წალენჯიხის გეოგრაფია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, მდინარე ენგურისა და ჭანისწყლის ხეობებში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი წალენჯიხა. რაიონში 2 ქალაქი და 37 სოფელია. წალენჯიხას ჩრდილოეთით მესტიის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება, დასავლეთით – გალი, სამხრეთ-დასავლეთით – ზუგდიდი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით კი – ჩხოროწყუ. მუნიციპალიტეტის წყლის ძირითადი არტერიებია: მდინარეები – ენგური, ჭანისწყალი და მაგანა. რაიონი მდიდარია ტბებითა და ჩანჩქერებით. წალენჯიხა ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, რბილი ზამთრითა და ხანგრძლივი, ცხელი ზაფხულით.

წყარო: georgiantravelguide.com

წალენჯიხას გაუმარჯოს!
წალენჯიხელებს სალამი!