ჭიათურის ისტორია

ქალაქ ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს.არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველეს თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ.

მნახველი განცვიფრდება, თუ როგორ შესძლო ადამიანმა მიუვალ კლდეებში თვალუწვდენ სიმაღლეზე გამოეკვეთა მრავალი გამოქვაბული, ამ გამოქვაბულებში შესვლა დღეისათვის მხოლოდ გამოცდილმა მთასვლელებმა მოახერხეს თანამედროვე ალპინისტური ტექნიკის გამოყენებით.

2009 წელს ჭიათურაში, ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჭიათურაში აღმოჩენილი სელის ძაფი, პრეისტორიული ხანის უძველესი ძაფია მთელ მსოფლიოში. ძუძუანას გამოქვაბულში 1500-მდე სელისა და შალის ძაფის ბოჭკოა აღმოჩენილი, კვლევა გამოქვაბულში დღესაც გრძელდება.[4].

წყარო: chiatura.gov.ge

ჭიათურას გაუმარჯოს!
ჭიათურელებს სალამი!