როგორია ჩინური ღვინო?
ამონარიდი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან დავითაშვილთან ინტერვიუდან . https://kvirispalitra.ge/article/22579-qarthuli-ghvino-chinethis-milioniani-qalaqebisthvis/
– საქმე ის არის, რომ ჩინეთში ძალიან რთული კლიმატია. რა თქმა უნდა, ჩინეთშიც არის ადგილები შედარებით უკეთესი პირობებით, მაგრამ კლიმატიდან გამომდინარე, ღვინის ხარისხი არ არის ისეთი კარგი. თუმცა, პროფესიონალიზმი აშკარად იგრძნობა, ხარვეზიანი ღვინო იქ პრაქტიკულად არ არის. მაგრამ ქართული ღვინო გემოთი და არომატით ჩინურისგან გამოირჩევა. ამიტომ დიდი შანსი გვაქვს, ის ჩინელებსაც მოვაწონოთ.
ამ ეტაპზე ჩინეთში ფრანგული ღვინო აშკარა ლიდერია, მას მოჰყვება ავსტრალია, იტალია და ჩილე. ეს არის პირველი ოთხეული, რომელიც ღვინით ამარაგებს ჩინეთს. ავსტრალიასა და ჩინეთს ტრადიციულად აქვთ ძალიან ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები, რასაც ტერიტორიული სიახლოვეც განაპირობებს. ჩინელებს შორის პოპულარულია რამდენიმე ადგილობრივი ჯიში, ხოლო უცხოურ ჯიშებში, ძირითადად, ბორდო, კაბერნე და მერლოუ დომინირებს. პოპულარულია იტალიური ღვინოც.