1. თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწების კატეგორიის ცვლილება
განსხვავებული მიდგომაა ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული მიწებისათვის, ამისთვის საჭიროა: ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს განაცხადი, სადაც უნდა აღინიშნოს მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა, საკუთრება, ფართობი, მიზნობრივი დანიშნულება და სავარგულის კატეგორია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კატეგორიის ცვლილება
იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწებისათვის ხდება კატეგორიის ცვლილება საჭიროა: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მომართვა/გადაწყვეტილება, მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა.
წყარო: https://miwebi.ge/miwis-nakvetis-kategoriebi-da-mati-shecvlis-procedura/