ქარელის შესახებ

ქარელი შიდა ქართლის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ჯერ კიდევ ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იწყება. ამის დასტური სოფელ დოღლაურში აღმოჩენილი მრავალფენიანი ისტორიული ძეგლია, სადაც ანტიკური, ადრე რკინის, გვიან ბრინჯაოს და ადრე ბრინჯაოს ხანის ფენებია გამოვლენილი. ქარელი, როგორც განვითარებული საქალაქო ცენტრი, ისტორიულ წყაროებში პირველად XVI-XVII საუკუნეებში იხსენიება.

მას მრავალი ისტორიული ფაქტი უკავშირდება, როგორიცაა: რუის-ურბნისის საეკლესიო კრება 1103 წელს, არადეთის ბრძოლა – 1483 წელს და სხვა. დღევანდელი ქარელის უდიდესი ნაწილი ციციშვილების სათავადოში-საციციანოში შედიოდა, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი, სამხედრო-პოლიტიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამედიცინო მოღვაწე, აღმშენებელი და მეცნიერი, ავტორი სამკურნალო წიგნისა – „კარაბადინი“. დღესდღეობით ქარელზე გადის ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი მაგისტრალი და საავტომობილო გზები. მუნიციპალიტეტში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, წამყვანი დარგებია: მეხილეობა, მეჭარხლეობა, მებოსტნეობა-მებაბაღჩეობა, მევენახეობა, მეცხოველეოყა და სხვა. აქ მდებარეობს აგარის შაქრის ქარხანა და სხვა კვების მრეწველობის საწარმოები. რაიონში არის პროფესიული სასწავლებელი, 1 ცენტრალური ბიბლიოთეკა, კულტურის ცენტრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქარელის მუნიციპალიტეტი გამორჩეულია როგორც ბუნებით, ასევე კულტურული ძეგლების სიმრავლით.

ულამაზესი ბატეთის ტბა, ამწვანებული ძამის ხეობა და ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, როგორიცაა: სამწევრისის ეკლესია, ყინწვისისკომპლექსი, მძოვრეთის ციხე-დარბაზის კომპლექსი და მრავალი სხვა, უამრავ ტურისტს იზიდავს და გულგრილს არავის ტოვებს.

წყარო: georgiantravelguide.com

ქარელს გაუმარჯოს!
ქარელელებს სალამი!