ტორფის ეკოლოგიური ფუნქციები

ტორფის წარმოქმნა დღემდე გრძელდება. ტორფი მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ფუნქციას ასრულებს ფოტოსინთეზის პროდუქტების დაგროვებით  და შედეგად, ატმოსფერული ნახშირბადის აკუმულირებით.

ტორფის საბადოს დრენირების შემდეგ, ტორფში ჟანგბადის შეღწევის შედეგად,  იწყება აერობული მიკროორგანიზმების აქტიური მოქმედებით   მისი ორგანული ნივთიერებების დაშლა. ამ პროცესს მინერალიზაციას უწოდებენ, რომლის დროსაც ნახშირორჟანგი გამოიყოფა ისეთი სიჩქარით, რომელიც აჭარბებს  მისი დაგროვების სიჩქარეს დაუზიანებელ  ჭაობში.

საშიშროებას წარმოადგენს ტორფის ხანძარი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს დრენირებულ ტორფიან მიწებზე.

ტორფის საბადოებზე წარმოიქმნება ტორფვის ორგანული ნიადაგები. ტორფიანობა შეიძლება აღინიშნოს  მინერალური ნიადაგების ზედა ჰორიზონტზე,  ხანგრძლივი დატენიანებისას ან  ცივ კლიმატის დროს.

წყალსაცავებიდან მომდინარე წყლებით ტორფის ჭაობები დატბორვისას, ტორფის მასები ზოგჯერ ამოტივტივდება ზემოთ და ქმნის  მცურავ კუნძულებს.