როდესაც თქვენ გადაწყვეტთ რომ იყიდოთ მიწის ნაკვეთი, პირველ რიგში ალბათ არაერთი კითხვა გებადებათ: რის მიხედვით სჯობს მიწის ნაკვეთის შერჩევა? რას უნდა მივაქციოთ აუცილებლად ყურადღება? არის თუ არა უსაფრთხო, მყუდრო და კომფორტული კონკრეტული ადგილი?
როდესაც თქვენ მიწის ყიდვას გადაწყვეტთ და თუ ამის მიზანი მასზე სახლის აშენებაა, აუცილებლად უნდა აარჩიოთ ადგილი თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ თქვენ ცხოვრება სიმშვიდეში, სუფთა ჰაერზე, ხმაურისგან შორს გინდათ, უნდა გაითვალისწინოთ რომ მსგავსი ადგილის შერჩევას ქალაქის ცენტრისგან ცოტა მოშორებით შეძლებთ.
ქალაქისგან ცოტა მოშორებით ცხოვრება კი თქვენი სიმშვიდის, ჯანსაღი გარემოს გარანტიაა. თუმცა ასევე ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ მსგავსი ადგილი თითქმის ყველაფრისგან მოშორებითაა, მაგალითად გასათვალისწინებელია მანძილი სახლიდან სამსახურამდე, სკოლებამდე, ბაღამდე, მარკეტებამდე, თუმცა ეს ყველაფერი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ გეყოლებათ ავტომანქანა, რადგან მსგავს ადგილებში იშვიათად შეხვდებით გადატვირთულ მოძრაობას, შესაბამისად შესაძლებელია დრო ზუსტად იმდენი დაგჭირდეთ სამსახურამდე მისასვლელად, რამდენიც დაგჭირდებოდათ ქალაქის ცენტრში ცხოვრებისას, რადგან ქალაქის ცენტრში დღის განმავლობაში ძალიან ხშირად შეხვდებით შეფერხებულ მოძრაობას.
ასევე მიწის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიწის ნაკვეთი შედარებით იაფია ისეთ ადგილებში, სადაც ახლა იწყება მიწის ნაკვეთების ათვისება და მოწყობა, მსგავსი ადგილის შერჩევა და ყიდვა შეიძლება ჩავთვალოთ მომგებიან ინვესტიციად, რადგან ასეთ შემთხვევაში მსგავს მიწებს აქვთ პოტენციალი რომ მომავალში მათი ღირებულება გაიზარდოს.
წყარო: https://miwebi.ge/ra-unda-gaitvaliswinot-miwis-shedzenamde/