხაზით უკავშირდება სადგურ ნატანებს. მანძილი თბილისამდე 325 კმ. მოსახლეობა 18,705 ათასი (2006 წ.).

ოზურგეთში არის შემოქმედის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს "გურიელების სასახლეში". ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის დაწესებულებები, 5 საჯარო სკოლა, დრამატული თეატრი. ოზურგეთში არის საფეხბურთო კლუბი "მერცხალი", რომელიც საქართველოს ჩემპიონატის I ლიგის დასავლეთ დივიზიონში ასპარეზობს და სარაგბო გუნდი "არწივები".

ქალაქში არის მუზეუმი. ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1936 წელს, თავდაპირველად მდებარეობდა გურიის გამზირზე, ჰქონდა დათმობილი 3 დარბაზი. 1974-91 წლებში მუზეუმი განთავსებული იყო გურიელის ყოფილი სასახლის შენობაში, რომელიც აგებულია 1873 წელს. 1991 წლიდან გადავიდა ყოფილი სამხედრო დიდების მუზეუმის შენობაში. მხარეთმცოდნეობის მუზეუმს 2001 წელს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ”ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი”.

მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური , ეთნოგრაფიული, დოკუმენტური, ჰერალდიკისა და სფრაგისტიკის, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველბეჭდური წიგნები.სულ მუზეუმში 6000 ექსპონატია, მათ შორის ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.

ცნობილი პიროვნებები:

ოზურგეთში დაიბადნენ:

ოზურგეთს გაუმარჯოს!
ოზურგეთელებს სალამი!