ქვევრის ღვინო
ამონარიდი : https://kvirispalitra.ge/article/28083-qvevris-ghvino-8000-tsliani-tradicia/
„დაივიწყეთ წითელი, თეთრი და ვარდისფერი ღვინოები – ქარვისფერი ღვინო ის ღვინოა, რომელიც უნდა დალიოთ ამ შემოდგომას ყლუპობით“, – ამერიკული ჟურნალი „ვოგი“.
„საქართველო აღიარებულია იმ უძველეს კერად, სადაც ველური ვაზი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 ათასი წლის წინ გააშენეს. უმეტეს რეგიონებში ღვინის დამუშავების ტექნოლოგია მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ყურძენს აქ ძველებურად ხელით კრეფებენ და ხის საწნახელში წურავენ. წვენი ჩადის მიწის ქვეშ მოთავსებულ თიხის ჭურჭელში – ქვევრში, სადაც ის დუღს ყოველგვარი დანამატებისა და მანიპულაციების გარეშე“, – LonelyPlanet, მოგზაურებისთვის განკუთვნილი პოპულარული გზამკვლევი.
„ ქვევრი საქართველოს სიამაყის, ერთიანობისა და სიძლიერის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მევენახეობა-მეღვინეობისადმი ქართველი ხალხის დამოკიდებულებას“, – ჟურნალი National Geographic.