სერვისის შექმნა შშმ პირთათვის

სოციალური მეწარმეობის პროექტების მომზადება ( ბიზნეს გეგმების) 577 235 400 , სკაიპი- medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com

ჩვენ გთავაზობთ

ტელეფონზე 577 235 400; სკაიპი- medgeo.net; ელფოსტა Caumednet@gmail.com. შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება, მათ შორის- სოციალური საწარმოების მიმართულებით

● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ

● საგრანტო განაცხადების შევსება

● საგრანტო, სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება

უმეტეს შემთხვევებში, ჩვენ შეგვიძლია წარმოების ტექნოლოგიური გეგმის მომზადებაც.

სოციალური მეწარმეობის პროექტების მომზადება როგორ ხდება ?

ჩვენ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა შშ პირთათვის პროექტების მომზადებაში. თუკი ამ მიმართულებით მუშაობთ ჩვენო მომსახურებები პროექტების მომზადების სფეროში ,განსაკუთრებით საინტერესო იქნება თქვენთვის

http://www.medgeo.net/pwd/

https://www.facebook.com/groups/247494928965311/

რა არის სოციალური მეწარმეობა და სოციალური საწარმო?

ტერმინი “სოციალური მეწარმეობა” დამკვიდრდა გასული საუკუნის 70-იან წლებში არამომგებიანი ორგანიზაციების მიერ.

როცა მათ დაიწყეს საკუთარი ბიზნესების ამოქმედება უსახლკარო, შშმპ და სხვა რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისათვის სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

დღეს სხვადასხვა ქვეყანაში სოციალური მეწარმეობა განსხვავებული პრაქტიკით ხორციელდება და, შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განიმარტება. მიუხედავად ამისა ყველა ამ განმარტებას ერთი რამ აქვს საერთო, ეს არის ბიზნეს მიდგომა სოციალური მიზნებისთვის.

იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობის არსი უკეთ გახდეს გასაგები, გავეცნოთ მის ერთ-ერთ განმარტებას. სოციალური მეწარმეობის ალიანსის განმარტებით, სოციალური საწარმო არის „ორგანიზაცია ან საწარმო, რომელიც ახორციელებს სოციალურ მისიას სამეწარმეო, შემოსავლის მომტანი სტრატეგიებით“.

სოციალურ საწარმოებს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ფორმა და ზომა, დაწყებული საერთაშორისო მასშტაბების მქონე ბიზნესიდან, დამთავრებული მცირე ზომის სათემო კაფეთი, თუმცა ყველა მათგანს აქვს მკვეთრად გამოხატული მახასიათებლები, რაც განასხვავებს მათ ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობისგან.

სოციალური საწარმოების კრიტერიუმები

ევროპულმა კვლევითმა ქსელმა შეიმუშავა გარკვეული კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სოციალური საწარმო. კრიტერიუმები სამ ჯგუფად არის დაყოფილი: ეკონომიკური, სოციალური და თანამონაწილეობითი მართვის კრიტერიუმები. არ არის აუცილებელი, რომ სოციალური საწარმო აკმაყოფილებდეს შემუშავებულ ცხრავე კრიტრიუმს. ეს არის ერთგვარი “იდეალური სოციალური საწარმოს” მახასითებლები და წარმოადგენს თვითშეფასების ინსტრუმენტს სოციალური საწარმოებისთვის

ეკონომიკური კრიტერიუმები:

საქონლის ან მომსახურების უწყვეტი წარმოება / მიწოდება

ეკონომიკური რისკის გარკვეული ხარისხი

დამოკიდებულება ანაზღაურებადი სამუშაოს მიმართ

სოციალური კრიტერიუმები:

ნათელი მიზანი, რომელიც ფოკუსირებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე

ინიციატივა წამოწყებულია მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ

მოგების შეზღუდული განაწილება

სოციალური საწარმოს მონაწილეობითი მმართველობა

დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი

გადაწყვეტილების მიღების ძალაუფლება არ უნდა ეფუძნებოდეს კაპიტალის მფლობელობას

საერთო გარემო, რაც უზრუნველყოფს დაინტერესებულ მხარეთა მაღალ ჩართულობას თუ საწარმო აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმები, მაშინ თქვენ ნამდვილად სოციალურ მეწარმეობასთან გაქვთ საქმე.

წყარო : http://cse.newsgator.ge/info.php?ID=10

ვინ არის სოციალური მეწარმე?

სოციალური მეწარმეები არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სამეწარმეო საქმიანობის გარკვეულ რისკს მათი ორგანიზაციების ბენეფიციარების სასარგებლოდ. ტრადიციულად, ბიზნესში მეწარმეები რისკს იღებენ საკუთარი, ან ბიზნესის მფლობელების სასარგებლოდ. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა, და ეს განსხვავება უკავშირდება ორგანიზაციათა მისიას. საზოგადოებრივ (არამომგებიან) ორგანიზაციებში ლიდერები, თანამშრომლები, გამგეობა იღებენ გადაწყვეტილებას, გასწიონ სამეწარმეო საქმიანობა და შესაბამისად თავის თავზე აიღონ მეტი რისკი, იმ მიზნით, რომ უკეთ შეასრულონ ორგანიზაციის მისია.

წყარო : http://cse.newsgator.ge/info.php?ID=10

ბმები:

ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის

ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები